“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
მიღების თარიღი 30/04/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 02/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 24/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.260
  • Word
41
30/04/2002
სსმ, 42, 02/05/2002
310.010.000.11.115.005.260
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
“საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ “საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ” დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.260

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №41

2002 წლის 30 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ ”საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის „ტრანსპორტსა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ მე-9 და მე-14 მუხლების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2001 წლის 28 დეკემბრის №112 ბრძანებით დამტკიცებულ „საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვებს (ადგილობრივის გარდა)“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს“;

გ) ”ე“ და ”ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-4 მუხლი:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის შიდა საავტომობილო გადაზიდვებს (ადგილობრივის გარდა), იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

გ=ა X 1,0                                                                                                                  (ლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

ა – სატრანსპორტო საგზაო ბარათის მოქმედების ვადით განსაზღვრული მუშა ავტომობილ-დღეების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში;

1,0 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

ბ) დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„11. ავტოსადგური იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

გ= რX0,08                                                                                                                (ლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

რ – საანგარიშო პერიოდში ავტოსადგურის მიერ მომსახურებული რეისების რაოდენობა;

0,08 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო და არარეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

ა) გ=ა X ქ X 25                                                                                           (აშშ დოლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

ა – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, რომლებიც ახორციელებენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს;

ქ – ქვეყნის რაოდენობა, რომელთა ტერიტორიაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული სანებართვო სისტემის საფუძველზე, ხორციელდება საერთაშორისო სატვირთო და არარეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვები;

25 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.

ბ) თანხა გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვის განხორციელების შესახებ განაცხადზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას.“;

დ) დამატებულ იქნეს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით“:

”31. ავტოსატრანსპორტო საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვებს, იხდის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს შემდეგი წესის შესაბამისად:

 

გ=მ X 0,01                                                                                                               (ლარი),

 

სადაც გ არის რეგულირების საფასური;

მ-საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებზე ავტობუსების საერთო გარბენა, კილომეტრებში;

0,01 – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი.“

ე) მე-4 პუნქტში სიტყვები „მე-3 მუხლით გათვალისწინებული სხვა“ შეიცვალოს სიტყვებით ”მე-3 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მოყვანილი“, ხოლო ციფრი „3“ შეიცვალოს ციფრით ”1“.

ვ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საწარმო, რომელიც ახორციელებს ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ სხვადასხვა სახის ავტოსატრანსპორტო საქმიანობას, რეგულირების ყოველწლიურ საფასურს იხდის ერთ-ერთი საქმიანობიდან, რომლის რეგულირების საფასურის ოდენობა აღემატება თითოეული დანარჩენი საქმიანობის რეგულირების საფასურის ოდენობას.“;

ზ) მე-6 პუნქტის დასაწყისში დაემატოს სიტყვები „ამ დებულების მე-4 მუხლის 1-ლი, 11, 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საწარმოების მიერ.“

 3. მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ავტოსატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციასთან მოახდინონ ურთიერთშედარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.

4. დებულების დანართები №1, №2 და №3 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ადეიშვილი