„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.016856
  • Word
183
24/05/2012
ვებგვერდი, 28/05/2012
390050010.10.003.016856
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 183

2012 წლის 24 მაისი

. თბილისი

 „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 29/06/2011, 390050010. 10.003.016420) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. გარდამავალი დებულება

1. პირ, რომელსაც 2011 წლის 1 ივლისამდე ტყის ფონდის ტერიტორიაზე განთავსებული აქვს კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობა, ვალდებულია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით სააგენტოში წარადგინოს ტყითსარგებლობის წესის 611  მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ხოლო პირი ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტარამდე დადგენილი წლიური საფასური 12 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც არა აქვს გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის, ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის წლიური საფასურის (1 ჰექტარამდე ფართობისათვის – 12 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის ვალდებულება წარმოეშობა 2011 წლის 1 აგვისტოდან.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი ვალდებულია, 2011 წლის 1 აგვისტოდან ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში მის მიერ გადასახდელი საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისი ოდენობა გადაიხადოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებში.

5. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად, თანაბარწილად ან მთლიანად, წინასწარ.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი ნ . გილაური