“საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 310
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 107, 17/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2003
სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.10.008.004.497
  • Word
310
13/11/2000
სსმ, 107, 17/11/2000
220.020.000.10.008.004.497
“საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი220.020.000.10.008.004.497

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება 310

2000 წლის 13 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლისის №61 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

კომერციული ბანკების მიერ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის მოთხოვნათა შესრულებაში არსებული პრობლემებისა და დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით, აგრეთვე საბანკო სისტემის კაპიტალიზაციის დონის ამაღლებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით „საქართველოს მოქმედი კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალის (ფონდის) ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის განრიგის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1998 წლის 9 ივლი-სის №61 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

მუხლი 2.  

საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდა განხორციელდეს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშზე ერთჯერადი შენატანით. დასაშვებია ეროვნული ბანკის ნებართვის საფუძველზე მისი სამჯერადი შენატანით ფორმირება.

მუხლი 3.

საწესდებო კაპიტალის გაზრდის მიზნით საკორესპონდენტო ანგარიშზე შეტანილი თანხა, საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი ნებართვის გარეშე, შეტანიდან ერთი თვის განმავლობაში არ ექვემდებარება აქტივების შექმნის ან სხვა მიზნით გამოყენებას. დასაშვებია მათი სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებებში და საკრედიტო რესურსების აუქციონების მეშვეობით განთავსება.

მუხლი 4.

ამ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაწესებულ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში კომერციული ბანკები დაჯარიმდნენ საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის შესავსები თანხის 0.5%-ით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა.

მუხლი 5.

ამ ბრძანებით დაწესებული ვადებიდან 30 დღის გასვლისთანავე კომერციულ ბანკებს, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს ფულად ფორმაში მინიმალური საწესდებო კაპიტალის შევსება დადგენილი ოდენობით, დამატებითი გაფრთხილების გარეშე გაუუქმდეთ საბანკო ლიცენზია.”.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 მუხლები:

    „მუხლი 6.  

საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველომ (მ. ტეფნაძე) უზრუნველყოს კომერციულ ბანკებში საწესდებო კაპიტალის ფულად ფორმაში მინიმალური ოდენობის ზრდის მიზნობრივი შემოწმება.

  მუხლი 7. 

ამ ბრძანების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ეროვნული ბანკის შიდააუდიტორულ სამსახურს (გ. კაპანაძე).”

ი. მანაგაძე