დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №61 „ საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 61 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 09/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(0).003.000309 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 03/12/1998)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.309
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №61
1998 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის შემდგომი სრულყოფის, კომერციული ბანკების სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე მათი საერთაშორისო საბანკო ნორმებთან მიახლოების მიზნით და ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარე,"საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე მუხლის, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 9-ე მუხლის და "საქართველოს 1998 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1. დადგინდეს მოქმედი კომერციული ბანკებისათვის განაღდებული საწესდებო
კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგი:
1. 1998 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 1.0 მილიონი ლარი;
2. 1998 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 2.0 მილიონი ლარი;
3. 1999 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 3.0 მილიონი ლარი;
4. 2000 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 4.0 მილიონი ლარი;
5. 2000 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 5.0 მილიონი ლარი;
მუხლი 2. ფულად ფორმაში საწესდებო კაპიტალის ნებისმიერი ცვლილება (როგორც ზრდა, ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისი შემცირება), ეხება ეს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, თუ მის ზემოთ შენატანებს, განხორციელდეს ეროვნული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშების მეშვეობით ლარებში.
მუხლი 3. ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომერციული ბანკები დაჯარიმდნენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0,5% -ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.
მუხლი 4. ამ ბრძანებით დაწესებული ვადებიდან 30 დღის გასვლისთანავე კომერციულ ბანკებს, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შევსებას დადგენილი ოდენობით, დამატებითი გაფრთხილების გარეშე გამოთხოვილ იქნეს საბანკო ოპერაციების წარმოების წინათ გაცემული ლიცენზიები.
მუხლი 5. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოთ ბანკების ზედამხედველობის სამმართველოს (ლ. ქისტაური) და ლიცენზირების სამმართველოს (ნ. მერაბიშვილი).
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები