დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის ფორმირების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 03/12/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 07/12/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000090.01(0).003.000411 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (07/12/1998 - 23/12/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.010.003.411
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №117
1998 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის ფორმირების შესახებ
საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების, კომერციული ბანკების საიმედოობის და მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, "საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონის" 59-ე და 73-ე მუხლების, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 და 21-ე მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. კომერციული ბანკების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმული იქნეს და შესრულდეს ნებისმიერი თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით, ხოლო საბუღალტრო დავთრებში და ბალანსში თანხა უნდა აღირიცხოს მხოლოდ ლარებში.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკებისათვის დადგენილი მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირება და შევსება განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით.
3. კომერციული ბანკების ფულად ფორმაში საწესდებო კაპიტალის ნებისმიერი ცვლილება (როგორც ზრდა, ასევე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მისი შემცირება), ეხება ეს საწესდებო კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, თუ მისი ზემოთ შენატანებს, განხორციელდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით.
4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის №61 ბრძანების მე-2 მუხლი და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის №62 ბრძანების მე-3 მუხლი.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.
6. ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს ბანკების ზედამხედველობის სამმართველოს (ლ. ქისტაური) და ლიცენზირების სამმართველოს (ნ. მერაბიშვილი).
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები