„სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ“დებულებების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ 1997 წლის 14 ნოემბრის №1-3/687 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-3/611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაურკვეველი, 0, 15/09/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000391
1-3/611
15/09/1998
გაურკვეველი, 0, 15/09/1998
000000020.01(2).003.000391
„სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ“დებულებების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ 1997 წლის 14 ნოემბრის №1-3/687 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.012.003.368

საქართველოს ქონების მართვის მინისტრის

ბრძანება №1-3/611

1998 წლის 15 სექტემბერი  

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ქონების კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ“დებულებების დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/548 და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ“ 1997 წლის 14 ნოემბრის №1-3/687 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონისა (№1451-IIს 12.06.98) და კონკურსებისა და აუქციონის ჩატარების საერთაშორისო პრაქტიკის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

I. შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/ 548 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ“ დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს: – ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთებში –  „საქართველოს რესპუბლიკა“ და „რეზონანსი“;

– ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

– ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებისათვის უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის საქართველოში“.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე“.

გ) მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში, გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამყიდველთან გააფორმოს სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს“.

დ) გაუქმდეს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები: „ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება ფორმდება ობიექტის საბოლოო ფასის მთლიანად დაფარვის შემდეგ“.

ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გამყიდველსა და კონკურსში გამარჯვებულს შორის სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში (გარდა აქციების, წილის შესყიდვისა) შეიტანება შემდეგი მონაცემები“. და შემდეგ, როგორც ტექსტშია.

ვ) მე-5 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო უძრავ ქონებაზე – საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, სახელმწიფო უძრავი ქონების მყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების,საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები“.

ზ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს აბზაცი შემდეგი შინაარსით:

„2. საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 ნოემბრის №671 ბრძანებულების მე-5 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების კომერციული კონკურსის ფორმით სიმბოლური საწყისი ფასით პრივატიზებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში მყიდველი ჯარიმდება საბოლოო გასაყიდი ფასის 10%-ისა და განსახორციელებელი ინვესტიციების ოდენობის 10 %-ის ჯამური ოდენობით".

2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/ 548 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ყოველი აუქციონის დაწყებამდე, სულ ცოტა 1 თვით ადრე „გამყიდველი“ აქვეყნებს ინფორმაციას აუქციონის შესახებ" ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას აუქციონის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს:

– ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთებში – „საქართველოს რესპუბლიკა“ და „რეზონანსი“;

– ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

– ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებისათვის უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის საქართველოში“.

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე“.

გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმდება ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს, ქონების საბოლოო ფასის სრულად დაფარვის შემდეგ“.

დ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. „გამყიდველსა“ და აუქციონში „გამარჯვებულს“ შორის სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში (გარდა აქციების, წილის შესყიდვისა) შეიტანება შემდეგი მონაცემები:" და შემდეგ, როგორც ტექსტშია.

ე) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლება გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო უძრავ ქონებაზე – საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, სახელმწიფო უძრავი ქონების მყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარიმო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები".

3. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/ 548 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი გაუქმდეს;

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"2. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას იჯარა-გამოსყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას იჯარა-გამოსყიდვის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ და უზრუნველყოფს:

– ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთებში – „საქართველოს რესპუბლიკა“ და „რეზონანსი“;

– ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

– ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებისათვის უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის საქართველოში." შემდეგ, როგორც ტექსტშია.

გ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამყიდველთან გააფორმოს სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს".

4. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/ 548 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების:

ა) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებითად გადაწყვეტის შემდეგ, მყიდველი გამოსასყიდ თანხას იხდის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან (რომელიც მიღებულ უნდა იქნეს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიღებიდან 20 კალენდარული დღის განმავლობაში) არა უმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში".

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თანხის სრულად დაფარვის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო მყიდველთან აფორმებს სანოტარო წესით დამოწმებულ სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას“.

გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:“ და შემდეგ, როგორც ტექსტშია.

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკუთრების უფლება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებულ სახელმწიფო ქონებაზე გამყიდველიდან მყიდველს გადაეცემა სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხოლო უძრავ ქონებაზე – საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, სახელმწიფო უძრავი ქონების მყიდველს ეკისრება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები“.

5. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 8 სექტემბრის №1-3/ 548 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ" დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე, ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით გადაცემის შესახებ და უზრუნველყოფს:

– ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთებში – „საქართველოს რესპუბლიკა“ და „რეზონანსი“;

– ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

– ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებისათვის უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის საქართველოში".

ბ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე“.

გ) მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო გამარჯვებულ მონაწილესთან აფორმებს სანოტარო წესით დამოწმებულ სახელმწიფო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც უნდა შეიცავდეს საკონკურსო პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააქციო საზოგადოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის საჭირო საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და შესაბამის პასუხისმგებლობას მათ შესრულებაზე“.

6. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997 წლის 14 ნოემბრის №1-3/ 687 ბრძანებით დამტკიცებულ "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ" დებულების:

ა) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო კონკურსის ჩატარების თარიღამდე სულ ცოტა 1 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ და უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხოლო ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ობიექტების პრივატიზებისას კონკურსის ჩატარების თარიღამდე არანაკლებ 4 თვით ადრე ადგენს გამოსაქვეყნებელ ინფორმაციას წინამდებარე დებულების 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით გადასაცემი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ და უზრუნველყოფს:

– ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას გაზეთებში – „საქართველოს რესპუბლიკა“ და „რეზონანსი“;

– ინფორმაციის გავრცელებას ინტერნეტის ქსელით;

– ინფორმაციის დაგზავნას საქართველოს საელჩოებისათვის უცხოეთში და საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისათვის საქართველოში“;

ბ) მე-4 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. კონკურსში მონაწილეობაზე განცხადების მიღება მიმდინარეობს კონკურსის ჩატარების თარიღამდე ბოლო 30 კალენდარული დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც 30-ე კალენდარული დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე“;

გ) მე-4 მუხლის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„31. კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდეგ, 20 კალენდარული დღის ვადაში, გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სანოტარო წესით დამოწმებული სახელმწიფო ქონების გადაცემაზე ხელშეკრულება, ქონების მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს“.

7. დაევალოს სამინისტროს:

ა) იურიდიულ სამმართველოს – უზრუნველყოს ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს – ამ ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ გაზეთ „მესაკუთრეში“ გამოქვეყნება.

8. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

9. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბ-ნ მ. გაბუნიას.

მ. უკლება