სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

  • Word
სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-3/548
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
მიღების თარიღი 08/09/1997
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 10/09/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 000020012.00(3).0.000084
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1-3/548
08/09/1997
გაურკვეველი, 0, 10/09/1997
000020012.00(3).0.000084
სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/09/1997 - 19/06/1998)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.084

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო

ბრძანება №1-3/548

1997 წლის 8 სექტემბერი                       

. თბილისი     

სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ თანდართული დებულებები.

2. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ.ნიშნიანიძე) უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ თანდართული დებულებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ დებულებების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოთ მინისტრის მოადგილეებს ბატონებს ზ. ბახტაძეს და მ. გაბუნიას.

ა. სილაგაძე

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1

ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების წესს.

2. „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).

3. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს.

4. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში – მმართველობის ადგილობრივი ორგანოს) მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.

5. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – გამყიდველი).

6. გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმის მიხედვით კონკურსი შეიძლება იყოს კომერციული ან საინვესტიციო.

7. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და ობიექტის შესაძენად მაქსიმალური ფასის გადახდა.

8. საინვესტიციო კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო სრულად დაკმაყოფილება და გამყიდველის მიერ დადგენილი საინვესტიციო პროგრამის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებაში ინვესტიციების მაქსიმალური დაბანდება.

    მუხლი 2

კონკურსის ორგანიზება

1. სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო 1 წლის ვადით ქმნის მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიას 5-7 წევრისაგან.

2. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს თავისი მუშაობის რეგლამენტს.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის (ან მისი მოვალეობის შემსრულებლის) ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

5. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

6. კონკურსის ჩასატარებლად სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში –  გამყიდველი) გადასცემს საკონკურსო კომისიას:

ა) „გამყიდველის“ მიერ დადგენილ საკონკურსო პირობებს;

ბ) კონკურსის ჩატარების შესახებ გამოსაქვეყნებელ ინფორმაციის პროექტს;

გ) ლიკვიდირებული ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში სალიკვიდაციო კომისიის მიერ შედგენილ მასალებს.

7. საკონკურსო კომისია, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, „გამყიდველისაგან“ მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) „გამყიდველის“ დასახელება;

ბ) კონკურსის პირობებს და კონკურსის სახე (საინვესტიციო ან კომერციული);

გ) საპრივატიზებო ქონების საწყის ფასს და გადახდის გრაფიკს;

დ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას და მისამართს;

ე) განცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ვ) ბეს სიდიდეს (საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის მინიმუმ 10%-ის ოდენობით);

ზ) საკონკურსო კომისიის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;

თ) მონაწილეთა წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღი, დრო და ადგილი;

ი) საპრივატიზებო საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე; აქციათა პაკეტის (წილის) გაყიდვის შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:

კ) სააქციო საზოგადოების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების) დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ლ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

მ) აქციათა პაკეტის (ან წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების მთლიან საწესდებო კაპიტალში;

ნ) საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები;

9. ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების გაყიდვის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.

10. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს გამყიდველი.

11. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

12. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.

13. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგენს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვედებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.

14. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს გამყიდველს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.

    მუხლი 3

კონკურსში მონაწილეობის პირობები

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი, რომელშიც სავალდებულოა აისახოს მყიდველის თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე;

ბ) მყიდველის მიერ წარმოდგენილი წინადადებები, მოთავსებული ცალკე კონვერტში, რომელიც ილუქება მყიდველის მიერ;

გ) სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს საანგარიშსწორებო ანგარიშზე ბეს შეტანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები;

ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ვ) იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს.

2. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინაროებს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

3. კონკურსში მონაწილეს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში, უარი განაცხადოს წერილობით კონკურსში მონაწილეობაზე. საკონკურსო კომისია ახდენს განაცხადის გამოთხოვის რეგისტრაციას.

 4. განცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემოსული განაცხადი არ მიიღება. განაცხადის შემოსვლის თარიღი განისაზღვრება რეგისტრაციის თარიღით.

5. საკონკურსო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან განმცხადებელი იძენს კონკურსში მონაწილის სტატუსს.

6. განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას კონკურსში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო ქონების მყიდველად;

ბ) თუ დარღვეულია ამ მუხლის 1-ლი მე-2 პუნქტის მოთხოვნები.

    მუხლი 4

კონკურსის ჩატარების წესი

1. საკონკურსო კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე.

2. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და გადაიხდის მაქსიმალურ ფასს, თანხის ჩაწერით. ხოლო საინვესტიციო კონკურსის გამარჯვებულად – მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს და რომელმაც გამყიდველს შესთავაზა განსაზღვრული დროისათვის ინვესტიციების მაქსიმალური ოდენობა, თანხის ჩაწერით.

3. დადგენილ დღეს და საათზე, საკონკურსო კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილეს წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.

4. მონაწილეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს დაესწროს კონვერტის გახსნას.

5. საკონკურსო კომისია იხილავს მონაწილეთა წინადადებებს, მათი დასწრების გარეშე, რის შედეგადაც საკონკურსო კომისიის წევრები კეჭისყრით ადასტურებენ საკუთარ არჩევანს.

6. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულის შესახებ აცხადებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე კონვერტის გახსნის დღეს.

7. კონკურსი ითვლება არშემდგარად, თუ:

ა) განაცხადების წარდგენის დადგენილ ვადაში არ იქნა შეტანილი არც ერთი განაცხადი;

ბ) წარდგენილი განაცხადებიდან არც ერთი არ შეესაბამება კონკურსის მოთხოვნებს;

ამ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ადგენს ოქმს კონკურსის არჩატარების შესახებ, ოქმი მტკიცდება გამყიდველის მიერ.

8. იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი მონაწილის წინადადებები აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს: მათ მიერ შემოთავაზებულია (კომერციული კონკურსის შემთხვევაში) ერთნაირი რაოდენობის მაქსიმალური თანხა და ერთნაირი რაოდენობის ინვესტიციები დროის განსაზღვრულ მონაკვეთში (საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში), კონკურსში გამარჯვებულის გამოსავლენად იმართება ფარული კეჭისყრა.

9. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ დგება შემაჯამებელი ოქმი, რომელიც შეიცავს საკონკურსო კომისიის დასკვნას შემდეგი ფორმით:

ა) საპრივატიზებო ობიექტის დასახელება;

ბ) საკონკურსო კომისიის შემადგენლობა;

გ) მონაცემები კონკურსის მონაწილეთა შესახებ;

დ) კონკურსში მონაწილეთა წინადადებები დანართების სახით;

ე) კონკურსში გამარჯვებულის დასახელება;

ვ) კონკურსის შედეგად დადგენილი სახელმწიფო ქონების შესყიდვის ფასი;

ზ) კონკურსის შედეგად დადგენილი ინვესტიციების მოცულობა და მისი განხორციელების ვადები (საინვესტიციო კონკურსის შემთხვევაში).

10. ოქმს თან უნდა ერთოდეს გამარჯვებულისათვის განკუთვნილი საკონკურსო კომისიის მიერ მომზადებული წერილის პროექტი, რომელიც შეიცავს შეტყობინებას მისი წინადადებების მიღების შესახებ. აღნიშნული ოქმი და საბუთები დასამტკიცებლად წარედგინება გამყიდველს.

11. გამყიდველის მიერ საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შემდეგ, ოქმის ასლი ეგზავნება ყველა მონაწილეს. კონკურსში გამარჯვებულს კი ეგზავნება შეტყობინება სახელშეკრულებო ვალდებულების გასაფორმებლად.

    მუხლი 5

გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 15 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამყიდველთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გაყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულება, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

2. გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია სახელშეკრულებო ვალდებულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში დაფაროს გადასახდელი საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და დადგენილი ბეს მინიმალური ზღვარი (10%) არ უბრუნდება.

3. ოქმის მიღების დღიდან არა უმეტეს 2 წლის ვადაში, გამარჯვებულმა დადგენილი გრაფიკის მიხედვით უნდა გადაიხადოს დარჩენილი გადასახდელი თანხა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ობიექტის საბოლოო ფასის მთლიანად დაფარვის შემდეგ.

4. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში (გარდა აქციების,წილის შესყიდვისა) შეიტანება შემდეგი მონაცემები:

 ა) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

ბ) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების შეძენის ფასი;

დ) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;

ე) მხარეთა ურთიერთვალდებულებები ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ;

5. აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არანაკლებ 51%, ხოლო დარჩენილი გადასახდელი თანხა, დადგენილი გრაფიკის მიხედვით არაუმეტეს 2 წლის ვადაში), გამყიდველი შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

6. სახელმწიფო ქონების შეძენისას შეტანილი ბე მყიდველს ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. ყველა დანარჩენ მონაწილეს კი კეჭისყრის შედეგების გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მონაწილის მოთხოვნით, ბე უბრუნდება ბეს შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.

7. საბანკო დაწესებულება, მონაწილეთა მიერ შეტანილ ბეს აბრუნებს „გამყიდველის“ დავალების საფუძველზე.

8. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ამასთან, ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ხარჯები იფარება ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები შესაბამის ბიუჯეტში გადასარიცხი თანხიდან, გამყიდველის მიერ.

    მუხლი 6

მყიდველის პასუხისმგებლობა

1. მყიდველი ვალდებულია კონკურსით შეძენილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების შემდეგ გამოყენებისას დაიცვას კონკურსის პირობებით ნაკისრი ვადლდებულებები და შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს გამყიდველს.

2. საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება კონკურსის შედეგად დადგენილი ქონების ფასის 10%-ით.

3. საკონკურსო პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად გამყიდველის მიერ, მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 7

გარიგებათა ბათილად ცნობა

1. კონკურსის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის მყიდველის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილავს სასამართლო. 

    მუხლი 8

დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

2. ამ დებულების გამოქვეყნების დღიდან:

ა) „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 13 პუნქტი 3-ის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 21 იანვრის №42 დადგენილება „სახელმწიფო (მუნიციპალურ) საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ობიექტების კონკურსით გაყიდვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

ბ) გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 6 მაისი №1-3/158 ბრძანება „სახელმწიფო ქონების კონკურსით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1

ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესს.

2. „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში _ გამყიდველი).

3. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზანია საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში) – მმართველობის ადგილობრივი ორგანოს) მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

5. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. მათ შეუძლიათ შეასრულონ გამყიდველის ფუნქციები უშუალოდ, ან შუამავლის მეშვეობით, რომელსაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადო უფლებამოსილება.

6. აუქციონი შეიძლება იყოს ღია და დახურული ანუ სპეციალიზებული აუქციონი, რომელიც ტარდება სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 22 აგვისტოს №1-3/511 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების შესახებ“ დებულების შესაბამისად.

7. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები აუქციონში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას აუქციონის დაწყების მომენტამდე.

    მუხლი 2

აუქციონის ორგანიზება

1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში –  გამყიდველი).

2. იმ შემთხვევაში, როცა „გამყიდველი“ აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს შუამავალს, მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი;

ბ) აუქციონის ჩატარების ვადა;

გ) შუამავლისათვის ავანსისა და საკომისიო ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი;

დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის;

ე) სხვა ინფორმაცია გამყიდველის შეხედულებისამებრ.

3. ყოველი აუქციონის დაწყებამდე, სულ ცოტა 1 თვით ადრე „გამყიდველი“ აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის შესახებ.

4. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) აუქციონის ჩატარების თარიღს;

ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელება და საწყისი ფასი;

გ) საპრივატიზებო საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;

დ) აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღების ვადებსა და ადგილს;

ე) ბეს სიდიდეს (საპირვატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის მინიმუმ 10 პროცენტის ოდენობით);

ვ) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და მისამართს;

აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში:

ზ) სააქციო საზოგადოების (ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) დასახელება და იურიდიული მისამართი;

თ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა;

ი) აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.

5. ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების გაყიდვის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.

6. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს გამყიდველი.

 7. ინფორმაციის გამოყენების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

8. გამყიდველი ყოველი კონკრეტული აუქციონის ორგანიზებისათვის ქმნის სააუქციონო კომისიას 3-5 წევრისაგან.

    მუხლი 3

აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში _ მონაწილე) აუქციონის „რეგისტრატორს“ წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობაზე სახელმწიფო ქონების დასახელებას, საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მას. მასში სავალდებულოა აისახოს საჯარიმო სანქციები;

ბ) ბეს შეტანის ქვითარი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემები;

დ) მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან ფიზიკური პირის სახელით;

3. მყიდველმა, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა რამდენიმე სახელმწიფო ქონების ცალკეული სახეობის ვაჭრობაში, უნდა გადაიხადოს ბე, ცალ-ცალკე ყველა სახელმწიფო ქონებისათვის ბეს გადახდის დამადასტურებლად მას მიეცემა საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითარი.

4. ფიზიკური ან იურიდიული პირის ნდობით აღჯურვილმა პირმა (შემდგომში _ წარმომადგენელი), დამატებით უნდა წარმოადგინოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული მინდობილობა.

5. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტები აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მყიდველი იღებს „მონაწილის ბილეთს“ (რომლის ფასს ადგენს გამყიდველი),რის შედეგადაც იგი ღებულობს მონაწილის სტატუსს.

6. გამყიდველი „აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში“ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „მონაწილეზე“, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტებს და გაფორმებულ ბილეთს გადასცემს „მონაწილეს“.

 

    მუხლი 4

აუქციონის ჩატარების წესი

1. „მონაწილე“, აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, წარუდგენს „მონაწილის ბილეთს“ აუქციონის „რეგისტრატორს“ და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. გამყიდველი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას, შემოსული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს, რამდენი მონაწილე ესწრება თითოეულ ვაჭრობას.

3. აუქციონს ატარებს „მეაუქციონე“, რომელსაც ნიშნავს „გამყიდველი“.

4. თითოეულ ობიექტზე, ვაჭრობის დაწყებისას, „მეუაქციონე“ აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, შემდგომ საწყის ფასს, ბიჯს (რომლის სიდიდეც შეადგენს საწყისი ფასის 5%-ს კონკრეტული ქონებისათვის). აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია აუქციონში მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

5. „მონაწილე“, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა სწევს თავის ნომერს ისე, რომ თვალსაჩინო იყოს მეაუქციონისათვის. თუ კი ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდება მომდევნო ფასი, „მეაუქციონე“ აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ, რომელიმე „მონაწილე“ არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს, ამის შემდეგ სახელმწიფო ქონება ითვლება გაყიდულად იმ „მონაწილეზე“, ვინც შესთავაზა „გამყიდველს“ ყველაზე მაღალი ფასი.

6. სააუქციონო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ვაჭრობის მსვლელობა და შედეგები, ოქმი ინომრება ქრონოლოგიური მიმდევრობით, ხელს აწერს „მყიდველი“, „მეაუქციონე“, მდივანი და კომისიის თავმჯდომარე.

7. აუქციონში გამარჯვებულმა, საჯარო ვაჭრობის დამთავრების შემდეგ, უნდა წარუდგინოს აუქციონის მდივანს „მონაწილის ბილეთი“ და ხელი მოაწეროს აუქციონის შედეგების ოქმს.

8. აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და დადგენილი ბეს მინიმალური ზღვარი (10 %) არ უბრუნდება.

9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა, იმ მიზეზით რომ აუქციონის „მონაწილეები“, ესწრებოდნენ აუქციონს და არ მიიღეს საჯარო ვაჭრობაში მონაწილეობა, მაშინ დგება არ- შემდგარი აუქციონის ოქმში და მონაწილეებს დადგენილი ბეს მინიმალური ზღვარი (10 %) არ უბრუნდება.

10. თუ „მონაწილე“ არ გამოცხადდა აუქციონზე, მას დადგენილი ბეს მინიმალური ზღვარი (10 %)არ უბრუნდება.

11. აუქციონის შედეგების ოქმი და სრული დოკუმენტაცია გადაეცემა "გამყიდველს" დასამტკიცებლად, რაც მტკიცდება 10 დღის ვადაში.

    მუხლი 5

გარიგებათა გაფორმების წესი

1. აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში „მყიდველმა“, ოქმში მითითებულ საბანკო, დაწესებულებაში უნდა შეიტანოს ნაღდად ან გადარიცხვით ფულადი თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლო ფასს.

2. თუ „მყიდველი“ აღნიშნულ ვადაში არ გადაიხდის ქონების გამოსასყიდად თანხას, მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ობიექტებზე და დადგენილ ბეს მინიმალური ზღვარი (10 %) არ უბრუნდება.

3. აუქციონში გამარჯვებულს ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ქონების საბოლოო ფასის სრულად დაფარვის შემდეგ.

5. „გამყიდველსა“ და აუქციონში „გამარჯვებულს“ შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში (გარდა აქციების, წილის შესყიდვისა)შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

ბ) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების შეძენის ფასი;

დ) დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე.

6. აქციათა პაკეტის (წილი) გაყიდვის შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილის მიერ ნაყიდი აქციების საფასურის სრულად გადახდის შემდეგ (აუქციონის შედეგების ოქმის მიღების მომენტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში), „გამყიდველი“ შესაბამის სააქციო საზოგადოებებს აძლევს დავალებას აქციონერთა რეესტრში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

7. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება "გამყიდველიდან" "მყიდველს" გადაცემა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ამასთან, ხელშეკრულებას სანოტარო წესით დამოწმებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ხარჯები იფარება ქონების პრივატიზების შედეგად ამონაგები შესაბამის ბიუჯეტში გადასარიცხი თანხიდან, გამყიდველის მიერ.

8. აუქციონში დამარცხებულ „მონაწილეს“ (გარდა მე-4 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისა), აუქციონის შედეგის გამოცხადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, „მონაწილის“ მოთხოვნით, ბე უბრუნდება ბეს შეტანის ქვითრის წარდგენის შემდეგ.

9. საბანკო დაწესებულება, აუქციონში მონაწილეთა მიერ შეტანილ ბეს აბრუნებს „გამყიდველის“ დავალების საფუძველზე.

    მუხლი 6

გარიგებათა ბათილად ცნობა

1. აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.

    მუხლი 7

დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

2. ამ დებულების გამოქვეყნების დღიდან:

ა) "საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მუხლი 13, პუნქტი 3-ის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 29 მაისი №612 დადგენილება „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო საწარმოთა პრივატიზების შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით დებულებათა დამტკიცების თაობაზე“;

ბ) გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 29 თებერვლის №1-3/27 ბრძანება "სახელმწიფო ქონების აუქციონით გაყიდვის წესის დამტკიცების შესახებ".

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით

პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1

ზოგადი ნაწილი

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი მე-12, მე-2 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის) შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების წესს.

2. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების მიზანია იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვამდე, მოიჯარისათვის სამეურნეო და სხვა საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვისათვის, მატერიალური ფასეულობის ვადიანი და სასყიდლიანი მფლობელობისა და სარგებლობის უფლების მინიჭება.

3. სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

    მუხლი 2

სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის

ფორმით გაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვით გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო (შემდგომში _ მეიჯარე).

2. იჯარა-გამოსყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებაში მონაწილე (შემდგომში – მოიჯარე) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში – მმართველობის ადგილობრივი ორგანოს) მონაწილეობის წილი 25 %-ზე ნაკლებია.

3. სახელმწიფო ქონების (აქციების, წილის გარდა) იჯარა-გამოსყიდვით გაცემა კონკურსით ხდება „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმებით პრივატიზების შესახებ“ დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

4. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია საკონკურსო პირობების სრულად დაკმაყოფილება და გამოსასყიდად საიჯარო ქონებაზე მაქსიმალური ფასის გადახდა.

5. საიჯარო ქირის ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს გამოსასყიდი საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10 %-ს, რომლის გადახდა ხდება თანაბარი პროპორციით, დარჩენილი გამოსასყიდი საიჯარო ქონების წილიდან და შეწყდება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შედეგის დადგომისთანავე.

ამასთან, „მოიჯარე“ ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირის სრული ოდენობა. იმ შემთხვევაში თუ, ქონების ღირებულების გადახდა დამთავრდა თვის (წლის) არასრული თარიღისათვის.

    მუხლი 3

იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზებისას

ინფორმაციის გამოქვეყნება 

1. "მეიჯარე" მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს საინფორმაციო ცნობის პროექტს იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი ქონების შესახებ და გადასცემს საკონკურსო კომისიას.

2. საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას სულ ცოტა ერთი თვით ადრე, კონკურსის ჩატარებამდე, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) „მეიჯარეს“ დასახელება;

ბ) საკონკურსო პირობებს;

გ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი სახელმწიფო ქონების დასახელება და მისამართი;

დ) იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი სახელმწიფო ქონების საწყისი ფასი;

ე) საიჯარო ქირის რაოდენობა;

ვ) განცხადების მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ზ) ბეს სიდიდეს (იჯარა-გამოსყიდვით გასაცემი სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის მინიმუმ 10 %-ის ოდენობით);

თ) საკონკურსო კომისიის მისამართი, საკონტრაქტო ტელეფონი;

ი) მონაწილეთა წინადადების შემცველი კონვერტის გახსნის თარიღი, დრო და ადგილი;

კ) იჯარა-გამოსყიდვით გასცემს საწარმოს მიერ დაკავებული მიწის ფართობის სიდიდე;

ლ) საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები.

3. ლიკვიდირებული სახელმწიფო საწარმოს ქონების აქტივების იჯარა-გამოსყიდვით გაცემის შემთხვევაში საინფორმაციო ცნობაში მოცემული უნდა იყოს მათი დახასიათება.

4. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს „მეიჯარე“.

5. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს იჯარა-გამოსყიდვით გასაცემ სახელმწიფო ქონებას.

6. საკონკურსო კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსში მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.

7. საკონკურსო კომისია პასუხისმგებელია შემოსული დოკუმენტაციის კონფიდენციალობაზე.

8. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ საკონკურსო კომისია გადასცემს შემაჯამებელ ოქმს „მეიჯარეს“, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.

    მუხლი 4

გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 15 კალენდარული დღის ვადაში „მეიჯარე“ ვალდებულია „მოიჯარესთან“ გააფორმოს სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით გაცემაზე საიჯარო ხელშეკრულება. ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

2. „მოიჯარე“ ვალდებულია საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში დაფაროს საიჯარო ქონების საბოლოო ფასის არანაკლებ 51%, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურსის შედეგები უქმდება და დადგენილი ბეს მინიმალური ზღვარი (10 %) არ უბრუნდება.

3. ოქმის მიღების დღიდან არა უმეტეს 10 წლის ვადაში, დადგენილი გრაფიკის მიხედვით „მოიჯარემ“ უნდა გადაიხადოს საიჯარო ქონების დარჩენილი გადასახდელი თანხა, საიჯარო ქირა და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

4. საიჯარო ხელშეკრულება აუცილებლად უნდა შეიცავდეს იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვის პირობებს, ვადებს და საჯარიმო სანქციებს.

5. საიჯარო ხელშეკრულების ვადის შეწყვეტა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარემ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე გამოისყიდა იჯარით აღებული ქონება, რისი უფლებაც ასახული უნდა იყოს საიჯარო ხელშეკრულებაში. ამასთან, ბეს სახით შეტანილი თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

    მუხლი 5

იჯარით გაცემული ქონების გამოსყიდვა

1. „მოიჯარეს“, „მეიჯარესთან“ შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, იჯარით გასცეს, გირაოში ჩადოს იჯარა-გამოსყიდვით გაცემული ქონება.ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

2. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ „მოიჯარე“ განცხადებით მიმართავს „მეიჯარეს“ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის თაობაზე. „მეიჯარე“ ვალდებულია განცხადების მიღებიდან არაუმეტეს 2 თვის ვადაში მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

3. „მეიჯარეს“ განცხადებასთან ერთად წარედგინება:

ა) საიჯარო ხელშეკრულების ასლი;

ბ) ქონების მიღება-ჩაბარების აქტი;

გ) საბანკო დაწესებულების მიერ დამოწმებული ქონების ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.

    მუხლი 6

მოიჯარეს პასუხისმგებლობა

1. „მოიჯარე“ ვალდებულია იჯარა-გამოსყიდვით აღებული სახელმწიფო ქონების გამოყენებისას დაიცვას საკონკურსო პირობებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს „მეიჯარეს“.

2. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში „მოიჯარე“ ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება საიჯარო ქონების საბოლოო ფასის 10%-ით.

3. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა დაუცველობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა განიხილება საიჯარო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად „მეიჯარეს“ მიერ, „მოიჯარეს“ არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 7

გარიგებათა ბათილად ცნობა

1. კონკურსის ფორმით სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვით გაცემის შედეგების ბათალიდ ცნობის შესახებ წარმოშობილ სადავო საკითხებს (მათ შორის საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილავს სასამართლო.

    მუხლი 8

დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

2. ამ დებულების გამოქვეყნების დღიდან „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 13, პუნქტი 3-ის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 20 სექტემბრის №555-Iს დადგენილება „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“.

 

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით

პრივატიზების შესახებ

    მუხლი 1

ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრას სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს.

2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით გაყიდვის მიზანია გასაყიდი სახელმწიფო ქონების თავისებურებიდან გამომდინარე ინვესტიციების მოზიდვა წარმოდგენილი ბიზნესგეგმის საფუძველზე.

3. „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის საკითხს წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი.

4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების მყიდველი შეიძლება იყოს „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები.

5. პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებოდ განკუთვნილი სახელმწიფო ქონების მიმართ მოთხოვნები ითვალისწინებს:

ა) საწარმოს (ობიექტის) მომგებიანად ამუშავებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვას;

ბ) საწარმოს (ობიექტის) თავისებურებიდან გამომდინარე სხვა პირობებს.

    მუხლი 2

პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ორგანიზება

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო უზრუნველყოფს პოტენციურ მყიდველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდებას.

2. პირდაპირი მიყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონების შესყიდვის მსურველი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და წარუდგენს:

 ა) განცხადებას;

ბ) სახელმწიფო ქონების ეფექტურად გამოყენების ბიზნესგეგმას;

გ) საწარმოს (ობიექტის) მომგებიანად ამუშავებისათვის საჭირო ინვესტიციების მოზიდვის გეგმა-გრაფიკს;

დ) საბანკო გარანტიებს;

ე) იურიდიული პირი, დამატებით წარმოადგენს სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლს.

3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, ეკონომიკის, შესაბამისი სამინისტროების, უწყებების წარმომადგენელთა მონაწილეობით, კომისიური წესით იხილავს შემოსულ განცხადებას, რის შემდეგაც სათანადო წინადადებებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 3

გარიგებათა გაფორმების წესი

1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მყიდველი გამოსასყიდს თანხას იხდის გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მყიდველთან აფორმებს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.

3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) შეძენილი ქონების დასახელება და მისამართი;

ბ) ცნობები გამყიდველისა და მყიდველის შესახებ;

გ) სახელმწიფო ქონების შეძენის ფასი;

დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებანი ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ,მათ შორის საინვესტიციო პროგრამის შესრულებაზე კონტროლის შენარჩუნების პირობით;

ე) საჯარიმო სანქციები.

4. საკუთრების უფლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებაზე გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული ყიდვა -გაყიდვის ხელშეკრულების დადების მომენტიდან. ამასთან, სახელმწიფო ხარჯები იფარება პრივატიზების შედეგად ამონაგები ბიუჯეტში გადასარიცხი თანხიდან.

    მუხლი 4

მყიდველის პასუხისმგებლობა

1. მყიდველი ვალდებულია პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეძენილი ქონების გამოყენებისას დაიცვას ხენლშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მის შესრულებაზე ყოველ 6 თვეში ინფორმაცია წარუდგინოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს

2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში მყიდველი ღებულობს გაფრთხილებას წერილობითი სახით და ჯარიმდება ქონების ფასის 10 %-ით.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევაში განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის ინიციატივად გამყიდველის მიერ, მყიდველს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

4. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებასთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს (მათ შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისათვის) განიხილავს სასამართლო.

 

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული

აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ

    მუხლი 1

ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება შემუშავებულია „საქართველოს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის წესს.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის მიზანია სააქციო საზოგადოების წესდებით გათვალისწინებული ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობა და მართვის ეფექტურობის ამაღლება.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის საკითხს იხილავს მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში _ კომისია), რომელიც იქმნება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის, ეკონომიკის, შესაბამისი სამინისტროების, უწყებების და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსხურის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლება, კონკურსით შეიძლება გადაეცეს ნებისმიერ დაინტერესებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

    მუხლი 2

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების

კონკურსის ფორმით გადაცემის ორგანიზება

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემის ორგანიზებას ახორციელებს მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში _  კომისია).

2. კომისია შეიმუშავებს თავისი მუშაობის რეგლამენტს, რასაც ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი.

3. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში, თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას არსულებს მოადგილე.

5. საკონკურსო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე ყველა წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.

6. კომისიას გადაეცემა:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადაცემისათვის დადგენილი საკონკურსო პირობები;

ბ) კონკურსის ჩატარების შესახებ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის პროექტი.

7. კომისია, მიღებული მასალების საფუძველზე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას და უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ოფიციალურ გამოცემაში.

8. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შემცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსით გადამცემის დასახელება;

ბ) საკონკურსო პირობებს;

გ) სააქციო საზოგადოების დასახელებას და იურიდიული მისამართს;

დ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

ე) სახელმწიფო წილის ოდენობას სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;

ვ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და კონკურსის ჩატარების ვადას;

ზ) საკონკურსო პირობათა შეუსრულებლობის გამოვლენის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციები;

თ) საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო პირობად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა.

9. კომისია იღებს და ატარებს რეგისტრაციაში კონკურსის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილ განაცხადებს.

10. მონაცემები იმ პირთა შესახებ, რომლებმაც წარმოადგინეს განაცხადები კონკურსში მონაწილეობაზე, არ ექვემდებარება გამოქვეყნებას კონკურსის დაწყების მომენტამდე.

    მუხლი 3

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების

კონკურსის ფორმით გადაცემის წესი

1. კონკურსში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მიღებაში დაინტერესებული პირი განაცხადით მიმართავს კომისიას.

3. დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებულ განაცხადს, რომელშიც სავალდებულოა აისახოს თანხმობა გამოცხადებული საკონკურსო პირობების შესრულებაზე, თან ერთვის:

ა) სააქციო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამა;

ბ) შესაბამისი ვალდებულებები საკონკურსო პირობების შესრულებასთან დაკავშირებით;

გ) საბანკო და ფინანსური გარანტიები.

4. დადგენილ დღეს და საათზე, კომისიის სხდომაზე იხსნება კონვერტები შემოსული წინადადებებით. დგინდება ყველა საჭირო დოკუმენტის არსებობა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობა. თუ მონაწილეს წინადადებები არ პასუხობს კონკურსის პირობებს იგი არ დაიშვება კონკურსში და აღნიშნული ფაქტი ფიქსირდება ოქმში.

5. კომისია კონკურსში მონაწილეთა წინადადებებს განიხილავს გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმიდან გამომდინარე. კონკურსში გამარჯვებულად ცხადდება მონაწილე, რომლის წინადადებები აკმაყოფილებს საკონკურსო პირობებს.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება „მესაკუთრესთან“ შეთანხმების გარეშე გაყიდოს, გაცვალოს, გააქირაოს, გირაოში ჩადოს სახელმწიფო ქონება. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.

7. კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კომისია გადასცემს შეჯამებულ ოქმს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომელიც 10 დღის ვადაში ამტკიცებს შედეგებს.

    მუხლი 4

გარიგებათა გაფორმების წესი

1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს სათანადო ხელშეკრულებას, რომელიც უნდა შეიცავდეს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააქციო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მქონე პირი ყოველ 6 თვეში ერთხელ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარმოადგენს ანგარიშს ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების მქონე პირს ჩამოერთმევა ეს უფლება და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული დანახარჯები.

    მუხლი 5

გარიგებათა ბათილად ცნობა

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება სასამართლოს მიერ.

    მუხლი 6

დასკვნითი დებულებები

1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

2. ამ დებულების გამოქვეყნების დღიდან გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 5 აგვისტოს №1-3/430 ბრძანება „სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციათა პაკეტების მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.