დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-3/426 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 19/06/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გაურკვეველი, 0, 19/06/1998 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000020012.0.03.000297 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.297
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/426
1998 წლის 19 ივნისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 08.09.97 წ. №1-3/548 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულებაში.
2. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სიტყვები – „ან ფინანსური უზრუნველყოფის შესაბამის დოკუმენტებს“.
3. გაუქმდეს დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, მყიდველი გამოსასყიდ თანხას იხდის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში“.
4. დაევალოს სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს ამ ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
5. დაევალოს სამინისტროს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს ბრძანების რეგისტრაციის შემდეგ მისი გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება და ტერიტორიულ ორგანოებამდე დაყვანა.
6. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეებს: ზ.ბახტაძეს და მ. გაბუნიას.
ა. სილაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები