„საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 68
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 115, 25/11/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.570
  • Word
68
18/11/2002
სსმ, 115, 25/11/2002
310.120.000.11.115.005.570
„საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
„საქართველოს ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.570

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების

მინისტრის ბრძანება №68

2002 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის № 112  ბრძანებით დამტკიცებულ „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონების „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” მე-9 და მე-14 მუხლების, “ნორმატიული აქტების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112  ბრძანებით დამტკიცებულ “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გ=ა x ქ x რ (აშშ დოლარი),

სადაც გ არის რეგულირების საფასური

ა – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს;

ქ – ქვეყნების რაოდენობა, რომელთა ტერიტორიაზე საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ნებადართულია საერთაშორისო სატვირთო ან/და არარეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების განხორციელება;

რ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი:

ა.ა) ავტოსატრანსპორტო საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს ერთჯერადი ნებართვების საფუძველზე ან არარეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს –რ= 25;

ა.ბ) ავტოსატრანსპორტო საწარმოებისათვის, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვებს ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის მრავალმხრივი ნებართვების საფუძველზე – რ-14“.

2. მე-5 მუხლის 1-ლ პუნქტში სიტყვის „საწარმოები” შემდეგ დაემატოს სიტყვები “დებულების მე-3 მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებში მოყვანილი საწარმოების გარდა”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი