დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 384 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 12/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.11.117.005990 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (12/08/2003 - 02/04/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.990
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №384
2003 წლის 29 ივლისი
ქ. თბილისი
“ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციის თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლისა და მე-8 კარის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია “ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ”.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ინსტრუქცია
ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარისა და XIV კარის 227-ე მუხლის შესაბამისად და განსაზღვრავს უძრავი ქონების გადაცემისათვის, მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის და ავტოსატრასპორტო საშუალებების გადაცემისათვის გადასახადების გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
თავი 1
უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესი
მუხლი 1. გადასახადის გადამხდელები
უძრავი ქონების გადაცემისას გადასახადის გადამხდელია უძრავი ქონების მიმღები.
მუხლი 2. გადასახადით დაბეგვრის ობიექტი
1. დაბეგვრის ობიექტია საქართველოში არსებული უძრავი ქონება, რომელზეც ხდება საკუთრების უფლების გადაცემა ან რომელიც გადაიცემა იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად უძრავ ქონებას (ნივთს) მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, მიწაზე მყარად მდგომი შენობა-ნაგებობანი, აგრეთვე უძრავი ქონების (ნივთის) არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების, ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.
3. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი (აქტი), რომლის საფუძველზეც ხდება საქართველოში უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმება. უძრავი ქონების იჯარით ან/და ქირით გადაცემის დადასტურებისათვის გამოიყენება შესაბამისი ხელშეკრულებები ან აქტი უძრავი ქონების იჯარით ან ქირავნობით დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531–606-ე მუხლის შესაბამისად.
4. დაბეგვრის ობიექტად არ ითვლება საქართველოში არსებული უძრავი ქონების იპოთეკა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებით დატვირთვა.
მუხლი 3. საგადასახადო შეღავათები
1. დაბეგვრისაგან თავისუფლდება უძრავი ქონების:
ა) იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები ვადით;
თუ უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ წელზე ნაკლები ვადით, ხოლო ფაქტობრივად მისი მოქმედება ვრცელდება შემდგომ პერიოდშიც ან ამ ქონებაზე ფორმდება იდენტური ხელშეკრულება ერთ და იგივე პირებს შორის, გადასახადი ექვემდებარება გამოანგარიშებას დადგენილი წესის შესაბამისად და გადამხდელის მიმართ ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
აღნიშნული წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოების მიერ დამტკიცდა, რომ უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით გაფორმების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადისაგან თავის არიდება.
ბ) გადაცემა მეუღლისათვის, მშობლისათვის ან შვილისათვის;
გ) გადაცემა განქორწინების საფუძველზე;
დ) უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსათვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისათვის;
ე) გადაცემა რეორგანიზაციის შემთხვევაში;
ვ) გადაცემა “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად.
ნავთობისა და გაზის ოპერაციებია – ხელშეკრულებით და ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის წიაღში ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოები, აგრეთვე ამ სამუშაოებთან უშუალოდ დაკავშირებული ოპერაციები (მოპოვებული ნავთობისა და გაზის შეგროვება, მომზადება, გაზომვა და ფართობზე შენახვა);
მუხლი 4. გადასახადით დასაბეგრი თანხის განსაზღვრა
1. გადასახადით დასაბეგრ თანხად ითვლება პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემული საკომპენსაციო თანხა, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ფასისა, მიღებული დავალიანების ჩათვლით. ქონების საბაზრო ფასი განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლში მოცემულ დებულებათა შესაბამისად. თუ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის 1-5 ნაწილების გამოყენება შეუძლებელია, მაშინ უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გასხვისებისას საბაზრო ფასის გამოანგარიშება ხორციელდება უძრავი ქონების გადაცემისას საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის შესახებ “საქართველოს ეკონომიკის მინისტრის 1998 წლის 2 თებერვლის №8 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის” შესაბამისად. გადასახადის გაანგარიშებისა და გადახდის მიზნით გადამხდელის მიერ საგადასახადო ინსპექციას წარედგინება დეკლარაცია №2 დანართის მიხედვით.
2. უძრავი ქონების იჯარის ან ქირავნობის შემთხვევაში დასაბეგრი თანხა გამოიანგარიშება იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელი თანხის დისკონტირების გზით და განისაზღვრება როგორც გადაცემული უძრავი ქონების სარგებლობის უფლების მიმდინარე ღირებულება, კერძოდ,
ა) თუ საიჯარო (ქირავნობის) ხელშეკრულებით საიჯარო გადასახდელის (ქირის) გადახდა გათვალისწინებულია ყოველწლიურად, თანაბარი ოდენობით, გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება წლიური საიჯარო გადასახდელის (ქირის) გამრავლებით დისკონტირების კოეფიციენტზე, რომელიც განისაზღვრება ფორმულით:

სადაც Pn არის დისკონტირების კოეფიციენტი, r – უძრავი ქონების გადაცემის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებული საპროცენტო განაკვეთი, ხოლო n – წელთა რიცხვი.
მაგალითი 1: საიჯარო (ქირავნობის) ხელშეკრულების საფუძველზე პირმა უძრავი ქონება იჯარით (ქირით) გადასცა მეორე პირს სამი წლის ვადით. საიჯარო გადასახდელი (ქირა) შეადგენს 15000 ლარს, რომელიც გადაიხდება მოიჯარის მიერ ყოველწლიურად თანაბარი ოდენობით (ე.ი. 5000 ლარი ერთი წლის განმავლობაში) საქართველოს ეროვნული ბანკის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ქონების გადაცემის დღისათვის ჩამოყალიბებულმა საპროცენტო განაკვეთმა 20 პროცენტი შეადგინა. ზემოაღნიშნული ფორმულის მიხედვით გამოანგარიშებული დისკონტირების კოეფიციენტი შეადგენს 2,106-ს
, ხოლო გადასახადით დასაბეგრი თანხა – 10530 ლარს [5000
2.106]
ბ) თუ ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო გადასახდელის (ქირის) გადახდა გათვალისწინებულია საიჯარო (ქირავნობის) პერიოდის განმავლობაში ერთჯერ, გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება საიჯარო გადასახდელის (ქირის) გამრავლებით დისკონტირების კოეფიციენტზე, რომელიც განისაზღვრება ფორმულით:
![]()
მაგალითი 2. პირობები იგივეა, რაც მოცემულია პირველ მაგალითში, იმ განსხვავებით, რომ საიჯარო გადასახდელი (ქირა) – 15000 ლარი გადაიხდება მესამე წლის განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში დისკონტირების კოეფიციენტი ტოლია 0,579-ის
, ხოლო გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს – 8685 [15000
0,579] ლარს.
გ) თუ ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო პერიოდის განმავლობაში საიჯარო გადასახდელის (ქირის) გადახდა ხორციელდება არათანაბარწილად, გადასახადით დასაბეგრი თანხა მიიღება ცალკეული წლის განმავლობაში საიჯარო გადასახდელის (ქირის) ამ ნაწილის „ბ” პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი დისკონტირების კოეფიციენტებზე ნამრავლთა ჯამით.
მაგალითი 3. პირობები იგივეა, რაც პირველ მაგალითში. იმ განსხვავებით რომ უძრავი ქონების მიმღების მიერ საიჯარო გადასახდელი (ქირა) – 15000 ლარი გადაიხდება პირველი წლის ბოლოს –3000 ლარის, მეორე წლის ბოლოს – 5000 ლარს, მესამე წლის ბოლოს – 7000 ლარის ოდენობით. გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს 10022 ლარს
.
3. განუსაზღვრელი ვადით დადებული საიჯარო (ქირავნობის) ხელშეკრულების მიხედვით საიჯარო გადასახდელის (ქირის) დისკონტირებული ღირებულება განისაზღვრება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებისა და საიჯარო გადასახდელის (ქირის) მიხედვით განსაზღვრული წელთა რიცხვიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით,თუ რა პერიოდია საჭირო საიჯარო გადასახდელით (ქირით) ქონების საბაზრო ღირებულების დასაფარავად. უძრავი ქონების ქირავნობის (იჯარის) ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად ითვლება, თუ
ა) უძრავი ქონების საიჯარო (ქირავნობის) ხელშეკრულებით განსაზღვრული არ არის ხელშეკრულების მოქმედების ვადა.
ბ) მიწის ნაკვეთის იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება დადებულია ზეპირი ფორმით.
გ) იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელი განაგრძობს ქონებით სარგებლობას და გამქირავებელი ამაზე არ ედავება, ასეთ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მოახდინოს დაბეგვრის ობიექტის გადაანგარიშება და ასახოს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ შესაბამის დეკლარაციაში.
მაგალითი 4. საიჯარო ხელშეკრულების მიხედვით პირს 2001 წლის 5 თებერვალს იჯარით გადაეცა 36000 ლარის ღირებულების ქონება 11 თვის ვადით. საიჯარო გადასახადი შეადგენდა 2200 ლარს, ანუ 200 ლარს თვის განმავლობაში. ამავე თარიღისათვის ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე ჩამოყალიბებულმა წლიურმა საპროცენტო განაკვეთმა შეადგინა 24%. პირმა ქონების ჩაბარების დღისათვის წარადგინა დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში, სადაც მიუთითა, რომ იგი გათავისუფლებულია გადასახადისაგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის შესაბამისად. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დამქირავებელმა ისევ განაგრძო ქონებით სარგებლობა და გამქირავებელიც ამაზე არ ედავება, ანუ ხელშეკრულება 2001 წლის 5 დეკემბერს განახლდა განუსაზღვრელი ვადით. ასეთ შემთხვევაში წელთა რიცხვად ჩაითვლება 15 [36000/(2200:11
12)], ხოლო დისკონტირების კოეფიციენტი ტოლი იქნება 4.00129-ს. შესაბამისად გადასახადით დასაბეგრი თანხა შეადგენს – 9603 ლარს [(2200:11
12)
4.00129]
4) ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული ფორმულის მიხედვით გაანგარიშებული დისკონტირების კოეფიციენტები მოცემულია ინსტრუქციის №1 დანართში.
მუხლი 5. გადასახადის განაკვეთი
უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი თანხის 2 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 6. უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის გადახდის წესი
1. უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადი გადახდას ექვემდებარება წერილობითი დოკუმენტის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე. მარეგისტრირებელი ორგანო წერილობით დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. ამასთან, ქონების გადაცემაზე დოკუმენტების დადასტურებისას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ.
2. ამ მუხლის მიზნებისათვის მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრის სამსახური, ხოლო ამ სამსახურის ჩამოყალიბებამდე – ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები და საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი.
3. უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის გადახდა და დეკლარაციის წარდგენა ხდება:
ა) გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი პირების მიერ – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტი პირების მიერ – უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით.
4. თუ წერილობითი დოკუმენტი რეგისტრაციაში არ ტარდება, მაშინ გადასახადის ამოღება ხდება საგადასახადო ინსპექციის მიერ ქონების გადაცემის მომენტში, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ინსპექციაში წარადგენს დეკლარაციას ამ ინსტრუქციის №2 დანართის მიხედვით.
თავი 2
მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესი
მუხლი 7. გადასახადის გადამხდელი
1. გადასახადის გადამხდელად ითვლება პირი, რომელმაც ფიზიკური პირისაგან მემკვიდრეობით ან ჩუქებით საკუთრებაში მიიღო ნებისმიერი ქონება.
2. ქონების გადამცემი ფიზიკური პირი იწოდება გადამცემ პირად.
3. თუ ფიზიკური პირი იყენებს იურიდიულ პირის ქონებას უსასყიდლოდ გადაცემისათვის, ოპერაცია ფიზიკური პირის მიერ პირდაპირ განხორციელებულად ითვლება.
4. ქონება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს.
მუხლი 8. დაბეგვრის ობიექტი
1. დასაბეგრ ობიექტად ითვლება გადამცემი პირისაგან მემკვიდრეობით (კანონით ან ანდერძით) ან ჩუქებით მიღებული ქონება, თუ:
ა) ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ქონებას, რეზიდენტია ქონების მიღების მომენტში, ან წარმოადგენს რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელშიც წილის 50 პროცენტი პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის რეზიდენტს. იურიდიულ პირში წილის არაპირდაპირ ფლობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირი ფლობს წილს საწარმოში, ხოლო აღნიშნული საწარმო ასევე ფლობს წილს სხვა საწარმოში.
მაგალითი: გიორგი, თამარი და ავთანდილი ფლობენ წილს შპს “ABC”-ში, რომელშიც გიორგის წილი შეადგენს 90 პროცენტს, ხოლო თამარისა და ავთანდილის შესაბამისად 5-5 პროცენტს. თავის მხრივ შპს “ABC” სხვა პირებთან ერთად ფლობს წილს შპს “სამაია”-ში საწესდებო კაპიტალის 80%-ის ოდენობით, ამ შემთხვევაში შპს “სამაია”-ში გიორგი არაპირდაპირ ფლობს წილის 72%-ს,
, ხოლო თამარი და ავთანდილი – 4-4,
პროცენტს.
ბ) გადამცემი პირი არის რეზიდენტი ჩუქების ან გარდაცვალების მომენტში;
გ) ქონება უძრავია და მისი ადგილსამყოფელი საქართველოშია.
მუხლი 9. საგადასახადო შეღავათები
1. გადასახადისაგან თავისუფლდება:
ა) ჩუქებით ან გარდაცვლილი პირისაგან ქონების მემკვდრეობით მიღება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეების მიერ. პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად;
ბ) 50 000 ლარის ღირებულების ქონება მემკვიდროებით მიღებისას;
გ) 1000 ლარის ღირებულების ქონება ჩუქებისას.
2. 1000 ლარის ღირებულების ქონების ჩუქების გადასახადისაგან განთავისუფლება ერთი და იგივე გადამცემი პირის მიერ ერთი და იგივე მიმღები პირისათვის კალენდარული წლის განმავლობაში დაიშვება მხოლოდ ერთხელ.
მუხლი 10. საგადასახადო ბაზის განსაზღვრა
საგადასახადო ბაზად ითვლება ქონების საშუალო საბაზრო ფასი მისი მიღების მომენტში შემდეგი გამოქვითვებით:
ა) მემკვიდრეობის მიღებისას – მემკვიდრეობის ადმინისტრირების ხარჯები და გარდაცვლილის ვალები;
ბ) მიმღები პირის მიერ ანაზღაურებული კომპენსაციის თანხა თავის თავზე აღებული ვალების ჩათვლით.
მაგალითი: შენობის საბაზრო ფასია 90000 ლარი, მისი მემკვიდრეობით მიღებისას მემკვიდრეობის ადმინისტრირების ხარჯებმა და გარდაცვლილის ვალებმა შეადგინა 7000 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო ბაზა გამოქვითვებისა და საგადასახადო შეღავათების გათვალისწინებით ტოლი იქნება 33000 ლარის (90000-7000-50000).
მუხლი 11. გადასახადის განაკვეთები
გადასახადის განაკვეთი შეადგენს 30 პროცენტს იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეები.
მუხლი 12. გადასახადის გადახდის წესი
1. გადასახადის გადამხდელი გადასახადს იხდის დამოუკიდებლად საგადასახადო ორგანოს მიერ წერილობითი შეტყობინების გარეშე.
2. გადასახადის გადამხდელი ქონების მემკვიდროებით მიღებისას გადასახადს იხდის სანოტარო მოქმედებათა აღმასრულებელი უფლებამოსილი დაწესებულების ან ნოტარიუსის მიერ მემკვიდრეობაზე უფლების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის დღიდან არა უგვიანეს ექვსი თვისა, ხოლო ჩუქებით ქონების მიღებისას – ჩუქების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
3. გადასახადის გადახდა ხდება:
ა) გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი პირების მიერ – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით;
ბ) გადასახადის გადამხდელი არარეზიდენტი პირების მიერ უძრავი ქონების მიღებისას – უძრავი ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით;
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში საგადასახადო ინსპექციას წარუდგინოს დეკლარაცია ამ ინსტრუქციის №2 დანართის მიხედვით.
მუხლი 13. წინა გადაცემისათვის გადახდილი გადასახადის ჩათვლა
1. თუ ქონების გადაცემა იბეგრება, ხოლო მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან ორი წლის განმავლობაში, ქონების პირველი გადაცემისას გადახდილი გადასახადი ჩაითვლება მიმღები პირის გარდაცვალების გამო წარმოშობილ გადასახადის თანხაში; თუ მიმღები პირი გარდაიცვალა ქონების მიღებიდან 3 წლის განმავლობაში, მაშინ ჩაითვლება უკვე გადახდილი გადასახადის 80 პროცენტი; თუ მიმღები პირი გარდაიცვალა 4 წლის განმავლობაში – 60 პროცენტი, ხოლო, თუ 5 წლის განმავლობაში – 40 პროცენტი.
2. ქონების პირველი გადაცემისათვის გადახდილი გადასახადის ჩათვლა ხდება გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქონების პირველ გადაცემაზე დეკლარაციის საფუძველზე, რომელთა ასლიც ქონების მიმღების მიერ დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საგადასახადო ინსპექციას.
მაგალითი 9: ფიზიკურ პირზე ქონების მემკვიდრეობით მიღებაზე დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცა 1998 წლის 1 თებერვალს, პირი ვალდებულია ქონების მემკვიდროებით მიღებისათვის გადასახადი, რაც 18000 ლარს შეადგენს, გადაიხადოს არა უგვიანეს 1998 წლის 1 აგვისტოს.
თუ მიმღები პირი გარდაიცვალა 2000 წლის 16 იანვარს, ქონების პირველი გადაცემისას გადახდილი გადასახადი ახალ, მემკვიდრეობის წესით ქონების მიმღებ პირს ჩაეთვლება მის კუთვნილ გადასახადის თანხაში; თუ იგი გარდაიცვალა 2001 წლის 16 იანვარს, მაშინ ჩაითვლება გადახდილი გადასახადის 80 პროცენტი, ანუ 14 400 ლარი, (18 000
80 %) და ა.შ.
მუხლი 14. უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის ჩათვლა
უცხო ქვეყანაში არსებული ნაჩუქარი ან მემკვიდროებით დატოვებული ქონების გადასახადის გადახდევინებისას ჩათვლა ხდება იმ ქვეყანაში გადახდილ თანხასთან მიმართებით. ჩაითვლება თანხა, რომელიც გადახდილი იქნა მემკვიდროებით ან ჩუქებით დატოვებულ აქტივებზე დარიცხული გადასახადით, საქართველოში მოქმედი გადასახადის განაკვეთის ფარგლებში. ამასთან ჩათვლა მოხდება უცხო ქვეყანაში გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი დადასტურებული (ლეგალიზებული) და გადმოცემული უნდა იქნეს შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ.
მაგალითი 1: უცხო ქვეყანაში არსებული ნაჩუქარი თუ მემკვიდრეობით დატოვებული ქონების საგადასახადო ბაზაა 75 000 ლარი, მასზე ამ ქვეყანაში გადახდილი იქნა 15 000 ლარი, საქართველოში გადახდას ექვემდებარება 7 500 ლარი
(75 000
30%- 15 000).
მაგალითი 2: უცხო ქვეყანაში არსებული ნაჩუქარი ან მემკვიდრეობით დატოვებული ქონების საგადასახადო ბაზაა 75000 ლარი, მასზე ამ ქვეყანაში გადახდილ იქნა 25000 ლარი. ამ შემთხვევაში საქართველოში მოქმედი განაკვეთის ფარგლებში გამოანგარიშებული გადასახადი შეადგენს 22500 ლარს (75000
30%). შესაბამისად, გადამხდელს უცხო ქვეყანაში გადახდილი თანხის ნაწილი - 2500 ლარი (25000-22500) უკან არ დაუბრუნდება.
თავი 3
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშების და გადახდის წესი
მუხლი 15. გადასახადის გადამხდელები
ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისათვის გადასახადის გადამხდელია ქონების მიმღები. განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიღება ითვლება ქონების მიღებად.
მუხლი 16. დაბეგვრის ობიექტი
1. დაბეგვრის ობიექტია ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც განსაზღვრულია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 87-ე თავში – 8702-8705 და 8711 კოდებით კერძოდ, 8702 – ავტომობილები, რომელთა დანიშნულებაა არა ნაკლებ 10 ადამიანის (მძღოლის ჩათვლით) გადაყვანა; 8703 – მსუბუქი ავტომობილები და დანარჩენი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა დანიშნულებაა მგზავრთა გადაყვანა (იმ ავტომობილების გარდა, რომელიც მოცემულია №8702 სასაქონლო პოზიციის კლასიფიკაციაში) ფურგუნების, სატვირთო-სამგზავრო და სარბოლო ავტომობილების ჩათვლით; 8704 – სატვირთო ავტომობილები; 8705 – სპეციალური დანიშნულების ავტომობილები, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვის გამოსაყენებლების გარდა (ტექნიკური დახმარების ავტომობილები, ავტოამწე, სახანძრო ავტომობილები, ბეტონმზიდი ავტომობილები, გზის დასასუფთვებელი ავტომობილები, ავტომობილები გამფრქვევი მოწყობილობებით, ავტოსახელოსნოები, ავტომობილები რენდგენის მოწყობილობებით); 8711 – მოტოციკლეტები (მოპედების ჩათვლით) და ველოსიპედები ჩადგმული დამხმარე ძრავით, ეტლებით ან მათ გარეშე; ეტლები.
2. განკარგვის უფლებით მინდობილობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემა ითვლება დასაბეგრ ოპერაციად.
მუხლი 17. საგადასახადო შეღავათები
1. დაბეგვრისაგან თავისუფლდება:
ა) ავტომობილის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია საქართველოში მისი შემომტანის მიერ, თუ დღგ გადახდილი იქნა იმპორტის დროს;
ბ) ავტომობილის რეგისტრაცია ან ხელახალი რეგისტრაცია მყიდველის მიერ, თუ გამყიდველმა დღგ გადაიხადა ავტომობილის მყიდველისათვის მიწოდებისას;
გ) ავტომობილის მეუღლესათვის, მშობლისათვის ან შვილისათვის გადაცემა;
დ) ავტომობილის გადაცემა განქორწინების საფუძველზე;
ე) ავტომობილის უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსათვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციებისათვის;
ვ) ავტომობილის გადაცემა რეორგანიზაციის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებისათვის საჭიროა საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილ იქნეს შესაბამისი საბაჟო და საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს ავტომობილის შემომტანისა და გამყიდველის მიერ დღგ გადახდის ფაქტს.
მუხლი 18. გადასახადის განაკვეთები
1. გადასახადის განაკვეთები დიფერენცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ძრავის მოცულობისა და გამოშვების წლის მიხედვით:
| № | ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობები | ავტომოტოტრანსპორტის ხნოვანება | ძხრავის მოცულობის 1 სმ3-ზე განკუთვნილი გადასახადის ოდენობა (ლარებში) |
| 1 | მსუბუქი ავტომობილი | 2 წლამდე | 0.10 |
|
|
| 2-დან 5 წლამდე | 0.08 |
|
|
| 5-დან 10 წლამდე | 0.07 |
|
|
| 10-დან 15 წლამდე | 0.05 |
|
|
| 15 წელზე მეტი | 0.04 |
| 2 | სატვირთო ავტომანქანა და ავტობუსი | 5 წლამდე | 0.08 |
|
|
| 5-დან 10 წლამდე | 0.07 |
|
|
| 10-დან 15 წლამდე | 0.04 |
|
|
| 15 წელზე მეტი | 0.02 |
| 3 | მოტოციკლეტი | 5 წლამდე | 0.07 |
|
|
| 5-დან 10 წლამდე | 0.05 |
|
|
| 10 წელზე მეტი | 0.02 |
2. თუ სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისათვის გადასახადი დაწესდეს 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისათვის განკუთვნილი ოდენობით.
მუხლი 19. გადასახადის გადახდის წესი
1. გადასახადი ექვემდებარება გადახდას მარეგისტრირებელ ორგანოში ავტომობილის გადაცემის რეგისტრაციამდე ან ხელახალ რეგისტრაციამდე. მარეგისტრირებელი ორგანო ავტომობილის გადაცემის რეგისტრაციას ან ხელახალ რეგისტაციას ახდენს მხოლოდ გადასახადის გადახდის შემდეგ.
2. განკარგვის უფლებით მინდობის (დავალების) ხელშეკრულების საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიღების შემთხვევაში გადასახადი გადახდას ექვემდებარება სანოტარო მოქმედების შესრულებამდე. ნოტარიუსი ვალდებულია არ განახორციელოს სანოტარო მოქმედება, ვიდრე წარმოდგენილი არ იქნება გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. გადასახადის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ის მიხედვით (რომელშიც ცალკე ცნობის სახით კეთდება აღნიშვნა გადასახადის გადახდის შესახებ) საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი და მის მიერ დამოწმებული დეკლარაცია. იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელი სარგებლობს შეღავათებით, მაშინ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული სათანადო ცნობა.
4. გადასახადის გადახდა ხდება:
ა) გადასახადის გადამხდელი რეზიდენტი პირების მიერ – გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან გადასახადის გადამხდელი იურიდიული პირის საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით;
ბ) სხვა შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
თავი 4
გადამხდელთა პასუხისმგებლობა
მუხლი 20. ქონების გადაცემისათვის გადასახდის გადამხდელთა პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობა ქონების გადაცემისათვის გადასახადის არასწორად გამოანგარიშებისათვის, ბიუჯეტში დროულად გადაუხდელობისათვის და დეკლარაციის დადგენილ ვადებში წარუდგენლობისათვის ეკისრება გადასახადის გადამხდელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
საგადასახადო პერიოდისა და საპროცენტო განაკვეთის მიხედვით 1 ლარის დისკონტირებული ღირებულების განმსაზღვრელი
დისკონტირების კოეფიციენტი
დანართი №1
| Periods | 2%
| 3% | 3,5% | 4% | 4,5% | 5% | 6% | 7% | 8% | 10% | 12% | 14% | 16% | 18% | 20% | 22% | 24% | 26% | 28% | 30% | 32% | 40% | Periods |
| 1 | 0.980 | 0.9709 | 0.9662 | 0.9615 | 0.9569 | 0.9524 | 0.9434 | 0.9346 | 0.9259 | 0.909 | 0.893 | 0.877 | 0.862 | 0.847 | 0.833 | 0.820 | 0.806 | 0.794 | 0.781 | 0.769 | 0.758 | 0.714 | 1
|
| 2 | 1.942 | 1.9.135 | 1.8997 | 1.8861 | 1.8727 | 1.8594 | 1.8334 | 1.8080 | 1.7833 | 1.736 | 1.690 | 1.647 | 1.605 | 1.566 | 1.528 | 1.492 | 1.457 | 1.424 | 1.392 | 1.361 | 1.331 | 1.224 | 2 |
| 3 | 2.884 | 2.8286 | 2.8016 | 2.7751 | 2.7490 | 2.7232 | 2.6730 | 2.6243 | 2.5771 | 2.487 | 2.402 | 2.322 | 2.246 | 2.174 | 2.106 | 2.042 | 1.981 | 1.923 | 1.868 | 1.816 | 1.766 | 1.589 | 3 |
| 4 | 3.808 | 3.7171 | 3.6731 | 3.6299 | 3.5875 | 3.5460 | 3.4651 | 3.3872 | 3.3121 | 3.170 | 3.037 | 2.914 | 2.798 | 2.690 | 2.589 | 2.494 | 2.404 | 2.320 | 2.241 | 2.166 | 2.096 | 1.849 | 4 |
| 5 | 4.713 | 4.5797 | 4.5151 | 4.4518 | 4.3900 | 4.3295 | 4.2124 | 4.1002 | 3.9927 | 3.791 | 3.605 | 3.433 | 3.274 | 3.127 | 2.991 | 2.864 | 2.745 | 2.635 | 2.532 | 2.436 | 2.345 | 2.035 | 5 |
| 6 | 5.601 | 5.4172 | 5.3286 | 5.2421 | 5.1579 | 5.0757 | 4.9173 | 4.7665 | 4.6229 | 4.355 | 4.111 | 3.889 | 3.685 | 3.498 | 3.326 | 3.167 | 3.020 | 2.885 | 2.759 | 2.643 | 2.534 | 2.168 | 6 |
| 7 | 6.472 | 6.2303 | 6.1145 | 6.0021 | 5.8927 | 5.7864 | 5.5824 | 5.3893 | 5.2064 | 4.868 | 4.564 | 4.288 | 4.039 | 3.812 | 3.605 | 3.416 | 3.242 | 3.083 | 2.937 | 2.802 | 2.677 | 2.263 | 7 |
| 8 | 7.325 | 7.0197 | 6.8740 | 6.7327 | 6.5959 | 6.4632 | 6.2098 | 5.9713 | 5.7466 | 5.335 | 4.968 | 4.639 | 4.344 | 4.078 | 3.837 | 3.619 | 3.421 | 3.241 | 3.076 | 2.925 | 2.786 | 2.331 | 8 |
| 9 | 8.162 | 7.7861 | 7.6077 | 7.4353 | 7.2688 | 7.1078 | 6.8017 | 6.5152 | 6.2469 | 5.759 | 5.328 | 4.946 | 4.607 | 4.303 | 4.031 | 3.786 | 3.566 | 3.366 | 3.184 | 3.019 | 2.868 | 2.379 | 9 |
| 10 | 8.983 | 8.5302 | 8.3166 | 8.1109 | 7.9127 | 7.7217 | 7.3601 | 7.0236 | 6.7101 | 6.145 | 5.650 | 5.216 | 4.833 | 4.494 | 4.192 | 3.923 | 3.682 | 3.465 | 3.269 | 3.092 | 2.930 | 2.414 | 10 |
| 11 | 9.787 | 9.2526 | 9.0016 | 8.7605 | 8.5289 | 8.3064 | 7.8869 | 7.4987 | 7.1390 | 6.495 | 5.938 | 5.453 | 5.029 | 4.656 | 4.327 | 4.035 | 3.776 | 3.543 | 3.335 | 3.147 | 2.978 | 2.438 | 11 |
| 12 | 10.575 | 9.9540 | 9.6633 | 9.3851 | 9.1186 | 8.8633 | 8.3838 | 7.9427 | 7.5361 | 6.814 | 6.194 | 5.660 | 5.197 | 4.793 | 4.439 | 4.127 | 3.851 | 3.606 | 3.387 | 3.190 | 3.013 | 2.456 | 12 |
| 13 | 11.348 | 10.6350 | 10.3027 | 9.9856 | 9.6829 | 9.3936 | 8.8527 | 8.3577 | 7.9038 | 7.103 | 6.424 | 5.842 | 5.342 | 4.910 | 4.533 | 4.203 | 3.912 | 3.656 | 3.427 | 3.223 | 3.040 | 2.469 | 13 |
| 14 | 12.106 | 11.2961 | 10.9205 | 10.5631 | 10.2228 | 9.8986 | 9.2950 | 8.7455 | 8.2442 | 7.367 | 6.628 | 6.002 | 5.468 | 5.008 | 4.611 | 4.265 | 3.962 | 3.695 | 3.459 | 3.249 | 3.061 | 2.478 | 14 |
| 15 | 12.849 | 11.9379 | 11.5174 | 11.1184 | 10.7395 | 10.3797 | 9.7122 | 9.1079 | 8.5595 | 7.606 | 6.811 | 6.142 | 5.575 | 5.092 | 4.675 | 4.315 | 4.001 | 3.726 | 3.483 | 3.268 | 3.076 | 2.484 | 15 |
| 16 | 13.578 | 12.5611 | 12.0941 | 11.6523 | 11.2340 | 10.8378 | 10.1059 | 9.4466 | 8.8514 | 7.824 | 6.974 | 6.265 | 5.668 | 5.162 | 4.730 | 4.357 | 4.033 | 3.751 | 3.503 | 3.283 | 3.088 | 2.489 | 16 |
| 17 | 14.292 | 13.1661 | 12.6513 | 12.1657 | 11.7072 | 11.2741 | 10.4773 | 9.7632 | 9.1216 | 8.022 | 7.120 | 6.373 | 5.749 | 5.222 | 4.775 | 4.391 | 4.059 | 3.771 | 3.518 | 3.295 | 3.097 | 2.492 | 17 |
| 18 | 14.992 | 13.7535 | 13.1897 | 12.6593 | 12.1600 | 11.6896 | 10.8276 | 10.0591 | 9.3719 | 8.201 | 7.250 | 6.467 | 5.818 | 5.273 | 4.812 | 4.419 | 4.080 | 3.786 | 3.529 | 3.304 | 3.104 | 2.494 | 18 |
| 19 | 15.678 | 14.3238 | 13.7098 | 13.1339 | 12.5933 | 12.0853 | 11.1581 | 10.3356 | 9.6036 | 8.365 | 7.366 | 6.550 | 5.877 | 5.316 | 4.843 | 4.442 | 4.097 | 3.799 | 3.539 | 3.311 | 3.109 | 2.496 | 19 |
| 20 | 16.351 | 14.8775 | 14.2124 | 13.5903 | 13.0079 | 12.4622 | 11.4699 | 10.5940 | 9.8181 | 8.514 | 7.469 | 6.623 | 5.929 | 5.353 | 4.870 | 4.460 | 4.110 | 3.808 | 3.546 | 3.316 | 3.113 | 2.497 | 20 |
| 21 | 17.011 |
|
| 14.029 |
|
| 11.764 |
| 10.017 | 8.649 | 7.562 | 6.687 | 5.973 | 5.384 | 4.891 | 4.476 | 4.121 | 3.816 | 3.551 | 3.320 | 3.116 | 2.498 | 21 |
| 22 | 17.658 |
|
| 14.451 |
|
| 12.042 |
| 10.201 | 8.772 | 7.645 | 6.743 | 6.011 | 5.410 | 4.909 | 4.488 | 4.130 | 3.822 | 3.556 | 3.323 | 3.118 | 2.498 | 22 |
| 23 | 18.292 |
|
| 14.857 |
|
| 12.303 |
| 10.371 | 8.883 | 7.718 | 6.792 | 6.044 | 5.432 | 4.925 | 4.499 | 4.137 | 3.827 | 3.559 | 3.325 | 3.120 | 2.499 | 23 |
| 24 | 18.914 |
|
| 15.247 |
|
| 12.550 |
| 10.529 | 8.985 | 7.784 | 6.835 | 6.073 | 5.451 | 4.937 | 4.507 | 4.143 | 3.831 | 3.562 | 3.327 | 3.121 | 2.499 | 24 |
| 25 | 19.523 |
|
| 15.622 |
|
| 12.783 |
| 10.675 | 9.077 | 7.843 | 6.873 | 6.097 | 5.467 | 4.948 | 4.514 | 4.147 | 3.834 | 3.564 | 3.329 | 3.122 | 2.499 | 25 |
| 26 | 20.121 |
|
| 15.983 |
|
| 13.003 |
| 10.810 | 9.161 | 7.896 | 6.906 | 6.118 | 5.480 | 4.956 | 4.520 | 4.151 | 3.837 | 3.566 | 3.330 | 3.123 | 2.500 | 26 |
| 27 | 20.707 |
|
| 16.330 |
|
| 13.211 |
| 10.935 | 9.237 | 7.943 | 6.935 | 6.136 | 5.492 | 4.964 | 4.524 | 4.154 | 3.839 | 3.567 | 3.331 | 3.123 | 2.500 | 27 |
| 28 | 21.281 |
|
| 16.663 |
|
| 13.406 |
| 11.051 | 9.307 | 7.984 | 6.961 | 6.152 | 5.502 | 4.970 | 4.528 | 4.157 | 3.840 | 3.568 | 3.331 | 3.124 | 2.500 | 28 |
| 29 | 21.844 |
|
| 16.984 |
|
| 13.591 |
| 11.158 | 9.370 | 8.022 | 6.983 | 6.166 | 5.510 | 4.975 | 4.531 | 4.159 | 3.841 | 3.569 | 3.332 | 3.124 | 2.500 | 29 |
| 30 | 22.396 |
|
| 17.292 |
|
| 13.765 |
| 11.258 | 9.427 | 8.055 | 7.003 | 6.177 | 5.517 | 4.979 | 4.534 | 4.160 | 3.842 | 3.569 | 3.332 | 3.124 | 2.500 | 30 |
| 35 | 24.999 |
|
| 18.665 |
|
| 14.498 |
| 11.655 | 9.644 | 8.176 | 7.070 | 6.215 | 5.539 | 4.992 | 4.541 | 4.164 | 3.845 | 3.571 | 3.333 | 3.125 | 2.500 | 35 |
| 40 | 27.355 |
|
| 19.793 |
|
| 15.046 |
| 11.925 | 9.779 | 8.244 | 7.105 | 6.233 | 5.548 | 4.997 | 4.544 | 4.166 | 3.846 | 3.571 | 3.333 | 3.125 | 2.500 | 40 |
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
უძრავი ქონების გადაცემისათვის გადასახადის დეკლარაცია
დანართი №2
| 1 |
| 2 | საიდენტიფიკ. ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| (ქონების მიმღების დასახელება, გვარი, სახელი) | 3 | საქმიანობის კოდი |
|
| |||||||||
| 4 |
| ||||||||||||
| (ქონების მიმღების მისამართი) | |||||||||||||
| 5 |
| ||||||||||||
| (ქონების გადამცემის დასახელება – გვარი, სახელი) | |||||||||||||
| 6 |
| ||||||||||||
| (ქონების გადამცემის მისამართი) | |||||||||||||
| 7 |
| ||||||||||||
| (გადაცემული ქონების დასახელება) | |||||||||||||
| 8 |
| ||||||||||||
| (გადაცემული უძრავი ქონების ადგილსამყოფელი) | |||||||||||||
| 9 |
| ||||||||||||
| (გადაცემის საფუძველი – აქტი, ხელშეკრულება, ანდერძი და სხვა) | |||||||||||||
| 10 | გადაცემული ქონების ღირებულება (მაგრამ არანაკლებ საბაზრო ფასისა) |
| |||||||||||
| 11 | იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულების ვადა |
| |||||||||||
| 12 | იჯარის ან ქირავნობის ყოველწლიური გადასახდელი თანხა (ან ერთიანი გადასახადელი თანხა, თუ გათვალისწინებულია მისი ერთიანი გადახდა) |
| |||||||||||
| 13 | საპროცენტო განაკვეთის ოდენობა ქონების გადაცემის მომენტისათვის |
| |||||||||||
| 14 | დისკონტირების კოეფიციენტი (გაანგარიშებული შესაბამისი ფორმულით) |
| |||||||||||
| 15 | იჯარის ან ქირავნობის გადასახდელის დისკონტირებული ღირებულება (სტრ.12 |
| |||||||||||
| 16 | გადასახადის განაკვეთი |
| |||||||||||
| 17 | გადასახადის თანხა (სტრ.10 |
| |||||||||||
ქონების მიმღების ხელის მოწერა /----------------------- /
თარიღი -----------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
ცნობა №
1. წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით____________________________________________
(ქონების მიმღების დასახელება, გვარი, სახელი, მისამართი)
გაანგარიშებული უძრავი ქონების გადაცემისათვის
____________________________________________________________________________________
(გადაცემული ქონების დასახელება და ადგილსამყოფელი)
გადასახადის თანხა –––––– ლარის ოდენობით გადახდილია.
2. გადასახადის გადამხდელი –––––––––––––––––––––საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის –––ქვეპუნქტის ან 172-ე მუხლის –––––ნაწილის––––––ქვეპუნქტის მიხედვით განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან.
3. დეკლარაცია რეგისტრირებულია ––––––––––––––––––––––––––––– (რაიონის, ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში, სარეგისტრაციო № ---------- 200-- წლის –––––––––––––––––––––––––
საგადასახადო ინსპექციის უფროსი /ხელმოწერა/
200 წლის -------
დანართი #3
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის გადასახადის
დეკლარაცია
| 1 |
| 2 | საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
| (ქონების მიმღების დასახელება, გვარი, სახელი) | 3 | საქმიანობის კოდი |
|
| ||||||||
| 4 |
| |||||||||||
| (ქონების მიმღების მისამართი) | ||||||||||||
| 5 |
| |||||||||||
| (ქონების გადამცემის გვარი, სახელი) | ||||||||||||
| 6 |
| |||||||||||
| (ქონების გადამცემის მისამართი) | ||||||||||||
| 7 |
| |||||||||||
| (მიღებული ქონების დასახელება) | ||||||||||||
| 8 |
| |||||||||||
| (მიღებული უძრავი ქონების ადგილსამყოფელი) | ||||||||||||
| 9 |
| |||||||||||
| (გადაცემის საფუძველი – ხელშეკრულება, ანდერძი და სხვა) | ||||||||||||
| 10 | ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების საშუალო საბაზრო ფასი |
| ||||||||||
| 11 | ქონების მემკვიდრეობით ან ჩუქებით გადაცემისას გამოსაქვითი თანხა ა)… …………... ბ)……… ……. გ)……… ………….. |
| ||||||||||
| 12 | მიღებული ქონების საშუალო საბაზრო ფასი გამოქვითვის შემდეგ |
| ||||||||||
| 13 | გადასახადის განაკვეთი |
| ||||||||||
| 14 | გადასახადის თანხა (სტრ.12Xსტრ.13) |
| ||||||||||
| 15 | ქონების წინა გადაცემისათვის გადახდილი გადასახადის ჩათვლა |
| ||||||||||
| 16 | უცხო ქვეყანაში გადახდილი გადასახადის ჩათვლა საქართველოში მოქმედი გადასახადის განაკვეთის ფარგლებში |
| ||||||||||
| 17 | გადასახდელი გადასახადის თანხა (სტრ. 14-სტრ.15 – სტრ.16) |
| ||||||||||
ქონების მიმღების ხელის მოწერა /----------------------- /
თარიღი -----------
ცნობა №
1. წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით ____________________________________________
ქონების მიღების დასახელება, გვარი, სახელი, მისამართი
გაანგარიშებული მემკვიდრეობისა და ჩუქებისათვის
____________________________________________________________________________________
მიღებული ქონების დასახელება და ადგილსამყოფელი
გადასახადის თანხა –––––– ლარის ოდენობით გადახდილია.
2. გადასახადის გადამხდელი –––––––––––––––––––––საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის –––ქვეპუნქტის ან 172-ე მუხლის –––––ნაწილის––––––ქვეპუნქტის მიხედვით განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან.
3. დეკლარაცია რეგისტრირებულია ––––––––––––––––––––––––––––– (რაიონის, ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში, სარეგისტრაციო № ---------- 200-- წლის –––––––––––––––––––––––––
საგადასახადო ინსპექციის უფროსი /ხელმოწერა/
200 წლის ----------- ბ.ა.
“ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის “…. .….” “. . . . . . . . . .” № ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის
დანართი №4
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემისათვის
გადასახადის დეკლარაცია
|
1 |
---------------------------------------------- (ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმღების დასახელება, გვარი, სახელი.) |
2 |
საიდენტიფიკაციო ნომერი |
|
|
|
|
|
|
|
|
| ||
|
3 |
საქმიანობის კოდი |
|
| |||||||||||
|
4 | ---------------------------------------------- (ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმღების მისამართი)
|
5 | ------------------------------------------------------------------------------------ (ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამცემის დასახელება, გვარი, სახელი)
| |||||||||||
|
6 | ---------------------------------------------- (გადაცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახეობა)
|
7 | -------------------------------------------------------------------------------- (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადამცემის მისამართი)
| |||||||||||
|
8 | ---------------------------------------------- (ავტოსატრანსპორტო საშუალების მარკა) |
9 | ---------------------------------------- (ძრავის ნომერი) |
10
| ------------------- (შასის ნომერი)
| |||||||||
|
11 | ---------------------------------------------- (ძარის ნომერი) |
12 |
(გადაცემულ ავტოსატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში მიღებისას (შეძენისას) გამყიდველისათვის გადახდილი თანხა)
| |||||||||||
|
13 | ---------------------------------------------- (ავტომოტოტრანსპორტის ხნოვანება)
|
14 | ------------------- ძრავის მოცულობა (1სმ3-ში ) |
15 | ------------------- ძრავის მოცულობის 1სმ3-ზე განკუთვნილი გადასახ. ოდენობა (ლარებში) |
16 | -------------------მოანგარიშე-ბული გადასახადი (ლარებში) (სტრ14Xსტრ15) | |||||||
|
17
| --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მიუთითეთ საგადასახადო შეღავათები საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით | |||||||||||||
|
შენიშვნა: თუ სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელი დაუდგენელია, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემისათვის გადასახადი დაწესებულია 5-დან 10 წლამდე ხნოვანების ავტომოტოტრანსპორტისათვის განკუთვნილი ოდენობით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმღების ხელის მოწერა -------------------------------- თარიღი --------------------------------
| ||||||||||||||
| მ ო ს ა ჭ რ ე ლ ი ხ ა ზ ი | ||||||||||||||
ც ნ ო ბ ა №
წარმოდგენილი დეკლარაციის მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ---------- რომლის ძრავის № -----, შასის №------, ძარის № ------ და ძრავის მოცულობაა -------, გაანგარიშებული სატრანსპორტო საშუალებების გადაცემისათვის გადასახადის თანხა ---------- ლარის ოდენობით -------------------------------------მიერ გადახდილია.
2. გადასახადის გადამხდელი ------------------------------საქართველოს საგადასახდო კოდექსის 180-ე მუხლის ------- ნაწილის მიხედვით განთავისუფლებულია გადასახადის გადახდისაგან.
3. დეკლარაცია რეგისტრირებულია . . . . . . . . . . რაიონის (ქალაქის) საგადასახადო ინსპექციაში
სარეგისტრაციო ნომერი –––––––– თარიღი –––––––
საგადასახადო ინსპექციის უფროსის ხელმოწერა –––––––––––––––
200-------- წლის “––––” ––––––--” ბ.ა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები