დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 112 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 137, 28/12/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310120000.11.115.005101 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2001 - 04/02/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.101
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №112
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მ. ადეიშვილი
დებულება
„საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. მოცემული დებულება შემუშავებულია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად.
2. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის (შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს.
მუხლი 2. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე;
ბ) ავტოსატრანსპორტო საწარმო - ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთების გადატანას ან/და სხვა ავტოსატრანსპორტო საქმიანობას;
გ) შემოსავალი – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე) და სხვა შემოსავლები ავტოსატრანსპორტო საწარმოს ხარჯების დასაფარავად (სუბსიდია, საბიუჯეტო ასიგნებები და სხვა);
დ) რეისი – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილება;
ე) მარშრუტი – პუნქტებს შორის სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი.
მუხლი 3. საფასურის გადამხდელები
ავტოსატრანსპორტო საწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან:
ა) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს;
ბ) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს;
გ) უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე, „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული კვოტების ფარგლებს ზემოთ;
დ) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს არარეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს;
ე) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს შიდა სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს;
ვ) ავტოვაგზალი, ავტოსადგური, ავტოსალარო (შემდგომში – ავტოსადგური);
ზ) სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების საწარმო, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო პროცესის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მომსახურებას;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების საწარმო;
ი) ადმინისტრაციის რეგულირების სფეროში მოქმედი სხვა საწარმო, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საქმიანობას.
მუხლი 4. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
1. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:
გ=რxდxკxფx0.03 ლარი,
სადაც გ არის რეგულირების საფასური (ლარი);
რ- შესრულებული რეისების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში;
დ- ავტობუსებში დასაჯდომი ადგილების საშუალო რაოდენობა;
კ- ადგილების გამოყენების კოეფიციენტი (დიდი ტევადობის ავტობუსებისათვის არანაკლებ 0,3, ხოლო მცირე ტევადობის ავტობუსებისათვის არანაკლებ 0,5);
ფ- ბილეთის ფასი;
0.03- რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
2. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:
გ = ტ x ა x 25 ლარი,
სადაც გ არის რეგულირების საფასური (ლარი);
ტ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო ტვირთამწეობა (ტონა);
ა – საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებში დასაქმებული ავტომობილების რაოდენობა;
25- რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
3. უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს საქართველოს ტერიტორიაზე, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) სატვირთო გადაზიდვები:
გ= ტ x ა x 2,0 ლარი,
სადაც გ არის რეგულირების საფასური (ლარი);
ტ – ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო ტვირთამწეობა (ტონა);
ა – საერთაშორისო გადაზიდვებში დასაქმებული ავტომობილების რაოდენობა;
2,0 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
ბ) სამგზავრო გადაზიდვები:
გ=დ x ა x 2,0 ლარი,
სადაც გ არის რეგულირების საფასური (ლარი);
დ – ავტობუსებში დასაჯდომი ადგილების საშუალო რაოდენობა;
ა – საერთაშორისო გადაზიდვებში დასაქმებული ავტობუსების რაოდენობა;
2,0 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.
4. ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული სხვა ავტოსატრანსპორტო საწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური განისაზღვრება მათ მიერ გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების 3%-ის ოდენობით.
5. საწარმო, რომელიც ახორციელებს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საქმიანობას, რეგულირების ყოველწლიურ საფასურს იხდის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.
7. გასული საანგარიშო პერიოდის მიხედვით ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაითვლება ყოველი მომდევნო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული საფასურის თანხაში.
8. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე და ადმინისტრაცია განკარგავს ამ თანხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგულირების ყოველწლიური საფასური შეიტანება მომსახურების ტარიფში, რითაც ავტოსატრანსპორტო საწარმოს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.
მუხლი 5. ადმინისტრაციასა და ავტოსატრანსპორტო საწარმოებს შორის ანგარიშსწორება
1. ავტოსატრანსპორტო საწარმოები ვალდებული არიან:
ა) ყოველთვიურად წარუდგინონ ადმინისტრაციას ანგარიში რეგულირების ყოველთვიური საფასურის გადარიცხვის შესახებ არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე:
ა.ა) ამ დებულების მე-3 მუხლის ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საწარმოები №1 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით;
ა.ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საწარმოები №2 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით;
ა.გ) ამ დებულების მე-3 მუხლის დ), ე), ვ), ზ), თ) და ი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საწარმოები №3 დანართში მოყვანილი ფორმის მიხედვით.
ბ) ადმინისტრაციასთან მოახდინონ ურთიერთშედარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
2. ურთიერთშედარება ადმინისტრაციასა და ავტოსატრანსპორტო საწარმოებს შორის უნდა მოხდეს 6 თვის – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 აგვისტომდე და წლიური – არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლამდე.
მუხლი 6. გადამხდელის პასუხისმგებლობა
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა ან საქმიანობის შეწყვეტა
1. ავტოსატრანსპორტო საწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.
2. ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგინოს ინფორმაცია რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.
მუხლი 8. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.
დანართი № 1
წარედგინება ყოველთვიურად საქართველოს საავტომობილო
ტრანსპორტის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის 15 რიცხვამდე
ანგარიში
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –ს
რეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებით დასაქმებული
ავტოსატრანსპორტო საწარმოს დასახელება
მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ
200 ––––––––– წლის –––––––––––––––––––––––– თვისათვის
ლარებში
| N | მარშრუ- ტების დასახელება | შესრულებული რეისების რაოდენობა | ავტობუსებში დასაჯ- დომი ადგილე- ბის საშუალო რაოდე- ნობა | ადგილე- ბის გამოყენების კოეფიციენ-ტი | ბილეთის ფასი (ლარი) | ყოველწლიური რეგულირების საფასური (ლარი) | |
| ექვემდება- რება გადა- რიცხვას | ფაქტობრ ივად გადა- რიცხული | ||||||
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 1 |
|
|
|
|
|
| X |
| 2 |
|
|
|
|
|
| X |
| 3 |
|
|
|
|
|
| X |
| … |
|
|
|
|
|
| X |
| სულ | X |
| X | X | X |
|
|
საწარმოს ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთავარი ბუხჰალტერი –––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
„––––––“ ––––––––––––––– 200 წ.
დანართი №2
წარედგინება ყოველთვიურად საქართველოს საავტომობილო
ტრანსპორტის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის 15 რიცხვამდე
ანგარიში
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –ს
საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებით დასაქმებული
ავტოსატრანსპორტო საწარმოს დასახელება
მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ
200 ––––––––– წლის –––––––––––––––––––––––– თვისათვის
| N | მაჩვენებლების დასახელება | საანგარიშო თვე |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | მუშა ავტოსატრანსპორტო საშუალებების საშუალო ტვირთამწეობა |
|
| 2 | დასაქმებული ავტომობილების რაოდენობა |
|
| 3 | ექვემდებარება გადარიცხვას |
|
| 4 | ფაქტობრივად გადარიცხული |
|
საწარმოს ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთავარი ბუხჰალტერი –––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
„––––––“ ––––––––––––––– 200 წ.
დანართი N 3
წარედგინება ყოველთვიურად საქართველოს საავტომობილო
ტრანსპორტის ადმინისტრაციას საანგარიშო პერიოდის 15 რიცხვამდე
ანგარიში
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –ს
ავტოსატრანსპორტო საწარმოს დასახელება
მიერ რეგულირების ყოველწლიური საფასურის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ანგარიშზე გადარიცხვის შესახებ
200 ––––––––– წლის –––––––––––––––––––––––– თვისათვის
| № | მაჩვენებლების დასახელება | საანგარიშო თვე |
| 1 | 2 | 3 |
| 1 | გაწეული მომსახურებიდან მიღებული ფაქტობრივი შემოსავალი |
|
| 2 | ექვემდებარება გადარიცხვას |
|
| 3 | ფაქტობრივად გადარიცხული |
|
საწარმოს ხელმძღვანელი ––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
შემსრულებელი ––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
მთავარი ბუხჰალტერი –––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი, ტელეფონი)
„––––––“ ––––––––––––––– 200 წ.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები