დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/05/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 390050010.10.003.019964 |
|
„ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის №260 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2011, 390050010.10.003.016420) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, ხოლო პირი ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის 1 ჰექტრამდე დადგენილი წლიური საფასური – 8 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში – ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს, რომელსაც არ აქვს გაფორმებული ტყითსარგებლობის ხელშეკრულება კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის, ტყის ფონდში კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსებისათვის წლიური საფასურის (1 ჰექტარამდე ფართობისათვის – 8 000 ლარი (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის შემთხვევაში – ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარი) გადახდის ვალდებულება წარმოეშობა 2011 წლის 1 აგვისტოდან.“. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილებით განსაზღვრული სარგებლობის საფასური არ გავრცელდება ამავე დადგენილების ამოქმედებამდე ტყითმოსარგებლის მიერ გადახდილ საფასურზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები