ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისადა გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისადა გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/04/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 39, 13/04/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 260160000.11.117.006441
227
02/04/2004
სსმ, 39, 13/04/2004
260160000.11.117.006441
ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისადა გადახდის წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №227

2004 წლის 2 აპრილი

. თბილისი

ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისადა გადახდის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლისა და მე-8 კარის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ქონების გადაცემისათვის გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2003 წლის 29 ივლისის №384 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, 12.08.03 №86, III ნაწილი, მუხლი 750) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადით არ იბეგრება უძრავი ქონება, რომელიც გადაიცემა:

იჯარის ან ქირავნობის ხელშეკრულებით 1 წელზე ნაკლები ვადით;

თუ უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება გაფორმებული ერთ წელზე ნაკლები ვადით, ხოლო ფაქტიურად მისი მოქმედება ვრცელდება შემდგომ პერიოდშიც ან ამ ქონებაზე ფორმდება იდენტური ხელშეკრულება ერთსა და იმავე პირებს შორის, გადასახადი ექვემდებარება გამოანგარიშებას დადგენილი წესის შესაბამისად და გადამხდელის მიმართ ვრცელდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.

აღნიშნული წესი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო ორგანოების მიერ დამტკიცდა, რომ უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულების ერთ წელზე ნაკლები ვადით გაფორმების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადისაგან თავის არიდება.

ა) მეუღლისათვის, მშობლისთვის ან შვილისათვის;

გ) განქორწინების საფუძველზე;

დ) უსასყიდლოდ, სახელმწიფოსათვის ანდა საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციისათვის;

ე) რეორგანიზაციის შემთხვევაში;

ვ)„ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების მიხედვით ნავთობისა და გაზის ოპერაციების განსახორციელებლად.“.

3.ინსტრუქციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გადასახადი გადახდას ექვემდებარება ქონების გადაცემიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, რის შესახებაც გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ორგანოში წარადგენს დეკლარაციას. თუ ქონების გადაცემისას წერილობითი დოკუმენტი ექვემდებარება რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ამ დოკუმენტს რეგისტრაციაში ატარებს მხოლოდ გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ. ამასთან, ქონების გადაცემაზე დოკუმენტების დადასტურებისას სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა გადასახადის გადახდის შესახებ.“.

4. ინსტრუქციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-3 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ფიზიკური პირი იყენებს იურიდიული პირს ქონების გადაცემისათვის, ოპერაცია ითვლება ფიზიკური პირის მიერ განხორციელებულად.“.

6. ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„ა) ფიზიკური პირი, რომელიც იღებს ქონებას, რეზიდენტია ქონების მიღების მომენტში ან წარმოადგენს რეზიდენტ იურიდიულ პირს, რომელშიც წილის არანაკლებ 50 პროცენტისა პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის არარეზიდენტს. იურიდიულ პირში წილის არაპირდაპირ ფლობას ადგილი აქვს მაშინ, როცა პირი ფლობს წილს საწარმოში, ხოლო აღნიშნული საწარმო ასევე ფლობს წილს სხვა საწარმოში.

მაგალითი: გიორგი, თამარი და ავთანდილი ფლობენ წილს შპს „ABC“-ში, რომელშიც გიორგის წილი შეადგენს 90 პროცენტს, ხოლო თამარისა და ავთანდილის შესაბამისად 5-5 პროცენტს, თავის მხრივ შპს „ABC“ სხვა პირებთან ერთად ფლობს წილს შპს „სამაიაში“ საწესდებო კაპიტალის 80%-ის ოდენობით, ამ შემთხვევაში შპს „სამაიაში“ გიორგი არაპირდაპირ ფლობს წილის 72%-ს ((90X80)/100), ხოლო თამარი და ავთანდილი 4-4 ((5X80)/100) პროცენტს.“.

7. ინსტრუქციის მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. საგადასახადო შეღავათები

1. დაბეგვრისაგან თავისუფლდება:

ა) ავტომობილის მეუღლისათვის, მშობლისათვის ან შვილისათვის გადაცემა;

ბ) ავტომობილის გადაცემა განქორწინების საფუძველზე;

გ) ავტომობილის უსასყიდლოდ გადაცემა სახელმწიფოსათვის, საბიუჯეტო, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაციებისათვის;

დ) ავტომობილის გადაცემა რეორგანიზაციის შემთხვევაში.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრი                                                                                   . ნოღაიდელი