„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 14, 07/02/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 200110000.22.033.007055
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
57
03/02/2005
სსმ, 14, 07/02/2005
200110000.22.033.007055
„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (07/02/2005 - 04/08/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.007.055

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №57

2005 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ’’ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 249-ე მუხლის მოთხოვნათა აღსრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმა და ინსტრუქცია დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ” თანახმად დანართისა.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

ინსტრუქცია

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ

წინამდებარე წესი შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად. დღგ-ის დეკლარაციის დადგენილი ფორმით წარმოდგენა და მისი შევსების წესების დაცვა სავალდებულოა დღგ-ის გადამხდელისათვის.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დღგ-ის დეკლარაციის წარმოდგენა ევალებათ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დღგ-ის გადამხდელებად. აღნიშნული პირები ყოველი თვის 15 რიცხვამდე დღგ-ის დეკლარაციას წარადგენენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში არ არის განხორციელებული დღგ-ის დასაბეგრი ოპერაციები, დეკლარაცია მაინც წარედგინება საგადასახადო ორგანოს.

3. თუ მიმდინარე საგადასახადო პერიოდში დადგინდა რომ წინა საგადასახადო პერიოდში დეკლარაციაში არ იქნა ან არასრულად იქნა ასახული მონაცემები, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბაზის, გადასახადის განაკვეთის, ჩასათვლელი თანხის ან სხვა სახის შეცდომები, მისი დაზუსტება ხდება შესაბამისი გასული პერიოდების დეკლარაციების წარმოდგენის გზით, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. გასწორებული დეკლარაციები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის დღგ-ის გადაანგარიშებაც ხდება.

4. დღგ-ის დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების მონაცემთა საფუძველზე.

5. დაგროვებით უწყისებში სხვადასხვა განაკვეთით (0%, 18(20)%) დასაბეგრი, აგრეთვე გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალ-ცალკე.

6. დეკლარაციის წარმოდგენის და შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვადა, რომელიც ემთხვევა გამოსასვლელ (არასამუშაო) და სადღესასწაულო დღეებს, გადაიტანება პირველ სამუშაო დღეს.

7. დეკლარაციის ფოსტით გაგზავნისას მისი წარდგენის დღედ ითვლება დაზღვეული წერილის გაგზავნის თარიღი, რომელშიც მოცემულია გზავნილის აღწერილობა.

8. დეკლარაციის ჩანაწერების უტყუარობა და სისრულე დადასტურებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის, ხოლო ინდ. მეწარმის შემთხვევაში ინდ. მეწარმის ხელმოწერით, ან მათი კანონიერი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და თარიღის აღნიშვნით.

9. დეკლარაციაში დღგ-ის თანხის განსაზღვრისას თანხის დამრგვალება წარმოებს მთელ რიცხვამდე.

10. საქონლის ექსპორტისას ნულოვანი განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ აღნიშნული დოკუმენტების სრული პაკეტი არ იქნა წარმოდგენილი, საექსპორტო ბრუნვის ამ ნაწილზე გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა.

11. დეკლარაციის შევსება წარმოებს გარკვევით, მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.

12. დეკლარაციაში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

13. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დღგ-ის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.

14. დეკლარაციის შევსება ხდება დღგ-ის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

15. დღგ-ის დეკლარაცია მოიცავს 3 განაყოფს:

I. სატიტულო ნაწილს;

II. საგადასახადო ორგანოს აღნიშვნას დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე;

III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშებას და ოთხ დანართს: დანართი ა” დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები; დანართი ბ” საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრით წონის მიხედვით; დანართი გ” ოპერაციები, რომლებიც გათავისუფლებულია დღგ-საგან, აგრეთვე ოპერაციები, რომლებიც არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრად და/ან საქართველოში განხორციელებულად; დანართი დ” დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი.

    მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი

1. დეკლარაციის I განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გვერდის რიგითი ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი და ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი;

ბ) სტრიქონში დეკლარაციის სახე” ჩაიწერება ციფრი 1”, თუ დეკლარაცია გასული საგადასახდო პერიოდისაა, ხოლო ციფრი 2” თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წილადის შემდეგ უჯრაში ჩაიწერება შესაბამისი საგადასახადო პერიოდის დეკლარაციის ნომერი, რომლის დაზუსტებაც ხდება. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2 / 5, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 5 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მეხუთე – მაისის თვის შესწორება;

გ) სტრიქონში საანგარიშო თვე” იწერება იმ თვის რიგითი ნომერი ციფრებით (01-დან 12-მდე) და თვე –  სიტყვიერად, რომლის დეკლარაციასაც იგი წარმოადგენს;

დ) სტრიქონზე საგადასახადო ორგანოს დასახელება” – მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია;

ე) სტრიქონზე საწარმოს დასახელება” მიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

ვ) დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმოდგენა ხდება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის მიერ – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა.

2. განაყოფი II ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ, კერძოდ დეკლარაციის:

ა) წარმოდგენის ფორმას – ფოსტითაა გამოგზავნილი თუ წარმოდგენილია პირადად;

ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;

გ) წარმოდგენის თარიღს;

დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;

ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია, დასტურდება მისი ხელმოწერით.

3. III განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) გადამხდელის მიერ დღგ-ის დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველთვიურად, დამოუკიდებლად იმისა, განხორციელებულია თუ არა საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები (შეძენა და/ან მიწოდება). პირველ სტრიქონზე (უჯრაში) ჩაიწერება X” იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო პერიოდში გადამხდელის მიერ შეძენის ან მიწოდების ოპერაციები არ განხორციელებულა. გაანგარიშების დანარჩენ სტრიქონებში იწერება ტირე;

გ) მე-2 სტრიქონზე აისახება საანგარიშო თვეში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ. გადმოიტანება დანართი ა”-ს 24-ე სტრიქონი;

დ) დეკლარაციის მე-3, მე-4 და მე-5 გარე სტრიქონებზე აისახება საანგარიშო თვეში განხორციელებული ბრუნვები, მე-3 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი ა”-ს 1-10 სტრიქონების მე-5 სვეტის ჯამი, ხოლო მე-4 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი ა”-ს 11-23 სტრიქონების მე-5 სვეტის ჯამი;

ე) მე-6 სტრიქონზე აისახება მიწოდების კორექტირების შედეგად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი თანხა, ხოლო მე-7 სტრიქონზე – მიწოდების კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა;

ვ) მე-8 სტრიქონზე აისახება საანგარიშო თვეში ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, რომლითაც შესაძლებელია შემცირდეს ბიუჯეტში შესატანი დღგ საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით. გადმოიტანება დანართი ბ”-ს სტრიქონი 6;

ზ) დეკლარაციის მე-9 გარე სტრიქონზე აისახება ადგილობრივი მომწოდებლის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა, რომელიც წარდგენილ იქნება საგადასახადო ორგანოში დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არა უგვიანეს 45 დღის განმავლობაში;

თ) მე-10 სტრიქონზე მიეთითება დღგ გადახდილი საქონლის იმპორტზე;

ი) მე-11 სტრიქონზე აისახება უკუდაბეგვრის წესით ბიუჯეტში გადახდილი დღგ, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ჩათვლის საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

კ) მე-12 სტრიქონზე აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის შემცირების თანხა კორექტირების შედეგად, რომელიც ექვემდებარება ბიუჯეტში გადახდას;

ლ) მე-13 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა საქონელზე/მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციაზე;

მ) მე-14 – 17 სტრიქონები გაანგარიშებითია. მე-16 და მე-17 სტრიქონებზე მოცემული თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას;

ნ) მე-18 და მე-19 სტრიქონები ივსება მხოლოდ დეკემბრის თვის დეკლარაციაში. საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ხდება წლის განმავლობაში თვეების მიხედვით საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განხორციელებული ჩათვლების დაზუსტება. თუ დაზუსტებული ჩასათვლელი თანხა ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებულ ჩათვლებზე, სხვაობა აისახება მე-18 სტრიქონზე, ხოლო თუ დაზუსტებული თანხა მეტია წლის განმავლობაში განხორციელებულ ჩათვლებზე სხვაობა აისახება მე-19 სტრიქონზე. აღნიშნული თანხები აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

4. დანართი ა”:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) მე-2 სვეტში მითითებულია დღგ-ის 20(18) და ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება საქონლის/მომსახურების ღირებულება საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლით განსაზღვრული თანხიდან გამომდინარე;

დ) მე-7, მე-8 სტრიქონებზე აისახება დღგ-ის თანხა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;

ე) მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთი   (1 ივლისამდე განხორციელებულ ოპერაციებზე 20%-ის ოდენობით, ხოლო 1 ივლისიდან 18%-ის ოდენობით);

ვ) მე-5 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა მე-3 სვეტში მითითებული ბრუნვიდან გამომდინარე.

5. დანართი ბ”:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) პირველ სტრიქონზე აისახება დღგ-ის საერთო ჩასათვლელი თანხიდან (მათ შორის, დღგ ადგილობრივი მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, საქონლის იმპორტზე გადახდილი დღგ საბაჟო დეკლარაციების მიხედვით, უკუდაბეგვრით გადახდილი დღგ და კორექტირების შედეგად დამატებით ჩასათვლელი დღგ) დასაბეგრ ოპერაციებზე მიკუთვნებული თანხა;

გ) მე-2 სტრიქონზე აისახება დასაბეგრი და გადასახადისაგან გათავისუფლებული ოპერაციების მიხედვით გაუმიჯნავი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა, რომელიც განისაზღვრება საანგარიშო თვის საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით;

დ) მე-3 სტრიქონზე მიეთითება დღგ-ის თანხა, რომელიც ადრე გადახდილი იქნა საქონელზე, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის გამოყენების უფლება არ დასტურდებოდა დოკუმენტებით და შესაბამისად ასახული იყო დეკლარაციის ა” დანართში;

ე) მე-4 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის გადამხდელთან არსებულ საქონლის/მომსახურების ნაშთზე საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის ე” პუნქტით დადგენილი შეზღუდვების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის 45-დღიანი ვადის) გათვალისწინებით;

ვ) მე-5 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა, რომლითაც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დასაშვებია შემცირებულ იქნეს ბიუჯეტში შესატანი დღგ. მაგალითად, საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის შესაბამისად მიკუთვნებულ იყო გათავისუფლებულ ბრუნვებზე, მაგრამ შემდგომში გამოყენებულ იქნა დასაბეგრ ოპერაციაზე;

ზ) მე-6 სტრიქონის ჯამი გადაიტანება დეკლარაციის III განაყოფის მე-8 სტრიქონზე.

6. დანართი გ” ივსება ცნობისათვის:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) პირველ სვეტში მიეთითება იმ ოპერაციების საფუძველი – საკანონმდებლო ბაზა, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია ჩანაწერები მე-2, მე-3, მე-4 სვეტებში. მიეთითება საგადასახადო კოდექსის მუხლი, ნაწილი, პუნქტი, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოიყოფა წილადის ხაზით.

მაგალითად:

სამედიცინო მოსახურების გაწევა ჩაიწერება შემდეგნარიად: 230/1/უ, სადაც 230 – არის საგადასახადო კოდექსის მუხლი, 1 – არის ამ მუხლის ნაწილი, ხოლო უ” პირველი ნაწილის პუნქტი;       

გ) მე-2 სვეტში მიეთითება საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად და/ან საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად საერთაშორისო ხელშეკრულების ძალის მქონე აქტით გადასახადისაგან გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების ღირებულება;

დ) მე-3 სვეტში მიეთითება საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომელიც არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მათ შორის:

დ.ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;

დ.ბ) აქტივების მიწოდება სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალში;

დ.გ) დაუბრუნებელი საბრუნავი ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში (გარდა საცალო ვაჭრობისა) საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

დ.დ) საწარმოს ან მისი დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება საგადასახადო კოდექსის 226-ე მუხლის შესაბამისად;

ე) მე-4 სვეტში მიეთითება ოპერაციის თანხა, რომელიც არ ითვლება საქართველოში განხორციელებულად საგადასახადო კოდექსის 239-ე და 240-ე მუხლების შესაბამისად.    

7. დანართი დ”:

ა) დანართის ყოველ გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) დანართის პირველ ნაწილში აისახება გადამხდელის მიერ გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის კორექტირების;

გ) დანართის მე-2 განაყოფში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩათვლაში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის ე” პუნქტით დადგენილი შეზღუდვების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის 45-დღიანი ვადის) გათვალისწინებით.