„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110628035, 29/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016420
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
260
27/06/2011
ვებგვერდი, 110628035, 29/06/2011
390050010.10.003.016420
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (29/06/2011 - 24/05/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 260

2011 წლის 27 ივნისი

. თბილისი

„ტყით­­სარ­გებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქარ­თველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დად­გენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად და „ტყის ფონდის მართვის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის 23‑ე მუხლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით, „ტყი­თ­­სარ­გებლობის წესის დამტკიცების შესა­ხებ“ საქარ­თველოს მთავ­­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დად­გე­ნილებაში (სსმ, 2010 წე­ლი, მუხლი 1533) შეტანილ იქნეს ცვლი­ლე­ბ­ე­ბი და დამა­ტ­ებ­ები და და­დგენილებით დამტკი­ცებულ ტყითსარ­გებ­­ლო­ბის წეს­ში:

1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავ­სე­ბა.“.

2. მე-5 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქ­ცი­ით:

„2. ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის მომ­სა­ხუ­რე­ბის საფასურის გადახდა ხდება ტყითმოსარგებლის მიერ ხე-ტყის დამ­ზა­დების ბილეთში მითითებული მერქნული რესურსის მო­ცუ­ლო­ბის შესაბამისად, ხოლო ამ წესის მე‑15 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათ­ვალისწინებულ შემთხვევაში – ტყითმოსარგებლის მიერ მოთ­ხოვ­ნილი მერქნული რესურსის მოცულობის შესაბამისად.“.

3. 27 1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

„ა) ჰიდ­როკ­ვან­ძე­ბის, მილ­სა­დე­ნე­ბის, გზე­ბის, კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­­ბის (გარდა ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნა­გებობის განთავსებისა) და ელ­ექ­ტრო­გა­დამ­ცე­მი კო­მუ­ნი­კა­ცი­ებ­ის, არ­­ხე­ბის ფუნ­ქცი­ონ­ი­რე­ბ­ის­ათ­ვის, მშე­ნებ­ლო­ბი­სათ­ვის, რე­კონ­სტრუქ­ცი­­ის­ათ­ვის (რე­აბ­ი­ლიტ­აც­ი­ის­ათ­ვის) ან დე­მონ­ტა­ჟი­სათ­ვის, ან ამ­ის­ა­თ­­ვის სა­ჭი­რო საპ­რო­ექ­ტო ან/და სა­ინ­ჟინ­რო-გე­ოლ­ოგ­ი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ებ­­ის­ათ­ვის;“.

4. 27 5 მუხლის მე‑4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

4. სა­ხელ­მწი­ფო ტყის ფონ­დით სპე­ცი­ალ­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მო­­სარ­გებ­ლე ვალ­დე­ბუ­ლია ამ მუხ­ლის მე-3 პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­არ­ეგ­ის­ტრი­როს სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­­ის სა­მი­ნის­ტროს სსიპ – სა­ჯა­რო რე­ეს­ტრის ერ­ოვ­ნულ სა­აგ­ენ­ტო­ში (შემ­დგომში – საჯარო რეესტრი).“.

5. 43‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

2. სახელმწიფო სასაზღვრო ზოლში სააგენტოს მიერ ტყის ფო­ნ­დი სარგებლობის უფლე­ბით გაიცემა საქართველოს შინაგან საქ­მეთა სამინის­ტროს თანხმობით.“.

6. 45‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­­ით:

2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია სახელ­მწი­ფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ფართობებზე განხორციე­ლებული ჭრე­ბისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვე­ბული მერქნული რე­სურსი, აგრეთვე ტყით მოსარგებლისათვის გამოყოფილ ტყეკა­ფა­მ­დე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზის მშენებლობისას მოჭრი­ლი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებ­ლისათვის (მათ შორის, ლი­ცენ­ზიატი) ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის ან შეწყვეტის შემ­დეგ სახელმწიფო ტყის ფონდიდან გამოუზიდავი მერქნული რე­ს­ურ­სი, აგრეთვე ამ წესის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 58-ე მუხლის მე-6 პუნქტით, 59-ე მუხლის მე-3 პუნქტითა და 61 1 მუხლით გათ­ვა­ლის­წინებულ შემთხვე­ვებში – გარემოდან ამოღებული მერქნული რე­სურსი.“.

7. 49‑ე მუხლის მე­‑2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

8. 52‑ე მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედა­ქ­ცი­ით:

„2. ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემის მიზ­ნით გა­მართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემ­­დგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქ­ცი­ონ­ზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მო­მდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზ­ღ­ვ­რულ ვადებში, თუ სა­ა­უქციონო პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“.

9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 1 მუ­ხ­ლი:

     „მუხლი 611. ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუ­ნი­კა­ციო ნაგებობის განთავსების რეგულირება

1. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავ­სებ­ი­­­ს­ა­თვის ფართობების შერჩევა ხდება ტყის ფონდის ტყით დაფა­რულ და ტყით დაუფარავ ფართობებზე. ფართობები უნდა შეირჩეს ისე, რომ სარგებლობამ არ გამოიწვიოს ტყის და­ზიანება.

2. ფართობის შერჩევა არ უნდა მოხდეს ტერიტორიაზე, სა­დაც კავ­შირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების, მათ შო­რის, მისასვლელი გზების მიზნებისათვის აუცილებელი გახდება ხის (ხეების) მოჭრა 1 ჰექტარზე 50 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალ­ტერ­ნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირ­წმი­ნ­დად მოჭრა (ამო­ძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურ­სი­დან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა საა­გენ­ტოს მიერ ამ წესის შესაბამისად.

3. ამ მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვა­ში და­ინ­ტე­რე­სე­ბ­უ­­ლი პი­რის განცხადებაში უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ტყის ფონ­დით სარ­გებ­ლო­­­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბის მო­ტი­ვა­ცია, მი­ზა­ნი და ვა­დე­ბი. გან­ცხა­დე­ბას თან უნ­და და­ერ­თოს:

ა) კერ­ძო სა­მარ­თლის იურ­იდ­ი­უ­ლი პი­რი­სა და ინ­დი­ვი­დუ­ალ­უ­­რი მე­წარ­მი­სათ­ვის – მე­წარ­მე­თა და არ­ას­ამ­ეწ­არ­მეო (არ­აკ­ომ­ერ­ცი­უ­ლი) იურ­იდ­ი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ეს­ტრი­დან ამონაწ­ე­რი, ხო­ლო ფი­ზი­კუ­­რი პი­რი­სათ­ვის – სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის ან პას­პორ­ტის ას­ლი; სა­ჯა­რო სა­მარ­თლის იურ­იდ­­ი­უ­ლი პირისათვის – სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო დო­კუ­მენ­ტე­ბის ას­ლი;

ბ) სარ­გებ­ლო­ბი­სათ­ვის შერ­ჩე­უ­ლი ფარ­თო­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი (სა­კადასტრო) აზომვითი ნა­ხა­ზი UTM კო­ორ­დი­ნატ­თა სის­ტე­მა­ში, რო­­მე­ლიც და­მოწ­მე­ბუ­ლი უნ­და იყოს აზომ­ვი­თი ნა­ხა­ზის შემ­სრუ­ლე­ბე­­ლი პი­რის მი­ერ. ამასთან, წარმოდგენილი უნდა იქნეს დაზუს­ტე­ბუ­ლი (საკადასტრო) აზომვითი ნახაზის Shp-ფაილი ელექტ­რო­ნუ­ლი ვერ­სია UTM კოორდინატთა სისტემაში;

გ) ინ­ფორ­მა­ცია არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინ­ფ­რა­სტ­რუქ­ტუ­რის შესახებ;

) ინ­ფორ­მა­ცია მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარ­ტა­ლი, სი­მაღ­ლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვ.) შე­სა­ხებ;

) ინ­ფორ­მა­ცია ნაკვეთზე არსებული ხეების რაოდენობის შე­სა­ხებ ტაქ­საც­ი­უ­რი დიამეტრის მიხედვით;

ვ) ინ­ფორ­მა­ცია შერჩეული ნაკვეთის მიმდებარე ტერი­ტო­რი­ე­ბ­ის ზოგადი და­ხასიათების შესახებ;

ზ) ინ­ფორ­მა­ცია შერ­ჩე­ულ ფარ­თობ­ზე წი­თე­ლი ნუს­ხით და­ცულ მერ­ქნი­ან მცე­ნა­რე­თა სა­ხე­ობ­ებ­ის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ;

თ) ინ­ფორ­მა­ცია კონკრეტული სიტუაციისათვის საჭირო სხვა შე­საძლო მო­ნა­ცემების შესახებ.

4. კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება უნ­და განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დად­გენილი წე­სით.“.

10. 62‑ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა 1 “ ქვე­პუ­ნ­ქ­ტი:

„ა 1 ) ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგე­ბო­ბის განთავსებისათვის 12000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექ­ტა­რამდე;“.

    მუხლი 2. გარდამავალი დებულება

პირი, რომელსაც ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებუ­ლი აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალ­დე­ბუ­ლია ამ დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში წარ­ა­დ­გი­ნოს წესის 61 1 მუხლის მე‑3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათ­ვალის­წი­ნე­ბ­ული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყით­სარ­გებლობის ხელ­შეკრულება სააგენტოსთან და ყოველწლიურად გა­­დაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნა­გე­ბობის გან­თავ­სებისათვის 1 ჰექტარამდე დადგენილი წლიური სა­ფა­სური 12000 ლა­რი (დღგ-ის ჩათვლით). წლიური საფასურის გადა­ხდა ხორ­ციე­ლ­დე­ბა ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიუ­რად თანაბარ­წი­ლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წლიური სა­ფა­სურის გა­და­ხ­და ხდება მთლიანად წინასწარ.

    მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივ­ლი­სი­დან.

პრემიერ-მინისტრი  ნ . გილაური