სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ

  • Word
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 570
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 08/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 29/01/2008
სარეგისტრაციო კოდი 190020060.11.117.006651
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
570
30/08/2004
სსმ, 97, 08/09/2004
190020060.11.117.006651
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/09/2004 - 04/10/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  190.020.060.11.117.006.651

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №570

2004 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ

„საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-19 პუნქტის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-3 მუხლის „ძ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესი“ №1 დანართის მიხედვით და „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ“ ხარჯთაღრიცხვის ცნობა №2 დანართის მიხედვით.

2. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 22 მარტის №170 ბრძანება „ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტების სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესის შესახებ”;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 27 თებერვლის №99 ბრძანება „საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ”.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

დანართი №1

 

სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის

წ ე ს ი

    მუხლი 1. ზოგადი ნაწილი

1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზირებულ გრანტებზე.

2. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მონეტიზირებული“ ნიშნავს სამინისტროების და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხას.

    მუხლი 2. გრანტის აღრიცხვა

1. გრანტების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები აღრიცხება სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – გრანტების აღრიცხვის ჟურნალი).

2. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) გრანტის მიმღები ორგანიზაციის დასახელება.

ბ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;

გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;

დ) გრანტის ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);

ე) გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;

ვ) გრანტის გამცემის (დონორის) დასახელება;

3. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას (მ.შ. კანონს „გრანტების შესახებ“).

4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ“ ხარჯთაღრიცხვის ცნობა დასტურდება გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულებისა და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.

6. სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე აღირიცხება სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ქვეანგარიშზე (სპეციალურ ანგარიშზე).

7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ სპეციალურ ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის მოცულობის მიხედვით ან საგრანტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.

8. 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის მიმღების განკარგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.

9. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.

10. სახაზინო სამსახური გრანტის მიმღები სამინისტროსა და უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი საბანკო ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

    მუხლი 3. გრანტის განკარგვა

1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად დადასტურებული „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღრიცხვის ცნობა (დანართი 2).

2. „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღიცხვის ცნობაში გრანტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.

3. წლის განმავლობაში საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის ცნობით დადასტურებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.

4. გრანტის გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.

5. წლიური საბიუჯეტო კანონის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების პირობებისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ” ხარჯთაღრიცხვის ცნობის საფუძველზე.

 

დანართი №2

ხარჯთაღრიცხვის ცნობა

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ

გრანტის მიმღები ორგანიზაციის                             საქართველოს ფინანსთა მინისტრის

        ხელმძღვანელი                                                                 მოადგილე

___________________                                                ___________________

                        ბ.ა                                                                            ბ.ა

 

-------- ------------------------- 200  წელი                          -------- -------------------------- 200  წელი

 

_____________________________________________________________________________________

გრანტის მიმღების დასახელება

_____________________________________________________________________________________

გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაცია

_____________________________________________________________________________________

ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი

_____________________________________________________________________________________

გრანტის რეკვიზიტები (ივსება ფინანსთა სამინისტროს მიერ)

 

____________________________________

(ვალუტის დასახელება)

 

 

დასახელება

ვალუტაში

ჩარიცხვის დღეს არსებული კურსი ლართან

1

გრანტის მთლიანი მოცულობა

 

 

2

მ.შ. მიღებული თანხა

 

 

3

მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა

 

 

 

     (ლარებში)

1

გრანტის სავარაუდო მთლიანი მოცულობა

 

2

მ.შ. ნაშთი პერიოდის დასაწყისში

 

3

მ.შ. მიმდინარე წლის მოცულობა

 

4

სულ მიმდინარე წლის შემოსავალი (2+3)

 

5

მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება

 

6

დამქირავებლიდან ანარიცხები

 

7

მივლინებები

 

8

სხვა საქონელი და მომსახურება

 

9

მ.შ. კვების ხარჯები

 

10

პროცენტის გადახდა

 

11

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები

 

12

კაპიტალური ხარჯები

 

13

დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით

 

14

სულ მიმდინარე წლის ხარჯი

 

15

სულ ჩარიცხული თანხა

 

16

სულ დამტკიცებული მოცულობა

 

 

_____________________________                       _________________________________________

საბიუჯეტო დეპარტამენტის                                                 გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური

                   უფროსი                                                                              დახმარების დეპარტამენტის უფროსი