დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სამინისტროების და უწყებების მიერ ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14, 29/01/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/05/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020060.22.033.011453 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/01/2008 - 21/03/2008)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.060.22.033.011.453
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №94
2008 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
სამინისტროების და უწყებების მიერ ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 61-ე მუხლის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის ,,ძ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესი“ და „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ №1 დანართის მიხედვით.
2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურსა და ადგილობრივი ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 30 აგვისტოს №570 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნ. გილაური
სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის
წ ე ს ი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზირებულ გრანტებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი „მონეტიზირებული“ ნიშნავს სამინისტროების და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგებ თანხას.
მუხლი 2. გრანტის აღრიცხვა
1. გრანტების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები აღრიცხება სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – გრანტების აღრიცხვის ჟურნალი).
2. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის დასახელება;
ბ) გრანტის მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) გრანტის ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);
ე) გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ) გრანტის გამცემის (დონორის) დასახელება.
3. გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ (დანართი №1) (შემდგომში – ცნობა) დასტურდება გრანტების აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.
6. სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე, აღირიცხება სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ქვეანგარიშზე (სპეციალურ ანგარიშზე).
7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ სპეციალურ ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის მოცულობის მიხედვით ან საგრანტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.
8. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.
9. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
10. სახაზინო სამსახური გრანტის მიმღები სამინისტროსა და უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნულ ბანკში შესაბამისი საბანკო ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
მუხლი 3. გრანტის განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად დადასტურებული ცნობა.
2. ცნობაში გრანტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. წლის განმავლობაში საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის მიმღების/განმკარგავის მიერ ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.
4. გრანტის გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებისა და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. წლიური საბიუჯეტო კანონის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების პირობებისა და ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობის საფუძველზე.
დანართი №1
ხარჯთაღრიცხვის ცნობა
სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ
გრანტის მიმღები ორგანიზაციის საქართველოს ფინანსთა
ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე
___________________ ____________________
ბ.ა. ბ.ა.
გრანტის განმკარგავი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი
_____________________
ბ.ა.
__________ 200 წელი
____________________________________________________________________________________
გრანტის მიმღების ან/და განმკარგავის დასახელება
____________________________________________________________________________________
გრანტის გამცემი (დონორი) ორგანიზაცია
____________________________________________________________________________________
ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი
____________________________________________________________________________________
გრანტის რეკვიზიტები (ივსება ფინანსთა სამინისტროს მიერ)
| 1 | გრანტის მთლიანი მოცულობა | ვალუტაში | ჩარიცხვის დღეს არსებული კურსი ლართან |
| 2 | მ.შ. მიღებული თანხა |
|
|
| 3 | მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა |
|
|
| ლარებში | ||
| 1 | გრანტის სავარაუდო მთლიანი მოცულობა |
|
| 2 | მ.შ. ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
|
| 3 | მ.შ. მიმდინარე წლის მოცულობა |
|
| 4 | სულ მიმდინარე წლის შემოსავალი (2+3) |
|
| 5 | შრომის ანაზღაურება |
|
| 6 | საქონელი და მომსახურება |
|
| 7 | პროცენტი |
|
| 8 | სუბსიდიები |
|
| 9 | გრანტები |
|
| 10 | სოციალური უზრუნველყოფა |
|
| 11 | სხვა ხარჯები |
|
| 12 | არაფინანსური აქტივები |
|
| 13 | სულ მიმდინარე წლის ასიგნება |
|
| 14 | სულ ჩარიცხული თანხა |
|
| 15 | სულ დამტკიცებული მოცულობა |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები