დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 657 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/10/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 10/10/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.22.033.006.739 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.006.739
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №657
2004 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებულ №2 დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანების „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ:
1. „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №79, მუხ. 83) დამტკიცებულ №2 დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
სიტყვები „გრანტების, ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები