დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1020 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/10/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 122, 24/10/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.060.22.033.007.802 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.007.802
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1020
2005 წლის 17 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის “ძ” ქვეპუნქტის და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. “სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №97, მუხ. 831) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. “სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანებით დამტკიცებული “სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის”:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ა) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის დასახელება;
ბ) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები”.
ბ) მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“8. 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის მიმღების/ განმკარგავის განკრგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.”;
გ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წლის განმავლობაში საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის მიმღების/განმკარგავის მიერ ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის ცნობით დადასტურებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება”.
2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცნობა
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ
გრანტის მიმღები ორგანიზაციის საქართველოს ფინანსთა
ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე
_______________________ _______________________
ბ.ა. ბ.ა.
_____________200 წელი _____________200 წელი
გრანტის განმკარგავი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი _______________________
ბ.ა.
_____________200 წელი
___________________________________________________________________________________
გრანტის მიმღების ან/და განმკარგავის დასახელება
___________________________________________________________________________________
გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაცია
___________________________________________________________________________________
ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი
___________________________________________________________________________________
გრანტის რეკვიზიტები (ივსება ფინანსთა სამინისტროს მიერ)
_______________________________________
ვალუტის დასახელება
| 1 | გრანტის მთლიანი მოცულობა | ვალუტაში | ჩარიცხვის დღეს არსებული კურსი ლართან |
| 2 | მ.შ. მიღებული თანხა |
|
|
| 3 | მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა |
|
|
ლარებში
| 1 | გრანტის სავარაუდო მთლიანი მოცულობა |
|
| 2 | მ.შ. ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
|
| 3 | მ.შ. მიმდინარე წლის მოცულობა |
|
| 4 | სულ მიმდინარე წლის შემოსავალი (2+3) |
|
| 5 | მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება |
|
| 6 | დამქირავებლიდან ანარიცხები |
|
| 7 | მივლინებები |
|
| 8 | სხვა საქონელი და მომსახურება |
|
| 9 | მ.შ. კვების ხარჯები |
|
| 10 | პროცენტის გადახდა |
|
| 11 | სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები |
|
| 12 | კაპიტალური ხარჯები |
|
| 13 | დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით |
|
| 14 | სულ მიმდინარე წლის ხარჯი |
|
| 15 | სულ ჩარიცხული თანხა |
|
| 16 | სულ დამტკიცებული მოცულობა |
|
_________________________________________
საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები