დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • Word
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1048
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 11/09/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 17/09/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.822
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1048
11/09/2007
სსმ, 130, 17/09/2007
200.110.000.22.033.010.822
დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (17/09/2007 - 17/01/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.010.822

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1048

2007 წლის 11 სექტემბერი

ქ. თბილისი

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული სახით:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმა (დანართი №1);

ბ) ინსტრუქცია ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ (დანართი №2).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან.

ნ. გილაური

                                                                                              დანართი N 1

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი

 

 

 

 

დღგ-ის სერთიფიკატის N

 

 

 

 

 

ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი

 

 

 

 

 

დამატებული ღირებულების გადასახადის  დეკლარაცია

განაყოფი I.

 

დეკლარაციის სახე

 

/

 

 

 

თვე სიტყვიერად

წელი

 

 

 

 

 

 

 

წარედგინება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                   (საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

საქართველოს საწარმო  

 

 

 

ინდივიდუალური მეწარმე 

 

 

 

უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულება

 

 

 

სხვა პირი

 

 

 

(საჭირო აღნიშნეთ V ნიშნით)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(საწარმოს სრული დასახელება/ინდ.მეწარმის გვარი, სახელი)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

  მისამართი: ბინა, კორპუსი, ქუჩა, ქალაქი/რაიონი                       საკონტაქტო ტელეფონი

 

მოცემული დეკლარაცია შედგენილია

 

 

 

 

 

ფურცელზე

 

ნდართული დამადასტურებელი დოკუმენტები

 

 

 

 

გვერდი

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ:

 

საწარმოს ხელმძღვანელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი) --------------------  ---------------       

                                                                     (სახელი, გვარი)      (ხელმოწერა)                             თარიღი

 

განაყოფი II. ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ

 

აღნიშვნა გაანგარიშების წარმოდგენის შესახებ:

 

დეკლარაცია წარმოდგენილია             ფოსტით        

 

 

ინტერნეტით

 

 პირადად

 

 

მოცემულიდეკლარაცია  შედგენილია 

 

 

 

ფურცელზე

თანდართული დამადასტურებელი დოკუმენტები

 

 

 

გვერდი

 

წარმოდგენის თარიღი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეგისტრაციის ნომერი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

–––––––––––––––     ––––––––––––––––

(სახელი, გვარი)                    (ხელმოწერა)

 

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                  გვერდი

 

 

 

 

განაყოფი III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშება

 

დასაბეგრი ოპერაციები

დღგ-ის გადასახდელი თანხა

დღგ-ის შესამცი

რებელი თანხა

1

2

3

დღგ დარიცხული ბრუნვაზე საგადასახადო პერიოდის განმავლობაში

1

 

 

 18% განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა

0-ვანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა

2

 

 

 

 

3

 

ბრუნვა, რომელიც არ განიხილება დღგ–ით დასაბეგრად ან/და საქართველოში განხორციელებულად

4

 

 

დღგ-საგან გათავისუფლებული ბრუნვა

5

 

დღგ ბრუნვის კორექტირებაზე

6

 

 

 7  

 

 

დღგ-ის ჩასათვლელი (შესამცირებელი)  თანხა

 

 

 

დღგ გადახდილი ადგილობრივი მომწოდებლებისათვის

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

დღგ გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე

10

 

 

 უკუდაბეგვრის წესით გადახდილი დღგ

11

 

 

დღგ–ის თანხა, რომელიც ადრე გადახდილი იქნა საქონელზე, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის გამოყენების უფლება არ დასტურდებოდა დოკუმენტებით

 

12

 

დღგ ჩასათვლელი თანხის კორექტირებით

13

 

 

14

 

 

 

დღგ-ის თანხა საქონელზე/ მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას, რადგან საქონელი/მომსახურება არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციებზე.

15

 

 

 

 

ჯამი

16

 

17

 

სულ გამოანგარიშებულია ბუჯეტში გადასახდელად (სტ.16-სტ.17, როცა სტ.16>სტ.17)

18

 

 

 

 

სულ გამოანგარიშებულია შესამცირებლად (სტ.17-სტ.16, როცა სტ.17>სტ.16)

 

 

 

19 

 

 

ივსება დეკემბრის თვის დეკლარაციაში:

 

 

დღგ საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტებით

20

 

21

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საწარმოს ხელმძღვანელი          ------------------------  ------------------- 

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი)                   (სახელი, გვარი)                   (ხელმოწერა)                                              თარიღი

 

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                       გვერდი

 

 

 

 

 

დანართი „ა“. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები

 

 

ოპერაციის შინაარსი

დასაბეგრი ბრუნვა

დღგ-ის განაკვეთი

დღგ-ის თანხა

 

 

 

 

 

1

2

3

4

5

1

საქონლის მომსახურების მიწოდება კომპენსაციით

 

18

 

2

საქონლის/მომსახურების მიწოდება კომპენსაციის გარეშე

 

18

 

3

არაეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებული საქონელი /მომსახურება რომელზეც ადრე განხორციელდა ჩათვლა

 

18

 

4

საქონლის დანაკლისი

 

18

 

5

საქონლის ექსპორტი, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის გამოყენების უფლება არ დასტურდება დოკუმენტურად

 

18

 

6

სხვა დასაბეგრი ოპერაციები

 

18

 

7

ექსპორტის საბაჟო რეჟიმში გატანილი საქონელი, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის გამოყენების უფლება დასტურდება დოკუმენტურად

 

0

 

8

საქონლის/მომსახურების მიწოდება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 232–ე მუხლით გათვალისწინებულ  პირთათვის

 

0

 

9

საერთაშორისო გადაზიდვა/გადაყვანა

 

0

 

10

ელექტროენერგიის მიწოდება, გადაცემა, დისპეტჩერიზაცია

 

0

 

11

ცალკეული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გთვალისწინებული პროექტის ფარგლებში მიწოდებული საქონელი /მომსახურება

 

0

 

12

ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი სხვა ოპერაციები

 

0

 

13

სულ

 

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

საწარმოს ხელმძღვანელი

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი)------------------ -----------------   ------ -------- ----------------

                                                                                      (სახელი, გვარი)    (ხელმოწერა)                                        თარიღი

 

 

გსნ

 

 

 

 

 

 

 

 

 

გვერდი

 

 

 

 

დანართი „ბ“. დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი

ნაწილი I

 

N

 

 

დასაბეგრ ოპერაციებზე (მ.შ. 0–ვანი განაკვეთით) გამოწერილი ანგარიშ–ფაქტურები (მ.შ კორექტირების)

 

სერია

ნომერი

გამოწერის თარიღი

მყიდველის /მიმღების ს/ნ

დღგ–ის თანხა

ანგარიშ–ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს

 

 

 

 

 

გადასახდელი (მათ შორის, კორექტირების შედეგად დამატებით გადასახდელი)

კორექტირების შედეგად შესამცირებელი

 

სერია

ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი II

 

N

 

 

შეძენილ საქონელზე  (მ.შ. 0–ვანი განაკვეთით)  მომწოდებლის მიერ გამოწერილი  საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურები (მ.შ კორექტირების)

 

სერია

ნომერი

გამოწერის თარიღი

მომწოდებლის ს/ნ

დღგ–ის თანხა

ანგარიშ–ფაქტურა, რომლის კორექტირებაც წარმოებს

 

 

 

 

 

ჩასათვლელი, მათ შორის, კორექტირების შედეგად დამატებით ჩასათვლელი

კორექტირების შედეგად შესამცირებელი

 

სერია

ნომერი

1

2

3

4

5

6

7

8

9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი III

 

N

 

 

საქონლის იმპორტზე გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციები

 

შეფასების ნომე

შეფასების თარიღი

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობასა და სისრულეს ვადასტურებ

 

საწარმოს ხელმძღვანელი ---------------------      --------------------   ------ ------ -------------

/ინდ.მეწარმე (წარმომადგენელი)       (სახელი, გვარი)                          (ხელმოწერა)                     თარიღი

 

                                                                                                       დანართი N2

 

ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა

დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ

წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად. დღგ-ის დეკლარაციის დადგენილი ფორმით წარმოდგენა და მისი შევსების წესების დაცვა სავალდებულოა დღგ-ის გადამხდელისათვის.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. დღგ-ის დეკლარაციის წარმოდგენა ევალებათ პირებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან დღგ-ის გადამხდელებად. აღნიშნული პირები ყოველი თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა დღგ-ის დეკლარაციას წარადგენენ საგადასახადო ორგანოში საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით.

2. დეკლარაციები წარედგინება საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით.

3. თუ მიმდინარე საგადასახადო პერიოდში დადგინდა რომ წინა საგადასახადო პერიოდში დეკლარაციაში არ იქნა ან არასრულად იქნა ასახული მონაცემები, რამაც გამოიწვია დასაბეგრი ბაზის, გადასახადის განაკვეთის, ჩასათვლელი თანხის ან სხვა სახის შეცდომები, მისი დაზუსტება ხდება შესაბამისი გასული პერიოდების დეკლარაციების წარმოდგენის გზით, ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. გასწორებული დეკლარაციები წარმოდგენილ უნდა იქნეს იმ საგადასახადო პერიოდში მოქმედი ფორმით, რომელი პერიოდის დღგ-ის გადაანგარიშებაც ხდება.

4. დღგ-ის დეკლარაციის შევსება ხდება გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების მონაცემთა საფუძველზე.

5. დამაგროვებელ უწყისებში სხვადასხვა განაკვეთით (0%, 18%) დასაბეგრი, აგრეთვე გათავისუფლებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ოპერაციების აღრიცხვა უნდა წარმოებდეს ცალ-ცალკე.

6. დეკლარაციის წარმოდგენის და შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვადა, რომელიც ემთხვევა გამოსასვლელ (არასამუშაო) და სადღესასწაულო დღეებს, გადაიტანება პირველ სამუშაო დღეს.

7. დეკლარაციის ფოსტით გაგზავნისას მისი წარდგენის დღედ ითვლება დაზღვეული წერილის გაგზავნის თარიღი, რომელშიც მოცემულია გზავნილის აღწერილობა. ელექტრონული ფორმით დეკლარირების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის გაგზავნის თარიღი.

8. დეკლარაციის ჩანაწერების უტყუარობა და სისრულე დადასტურებულ უნდა იქნეს საწარმოს ხელმძღვანელის, ხოლო ინდ. მეწარმის შემთხვევაში – ინდ. მეწარმის ხელმოწერით, ან მათი კანონიერი ან უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და თარიღის აღნიშვნით.

9. საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი გაანგარიშება ხდება სრულ ლარებში. ამ მიზნით საგადასახადო ვალდებულება 1 ლარამდე ნულდება.

10. საქონლის ექსპორტისას ნულოვანი განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში დეკლარაციასთან ერთად საგადასახადო ორგანოს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ექსპორტის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ აღნიშნული დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, საექსპორტო ბრუნვის ამ ნაწილზე გაანგარიშებულ უნდა იქნეს ბიუჯეტში გადასახდელი დღგ-ის თანხა.

11. დეკლარაციის შევსება წარმოებს გარკვევით, მელნით, ბურთულიანი ავტოკალმით ან კომპიუტერის გამოყენებით.

12. დეკლარაციაში, სადაც მითითებულია ლოგიკური ფორმულები, შეიტანება აღნიშნული ფორმულების მიხედვით განსაზღვრული მონაცემები. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტური მიზეზის გამო დასახელებულ სტრიქონებში შეიტანება განსხვავებული მონაცემი, გადამხდელი ვალდებულია აღნიშნულზე დეკლარაციაში გააკეთოს სათანადო შენიშვნა.

13. დეკლარაციაში მონაცემები უნდა აისახოს იმდაგვარად, რომ დღგ-ის განსაზღვრასთან დაკავშირებული არც ერთი ელემენტი არ იქნეს გამოტოვებული ან ზედმეტად ჩართული.

14. დეკლარაციის შევსება ხდება დღგ-ის გადამხდელის მიერ გარდა იმ განაყოფისა, რომელიც ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ.

15. დღგ-ის დეკლარაცია მოიცავს 3 განაყოფს:

ა) I. სატიტულო ნაწილს;

ბ) II. საგადასახადო ორგანოს აღნიშვნას დეკლარაციის წარმოდგენის თაობაზე;

გ) III. დღგ-ის საერთო თანხის გაანგარიშებას და ორ დანართს: დანართი „ა“ – დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები; დანართი „ბ“ – დასაბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების რეესტრი.

    მუხლი 2. დეკლარაციის შევსების წესი

1. დეკლარაციის I განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გვერდის რიგითი ნომერი, დღგ-ის გადამხდელის სერტიფიკატის ნომერი და ეკონომიკური საქმიანობის (NACE) კოდი;

ბ) სტრიქონში დეკლარაციის სახეჩაიწერება ციფრი 1, თუ დეკლარაცია გასული საგადასახდო პერიოდისაა, ხოლო ციფრი 2– თუ შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაციაა. წილადის შემდეგ ორ უჯრაში ჩაიწერება იმ თვის რიგითი ნომერი ციფრებით (01-დან 12-მდე) და თვე – სიტყვიერად, რომლის დეკლარაციასაც ან დაზუსტებას იგი წარმოადგენს. მაგალითად, თუ დეკლარაცია წარმოადგენს მაისის თვის დაზუსტებულ დეკლარაციას, ჩანაწერს ექნება სახე 2 /05, სადაც 2 ნიშნავს, რომ დეკლარაცია არის არა პირველადი, არამედ დაზუსტებული, ხოლო 05 ნიშნავს, რომ აღნიშნული დეკლარაციით ხორციელდება მეხუთე – მაისის თვის შესწორება;

გ) სტრიქონზე საგადასახადო ორგანოს დასახელება– მიეთითება ტერიტორიული საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება, რომელსაც წარედგინება დეკლარაცია.

დ) სტრიქონზე საწარმოს სრული დასახელებამიეთითება გადამხდელის სრული დასახელება მისი სადამფუძნებლო დოკუმენტების მიხედვით. დასახელებაში ლათინური ტრანსკრიფციის არსებობისას იგი ასევე აღინიშნება. ინდ. მეწარმის შემთხვევაში მიეთითება მისი სახელი და გვარი სრულად (შემოკლების გარეშე), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად;

ე) დეკლარაციის უტყუარობა და სისრულე დასტურდება გადამხდელის ან მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. ამასთან, მიეთითება სახელი და გვარი სრულად და ხელმოწერის თარიღი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

ვ) იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის წარმოდგენა ხდება საწარმოს უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, დეკლარაციასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა, ხოლო ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ – ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა.

2. განაყოფი II ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ. იგი მოიცავს მონაცემებს დეკლარაციის წარმოდგენის შესახებ, კერძოდ, დეკლარაციის:

ა) წარმოდგენის ფორმას – ფოსტით, ინტერეტით თუ წარმოდგენილია პირადად;

ბ) გვერდების და დანართების რაოდენობას;

გ) წარმოდგენის თარიღს;

დ) საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერს;

ე) საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის სახელსა და გვარს, რომელმაც მიიღო დეკლარაცია, დასტურდება მისი ხელმოწერით.

3. III განაყოფში:

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) პირველ სტრიქონზე აისახება საანგარიშო თვეში განხორციელებულ ბრუნვაზე დარიცხული დღგ. გადმოიტანება დანართი -ს მე-13 სტრიქონი;

გ) დეკლარაციის   მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 გარე სტრიქონებზე აისახება საანგარიშო თვეში განხორციელებული ბრუნვები, მათ შორის, მე-2 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი -ს 1-6 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი. ხოლო მე-3 სტრიქონზე გადმოიტანება დანართი -ს 7-12 სტრიქონების მე-3 სვეტის ჯამი, მე-4 სტრიქონზე მიეთითება საქონლის/მომსახურების ღირებულება, რომელიც არ ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, მათ შორის:

გ.ა) აქტივების მიწოდება საწარმოს რეორგანიზაციის შემთხვევაში;

გ.ბ) აქტივების მიწოდება სხვა საწარმოს საწესდებო და საემისიო კაპიტალში;

გ.გ) დაუბრუნებელი საბრუნავი ტარა საქონლის მიწოდებიდან 90 დღის განმავლობაში (გარდა საცალო ვაჭრობისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 225-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;

გ.დ) საწარმოს ან მისი დამოუკიდებლად მოქმედი ქვედანაყოფის მიწოდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 226-ე მუხლის შესაბამისად;

დ) მე-6 სტრიქონზე აისახება მიწოდების კორექტირების შედეგად ბიუჯეტში დამატებით გადასახდელი თანხა, ხოლო მე-7 სტრიქონზე – მიწოდების კორექტირების შედეგად შესამცირებელი დღგ-ის თანხა;

ე) მე-8 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა, რომლითაც შესაძლებელია შემცირდეს (ჩაითვალოს) საანგარიშო თვეში ბიუჯეტში შესატანი დღგ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით (მათ შორის დღგ-ის გადამხდელად ხელახალი რეგისტრაციის მომენტისათვის რეგისტრაციის გაუქმებისას დღგ-ით დაბეგრილი საქონლის ნაშთებზე).

ვ) დეკლარაციის მე-9 გარე სტრიქონზე აისახება ადგილობრივი მომწოდებლის მიერ წარდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი/გადასახდელი დღგ-ის თანხა, რომელიც წარდგენილ იქნება საგადასახადო ორგანოში დღგ-ის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს 45 დღის განმავლობაში; ამასთან, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის პერიოდი იწურება შესაბამის თვეში დღგ-ს დეკლარაციის წარდგენის ვადამდე, მაშინ არა უგვიანეს აღნიშნული ვადისა;

ზ) მე-10 სტრიქონზე მიეთითება დღგ გადახდილი საბაჟო ოპერაციებზე.

თ) მე-11 სტრიქონზე აისახება უკუდაბეგვრის წესით ბიუჯეტში გადახდილი დღგ, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას, ამასთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად ჩათვლის საფუძველს წარმოადგენს აღნიშნული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ი) მე-12 სტრიქონზე მიეთითება დღგ-ის თანხა, რომელიც ადრე გადახდილი იქნა საქონელზე, რომელზეც ნულოვანი განაკვეთის გამოყენების უფლება არ დასტურდებოდა დოკუმენტებით და შესაბამისად ასახული იყო დეკლარაციის დანართში;

კ) მე-13 სტრიქონზე აისახება შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლილი დღგ-ის კორექტირების შედეგად ბიუჯეტში გადასახდელი დღგ (ჩათვლილი თანხის შემცირების შემთხვევაში), ხოლო მე-14 სტრიქონზე  –  ბიუჯეტში შესატანი დღგ-ის შესამცირებელი დღგ-ის თანხა (ჩათვლილი თანხის გაზრდის შემთხვევაში); 

ლ) მე-15 სტრიქონზე აისახება დღგ-ის თანხა საქონელზე/ მომსახურებაზე, რომელიც ჩათვლილი იყო ადრე და ექვემდებარება აღდგენას, რადგან არ იქნა გამოყენებული დასაბეგრ ოპერაციაზე;

მ) მე-16-19 სტრიქონები გაანგარიშებითია. მე-18 და მე-19 სტრიქონებზე მოცემული თანხა ექვემდებარება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვას;

ნ) მე-20 და მე-21 სტრიქონები ივსება მხოლოდ დეკემბრის თვის დეკლარაციაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად ხდება წლის განმავლობაში თვეების მიხედვით საერთო ბრუნვის თანხაში დასაბეგრი ბრუნვის ხვედრითი წონის მიხედვით განხორციელებული ჩათვლების დაზუსტება. თუ დაზუსტებული ჩასათვლელი თანხა ნაკლებია წლის განმავლობაში განხორციელებულ ჩათვლებზე, სხვაობა აისახება 20-ე სტრიქონზე, ხოლო თუ დაზუსტებული თანხა მეტია წლის განმავლობაში განხორციელებულ ჩათვლებზე სხვაობა აისახება 21-ე სტრიქონზე. აღნიშნული თანხები აისახება გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

4. დანართი

ა) მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

ბ) მე-2 სვეტში მითითებულია დღგ-ის 18%-იანი და ნულოვანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები;

გ) მე-3 სვეტში მიეთითება დასაბეგრი ბრუნვის თანხა საქონელსა და მომსახურებაზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 227-ე მუხლით განსაზღვრული თანხიდან გამომდინარე;

დ) მე- 4 სვეტში მიეთითება დღგ-ის განაკვეთები;

ე) მე-5 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა მე-3 სვეტში მითითებული ბრუნვიდან გამომდინარე.

5. დანართი “.

ა) დანართის I და II ნაწილების მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ დეკლარაციის ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში;

ბ) დანართის ყოველ გვერდზე მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და გვერდის რიგითი ნომერი;

გ) დანართის პირველ ნაწილში აისახება გადამხდელის მიერ გამოწერილი ყველა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, მათ შორის კორექტირების;

დ) დანართის მე-2 ნაწილში აისახება საანგარიშო პერიოდში ჩათვლაში გამოყენებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 247-ე მუხლის მე-4 ნაწილის ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვების (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის 45-დღიანი ვადის) გათვალისწინებით.

ე) დანართის მესამე ნაწილში აისახება ჩათვლაში გამოყენებული განხორციელებულ იმპორტზე „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის,  რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის 1776 ბრძანების მიხედვით გამოწერილი სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის მონაცემები: სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის „B“ გრაფაში მითითებული შეფასების ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და გადახდილი დღგ-ის თანხა.