“დამატებულ ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

  • Word
“დამატებულ ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 929
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 106, 09/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2007
სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.047
  • Word
929
04/08/2006
სსმ, 106, 09/08/2006
200.110.000.22.033.009.047
“დამატებულ ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქცის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.009.047

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №929

2006 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 3 თებერვლის №57 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №14, მუხ. 145) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული ,,დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. იმ შემთხვევაში, თუ საანგარიშო პერიოდში არ არის განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები, დეკლარაციები წარედგინება საგადასახადო ორგანოს საგადასახადო კოდექსის 95-ე მუხლის გათვალისწინებით“.

ბ) მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) დანართის მესამე ნაწილში აისახება ჩათვლაში გამოყენებული განხორციელებულ იმპორტზე ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანების მიხედვით გამოწერილი საბაჟო-სატვირთო დეკლარაციის მონაცემები: საბაჟო-სატვირთო დეკლარაციის ,,B“ გრაფაში მითითებული შეფასების ,,A“ ნომერი (მხოლოდ ციფრები), თარიღი და გადახდილი დღგ-ს თანხა.“

2. ბრძანებით დამტკიცებული ,,დამატებული ღირებულების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის“ მე-3 განაყოფის ,,დასბეგრ ოპერაციებზე და ჩათვლებზე გამოყენებული საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების რეესტრის“ (დანართი ,,დ“) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქონლის იმპორტზე

გამოწერილი საბაჟო-სატვირთო

დეკლარაციები

 

 

შეფასების ნომერი

შეფასების თარიღი

დღგ-ის თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი