კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

  • Word
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 23/12/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 29/12/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.266
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
297
23/12/2003
სსმ, 150, 29/12/2003
220.010.000.10.008.006.266
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2003 - 23/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.266

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №297

2003 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს საბანკო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შესაძლო რისკების მაქსიმალურად თავიდან აცილების და კომერციული ბანკების კაპიტალის ამაღლებისა და მინიმალური კაპიტალის ოდენობის საერთაშორისო ნორმებთან მიახლოების მიზნით, �საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და �კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი კომერციული ბანკებისა და უცხოური კომერციული ბანკების ფილიალებისათვის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა განისაზღვროს 12 (თორმეტი) მილიონი ლარით.

2. საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს:

ა) არანაკლებ 6,4 (ექვსი მილიონ ოთხასი ათასი) მილიონ ლარს 2004 წლის 31 დეკემბრისათვის;

ბ) არანაკლებ 7,8 (შვიდი მილიონ რვაასი ათასი) მილიონ ლარს 2005 წლის 31 დეკემბრისათვის;

გ) არანაკლებ 9,2 (ცხრა მილიონ ორასი ათასი) მილიონ ლარს 2006 წლის 31 დეკემბრისათვის;

დ) არანაკლებ 10,6 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) მილიონ ლარს 2007 წლის 31 დეკემბრისათვის;

ე) არანაკლებ 12 (თორმეტი) მილიონ ლარს 2008 წლის 31 დეკემბრისათვის.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა� ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დადგომამდე საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისა და უცხოური ბანკების ფილიალების საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 (ხუთი) მილიონ ლარს.

4. საზედამხედველო კაპიტალის ზრდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით და მხოლოდ საქართველოს ეროვნული ვალუტით.

5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 9 ივლისის №61, 1998 წლის 9 ივლისის №62 და 1998 წლის 3 დეკემბრის №117 ბრძანებები.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ი. მანაგაძე