დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 13/05/2011 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 110513006, 18/05/2011 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2011 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016028 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/05/2011 - 03/05/2012)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №35/04
2011 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 45- ე და 47 -ე მუხლების შესაბამისად, საფინანსო სექტორის სამომხმარებლო ბაზარზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სისტემური რისკის კონტროლის, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებისა და პოტენციური რისკების შემცირების მიზნით, ვბრძანებ :
დამტკიცდეს კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 ივნისიდან.
გ. ქადაგიძე
კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი არეგულირებს კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირებისათვის სამომხმარებლო კრედიტის გაცემისა და სადეპოზიტო მომსახურების გაწევის დროს სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს.
2. ამ წესის შემუშავების მიზანია ქვეყანაში საბაზრო დისციპლინის განმტკიცებისა და სამომხმარებლო ბაზრის ეკონომიკური ეფექტიანობის ზრდის, ასევე, საბანკო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის და კომერციული ბანკების მიერ შეთავაზებული საბანკო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომხმარებლის მიერ ახალი ფინანსური პროდუქტების აქტიურ გამოყენებას, ასევე საკრედიტო რისკების შემცირებას.
3. ეს წესი ვრცელდება ფიზიკური პირებისათვის ყველა სახის სამომხმარებლო კრედიტის, მათ შორის , ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათის გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებზე, როდესაც კრედიტის მთლიანი თანხა აღემატება 300 (სამას) ლარს და ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარზე (ან მის ე კვივალენტს სხვა ვალუტაში), ასევე, ფიზიკური პირების ყველა სახის სადეპოზიტო ხელშეკრულებებზე, რომელთა პირველადი შენატანი ნაკლებია 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარზე (ან მის ე კვივალენტს სხვა ვალუტაში).
4. ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის (შემდგომში – ბანკი) .
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი
ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები :
ა) მომხმარებელი _ საბანკო მომსახურების, გარდა სავაჭრო, სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, მიმღები ან ასეთი განზრახვის მქონე ფიზიკური პირი;
ბ) საპროცენტო განაკვეთი _ საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე;
გ) საჯარო ინდექსი – ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ;
დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული;
ე) ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი – საპროცენტო განაკვეთი, რომელიც ფიქსირდება ხელშეკრულებაში და უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის მანძილზე ან რომლის ცვლილება შესაძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული გარემოებების, გარდა საჯარო ინდექსის ცვლილების გარემოებისა, დადგომის შემთხვევაში . საპროცენტო განაკვეთის ცვლილებად არ მიიჩნევა ხელშეკრულებაში წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე საპროცენტო განაკვეთის ავტომატური ცვლილება;
ვ) სამომხმარებლო კრედიტი (შემდგომში – კრედიტი) – ბანკის მიერ ფიზიკურ პირზე მიზნობრივად პირადი მოხმარებისთვის გაცემული კრედიტი;
ზ) კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – კრედიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი , მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;
თ) დეპოზიტი – ბანკში მომხმარებლის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომელსაც ერიცხება სარგებელი;
ი) დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი _ დეპოზიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით;
კ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს. ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-6 მუხლში;
ლ) კრედიტის მთლიანი თანხა – საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი მისაღები თანხის მაქსიმალური შესაძლო ოდენობა;
მ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება ბანკსა და მომხმარებელს შორის, რომლის მიხედვითაც ბანკი კრედიტს გასცემს უშუალოდ საქონლის ან მომსახურების მიწოდების სხვა წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული შეთანხმების დაფინანსებისათვის;
ნ) ნაღდი ანგარიშსწორების ფასი – დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების დროს საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მონაწილე მომხმარებელი გადაუხდიდა საქონლის მიმწოდებელს საკუთარი სახსრებით ანგარიშსწორების შემთხვევაში ბანკის კრედიტის გამოყენების გარეშე;
ო) ხელშეკრულების თავსართი – ხელშეკრულების ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. თავსართის ნიმუშები მოცემულია ამ წესის დანართ №5–ში;
პ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება – საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომი თანხა აღემატება მის მიმდინარე ანგარიშზე, მათ შორის, საბარათე ანგარიშზე, არსებულ სახსრებს;
მუხლი 3. ბანკის ვალდებულება
1. ბანკმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საბანკო მომსახურების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
2. ბანკის მიერ არ უნდა მოხდეს საბანკო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის განცხადება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი.
3. ბანკს უნდა ჰქონდეს პრეტენზიების მიღების/განხილვის სტანდარტული წერილობითი პროცედურა. ბანკი უფლებამოსილია დამატებით იქონიოს პრეტენზიების მიღების/განხილვის სტანდარტული ელექტრონული პროცედურა. ბანკი ვალდებულია:
ა) მიიღოს პრეტენზიები მომხმარებლისგან ზეპირი, სტანდარტული წერილობითი და/ან ასეთის არსებობის შემთხვევაში ელექტრონული და სხვა ფორმებით;
ბ) იქონიოს პრეტენზიის წარდგენის სტანდარტული წერილობითი ფორმა, რომელსაც შესთავაზებს მომხმარებელს პრეტენზიის წარდგენის სურვილის შემთხვევაში;
გ) პრეტენზიის, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, მიღებისას პრეტენზიის განმცხადებელს წერილობით/ელექტრონულად დაუდასტუროს პრეტენზიის მიღება;
დ) პრეტენზიის შესწავლის დასრულების შემდეგ პრეტენზიის განმცხადებელს, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, დაუყოვნებლივ წერილობით/ელექტრონულად აცნობოს შესწავლის შედეგები და, სადაც შესაძლებელია, პრეტენზიის გადაწყვეტის პირობების შეთავაზება;
ე) იმ შემთხვევაში, როდესაც იღებს ზეპირ პრეტენზიას, შესთავაზოს მომხმარებელს მისი ალტერნატივა პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმით გამოხატვის სახით;
ვ) მუდმივად ჰქონდეს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, განახლებული ჩანაწერები, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას: პრეტენზიის განმცხადებელი მომხმარებლის მონაცემები, პრეტენზიის ხასიათი, ბანკის პასუხის შინაარსი, პრეტენზიაში დაფიქსირებული პრობლემის გადაჭრისათვის განხორციელებული ღონისძიებები და საბოლოო შედეგი. მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები უნდა მიეწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს;
ზ) აწარმოოს ამ წესის დანართ №4–ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები საქართველოს ეროვნულ ბანკს. მიწოდებულ მონაცემებში უნდა შედიოდეს გასული თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიღებული პრეტენზიების სტატისტიკა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება ბანკზე იმ შემთხვევაში თუ:
ა) ბანკს უკვე განხილული აქვს იმავე მომხმარებლის ანალოგიური შინაარსის პრეტენზია;
ბ) მომხმარებლის პრეტენზია ეხება ბანკის უარს მომხმარებლისთვის კრედიტის გაცემაზე/დეპოზიტის მიღებაზე;
გ) პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომელიც განპირობებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. ბანკი ვალდებულია ამ წესით განსაზღვრულ ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“ და მასში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მომხმარებლისათვის ადვილად აღსაქმელი შრიფტის ზომით. ხელშეკრულების თავსართში ბანკმა უნდა განათავსოს შემდეგი წინადადება: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.№bg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 406 406”.
6. ბანკი ვალდებულია ამ წესით რეგულირებულ საკრედიტო ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ვ“, „კ“, „ლ“, „მ“, „პ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, პრეტენზიის წარდგენის არსებული ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
7. ბანკი ვალდებულია ამ წესით რეგულირებულ სადეპოზიტო ხელშეკრულებების თავსართში განათავსოს მხოლოდ ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „გ“, „ვ“, „ზ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე, პრეტენზიის წარდგენის არსებული ფორმების ჩამონათვალი და ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია.
8. ბანკი ვალდებულია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის წესში გამოიყენოს მხოლოდ საჯარო ინდექსი.
9. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს კრედიტის გაცემას უცხოური ვალუტით, ბანკმა ხელშეკრულების თავსართში უნდა გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“, ასევე ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
10. იმ შემთხვევაში, როდესაც სადეპოზიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს დეპოზიტის უცხოური ვალუტით განთავსებას, ბანკმა ხელშეკრულების თავსართში უნდა გააკეთოს ჩანაწერი შემდეგი ფორმულირებით: „უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“. აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს“, ასევე, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
11. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მიერ ბანკში თანხის შეტანის დღე ემთხვევა უქმე დღეს, ბანკმა მომხმარებლისგან შენატანი უნდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს ყოველგვარი დამატებითი პირგასამტეხლოს დარიცხვის გარეშე.
12. ბანკი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც მომხმარებლის შემოსავლები არ არის ჰეჯირებული სავალუტო კურსის ცვლილების მიმართ. ასევე უცხოური ვალუტით დეპოზიტის განთავსების შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი პირობების მქონე პროდუქტზე ეროვნული ვალუტით.
13. იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში მოცემული პირობების ბანკის მიერ ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს ხელშეკრულების თავსართში.
14. ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებელს გააცნოს ხელშეკრულებაში ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად მოცემული ფინანსური ხარჯები და თანხმობის შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება.
მუხლი 4. სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია
1. საკრედიტო/სადეპოზიტო მომსახურების ხელშეკრულება უნდა იყოს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ბანკმა მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი და სადაც ეს შეუძლებელია, ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებაში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო რეკვიზიტების გარდა მოცემული უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაცია.
2. საკრედიტო ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:
ა) კრედიტის ვადა;
ბ) კრედიტის მთლიანი თანხა;
გ) კრედიტის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა;
დ) კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე თითოეული გარემოების მითითებით;
ე) კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე, მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი;
ვ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ის ინდექსი, რომელზეც კრედიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
ზ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც კრედიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
თ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მომხმარებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ;
ი) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;
კ) კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე;
ლ) საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში დანართი №1 -ით გათვალისწინებული ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
მ) უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №1–ში მოცემული ლარის შესაძლო 15% -იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
ნ) სადაც შესაძლებელია, კრედიტის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა; შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს სულ მცირე თანხობრივად;
ო) კრედიტის გაცემასთან და შენარჩუნებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;
პ) ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
ჟ) ის დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
რ) შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;
ს) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;
ტ) წინასწარ კრედიტის დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი;
უ) ბანკში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე , ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა , ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები;
ფ) დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში, იმ საქონლის /მომსახურების ნაღდი ანგარიშსწორების ფასი, რომლის შესყიდვასაც აფინანსებს დაკავშირებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტი. ასევე, აღნიშნული საქონლის/მომსახურების ფასი, რომელსაც მომხმარებელი იხდის დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების შედეგად;
ქ) იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ბანკისგან იღებს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო მომსახურების მიღებისათვის სავალდებულო სხვა სახის დამატებით მომსახურებას, ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნული დამატებითი მომსახურების მიღებასთან.
ვ) სადეპოზიტო ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:
ა) დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე თითოეული გარემოების მითითებით;
ბ) დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში , ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესები ს მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები და მოსალოდნელი ცვლილებები ს მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი;
გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ის ინდექსი, რომელზეც დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული;
დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული ;
ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი.
ვ) დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე;
ზ) უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №2–ში მოცემული ლარის შესაძლო 15%–იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;
თ) ის დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;
ი) ვადიანი დეპოზიტის ხანგრძლივობა, ვადის მითითებით;
კ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და ასახვის წესი – დარიცხვის დაწყების პორობები, ასევე, რა პერიოდულობით ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და ასახვა;
ლ) მინიმალური მოთხოვნები დეპოზიტის გახსნისათვის, მინიმალური მოთხოვნები განცხადებული საპროცენტო სარგებლის მიღებისათვის;
მ) სადეპოზიტო პროდუქტის ფინანსური ხარჯები;
ნ) ვადიანი დეპოზიტის სხვა პირობები: ვადები, თანხის ადრეულ გამოტანასთან დაკავშირებული საურავები და გადასახდელები, სარგებლის გამოტანის პირობები, განახლების პირობები;
ო) პრეტენზიის წარდგენის ფორმები ბანკში, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე ბანკის პრეტენზიის განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.
4. ხელშეკრულებაში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს გასაგებ ენაზე და ადვილად წასაკითხი და აღქმადი შრიფტის ზომით.
მუხლი 5. ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდების წესი
1. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობას, ბანკმა მომხმარებელს უნდა შესთავაზოს საპროცენტო განაკვეთის წინასწარი შეტყობინების არსებული წერილობითი ან ელექტრონული ალტერნატივები და ხელშეკრულებაში ჩადოს წინასწარი შეტყობინების წესი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, ბანკმა აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე.
3. ბანკსა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება.
4. ბანკსა და მომხმარებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულების პირობების ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოდ;
5. მომხმარებლის მიერ საკრედიტო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მას ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:
ა) სესხის ნაშთი;
ბ) სესხის შემდგომი შენატანის ვადა და ოდენობა გარდა იმ შემთხვევებისა, სადაც ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო;
გ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის არსებული ვადები და საჭირო შენატანები გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს შეუძლებელია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების გამო.
6. მომხმარებელის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკი ვალდებულია მას დაუყოვნებლივ მატერიალური/ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული.
7. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი.
8. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მას დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული განახლებული მომავალი შენატანებისა და გამოტანების დეტალური გრაფიკი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ძირითადი თანხა, პროცენტი, ბანკის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები.
9. მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მას დაუყოვნებლივ მატერიალური/ელექტრონული ფორმით უნდა მიაწოდოს განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: ძირითადი თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პროცენტი, ბანკის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები.
მუხლი 6. ფინანსური ხარჯები
1. ფინანსური ხარჯები არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯები/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე ბანკის მიერ დაწესებული გადასახდელები;
გ) ბანკის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯები;
დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯები;
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯები;
ვ) სანოტარო ხარჯები;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მომხმარებელი უხდის მესამე პირს საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
ი) ბანკის სხვა პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახ დელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ;
კ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ბანკმა შეიტყო ამ წესის მე-3 მუხლის მე-14 პუნქტში მოცემული ვალდებულების შესრულებისას .
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს მომხმარებელი უხდის მესამე პირს და ბანკს არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ბანკმა ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ბანკს წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნას მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
4. ფინანსურ ხარჯებს არ მიეკუთვნება ის ხარჯები, რომელთა გადახდაც მომხმარებლისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც თუ მომხმარებელი კრედიტის გამოყენების გარეშე თავად განახორციელებდა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას ან /და რომელთა მომხმარებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია საკრედიტო პროდუქტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების მიწოდების ფასი აღემატება ამავე საქონლის/მომსახურების ნაღდი ანგარიშსწორების ფასს , აღნიშნული დადებითი სხვაობა ფასებს შორის უნდა მიეკუთვნოს ფინანსურ ხარჯებს.
მუხლი 7. ინფორმაცია ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებებზე
1. ოვერდრაფტით და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ბანკმა მომხმარებელს უნდა შესთავაზოს ანგარიშის ამონაწერის მინიმუმ ყოველთვიური სიხშირით გაცემის მომსახურება ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე. მომხმარებლის მიერ აღნიშნული მომსახურების მიღების სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა მას უნდა შესთავაზოს მომსახურების მიწოდების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. ამ პუნქტის მიზნებისათვის წერილობითი შეტყობინების მომსახურებას მიეკუთვნება წერილობითი დოკუმენტის მომხმარებლისათვის დაუყოვნებლივ გაცემა მისი ბანკში გამოცხადების შემთხვევაში.
2. ბანკის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული ანგარიშის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ინფორმაცია ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის და ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის თარიღებისა და ოდენობების შესახებ მინიმუმ ბოლო ამონაწერის შემდგომი პერიოდიდან ან მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი პერიოდიდან;
3. ოვერდრაფტითა და საკრედიტო ბარათით მომსახურების გაწევისას მომხმარებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკმა მას უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ოვერდრაფტის/საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი ამონაწერის პერიოდის განმავლობაში;
ბ) მინიმალური სავალდებულო გადასახდელი თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში;
გ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის საჭირო ვადები და შენატანები.
მუხლი 8. სანქციები
ბანკების მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.
მუხლი 9. გარდამავალი დებულებები
1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები გავრცელდეს 2011 წლის 1 ივნისის შემდეგ დადებულ ხელშეკრულებებზე და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ შეიცავს ამ წესით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ მომხმარებლისათვის არ ხორციელდება ინფორმაციის ამ წესის მიხედვით მიწოდება, არ შეიძლება გახდეს აღნიშნული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი.
დანართი №1
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების პრინციპი
1. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა მომხმარებლის მიერ თანხის გადახდების დღევანდელი ღირებულება გა უთანაბრდეს მომხმარებლის მიერ ბანკიდან მიღებული და მისაღები თანხების დღევანდელ ღირებულებას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება მომხმარებლის მიერ კრედიტზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
2. გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება:
ა) k – თანხის გამოტანის რიგითი ნომერი;
ბ) k’ – თანხის შეტანის (გადახდის) რიგითი ნომერი;
გ) Ak - k რიგითობით გამოტანილი კრედიტის თანხა;
დ) A’k’ - k’ რიგითობით გადახდილი თანხა- ფინანსური ხარჯი;
ე)Σ- ჯამის ნიშანი;
ვ) m - თანხის გამოტანის საერთო რაოდენობა;
ზ) m’- თანხის გადახდების საერთო რაოდენობა;
თ) tk – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, სესხის პირველ რიგობით გამოტანასა და შემდგომ გამოტანებს შორის – მეორედან – m -მდე;
ი) tk’ - დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, სესხის პირველ რიგობით გამოტანასა და გადახდებს შორის – პირველიდან - m’-მდე;
კ) i – კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
3. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი დაშვებები:
ა) თუ მომხმარებელს შეუძლია გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ნებისმიერი ოდენობის თანხა გამოიტანოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაიშვება რომ მომხმარებელს მთლიანი თანხა გამოაქვს ერთდროულად პირველივე გამოტანის შესაძლებლობისთანავე;
ბ) თუ არსებობს თანხის გამოტანის სხვადასხვა მეთოდები (მაგ. უშუალოდ ბანკის სალაროდან, ბანკომატიდან და სხვ.), რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის ფინანსურ ხარჯებთან, დაიშვება, რომ მომხმარებელს თანხა გამოაქვს პრაქტიკაში არსებული ნაღდი ანგარიშსწორების ყველაზე იაფი მეთოდით;
გ) თუ თანხის გადახდის ფიქსირებული პერიოდი არ არის მითითებული, კრედიტის ხანგრძლივობად დაიშვება ერთი წელი და შენატანების სქემად ყოველთვიური შეტანის სქემა;
დ) თუ გადახდის თარიღები ფიქსირებულია და თითოეული გადახდის ოდენობა შესაძლოა იყოს განსხვავებული გარკვეული მინიმალური ლიმიტით, დაიშვება, რომ მომხმარებელი ახორციელებს მინიმალური შესაძლო თანხის შეტანას თითოეული თარიღისათვის;
ე) თუ კრედიტის ზედა ზღვარი არ არის მითითებული, დაიშვება რომ აღნიშნული ზღვარია 3,000 ლარი;
ვ) ოვერდრაფტის ან საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, დაიშვება, რომ მომხმარებელს გამოაქვს მაქსიმალური დასაშვები თანხა პირველივე შესაძლებლობისთანავე და ფარავს მას საკრედიტო პერიოდის დასასრულს. თუ არ არის მითითებული საკრედიტო ხელშეკრულების ხანგრძლივობა, ასეთად დაიშვება ერთი წელი;
ზ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება კრედიტის საწყის საპროცენტო განაკვეთს;
თ) თუ საკრედიტო ხელშეკრულება ითვალისწინებს განსხვავებულ ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს სხვადასხვა პერიოდებისა და გაცემული კრედიტის სხვადასხვა ოდენობებისათვის, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს;
თ.ა) საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მნიშვნელობის გამოყენებით;
თ.ბ) სხვა საპროცენტო განაკვეთის (განაკვეთების) გამოყენებით შესაბამისი პირობების მითითებით.
4. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ მხარეები დროულად ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და მის გამოთვლაში არ გაითვალისწინება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საურავის ხარჯები.
5. საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის ხელშეკრულებაში უნდა მოხდეს კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება შემდეგი ორი მეთოდით:
ა) დაიშვება, რომ მომხმარებელი ახორციელებს საკრედიტო ლიმიტის განაღდებას;
ბ) დაიშვება, რომ მომხმარებელი ახორციელებს საკრედიტო ლიმიტის სავაჭრო ობიექტებში გახარჯვას.
6. უცხოური ვალუტით გაცემული კრედიტის ხელშეკრულებაში დამატებით უნდა მოხდეს ლარის შესაძლო 15%–იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება. დაიშვება, რომ ლარის გაუფასურება ხდება ყოველდღიურად თანაბარი აბსოლუტური ოდენობით და რომ მომხმარებელი თანხის გამოტანასა და შეტანას ბანკში ახორციელებს ლარებში.
7. საწყის თარიღს წარმოადგენს პირველი გამოტანის თარიღი.
8. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ წელიწადში არის 365 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღე.
9. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების მაგალითები მოცემულია დანართ №3-ში.
დანართი №2
დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების პრინციპი
1. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა მომხმარებლის მიერ თანხის შეტანების დღევანდელი ღირებულება გა უთანაბრდ ეს მომხმარებლის მიერ ბანკიდან მიღებული და მისაღები თანხების დღევანდელ ღირებულებას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება მომხმარებლის მიერ დეპოზიტზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გაიანგარიშება შემდეგი ფორმულით:
2. გამოყენებულ აღნიშვნათა განმარტება:
ა) k – დეპოზიტზე თანხის (ძირითადი თანხის და ფინანსური ხარჯების) შეტანის რიგითი ნომერი;
ბ) k’– დეპოზიტიდან თანხის (დარიცხული პროცენტის და ძირითადი თანხის) გამოტანის რიგითი ნომერი;
გ) Ak - k რიგითობითი შეტანილი თანხა;
დ) A’k’ - k’ რიგითობით გამოტანილი თანხა;
ე) Σ- ჯამის ნიშანი;
ვ) m - თანხის შეტანის საერთო რაოდენობა;
ზ) m’ - თანხის გამოტანის საერთო რაოდენობა;
თ) tk – დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, თანხის პირველ რიგობით შეტანასა და შემდგომ შეტანებს შორის – მეორედან – m -მდე;
ი) tk’ - დროის ინტერვალი, გამოსახული წლებში ან წლის წილადის სახით, თანხის პირველ რიგობით შეტანასა და გამოტანებს შორის – პირველიდან m’-მდე;
კ) i – დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც სადეპოზიტო კონტრაქტი არ განსაზღვრავს იმ პარამეტრებს, რომლებიც საჭიროა დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის, დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება ხდება ბანკის მიერ მიზანშეწონილად და ადეკვატურად მიჩნეული პარამეტრების საფუძველზე.
4. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტის ხელშეკრულებაში დამატებით უნდა მოხდეს ლარის შესაძლო 15%–იანი წლიური გამყარების შემთხვევაში დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება. დაიშვება, რომ ლარის გამყარება ხდება ყოველდღიურად თანაბარი აბსოლუტური ოდენობით და რომ მომხმარებელი თანხის შეტანასა და გამოტანას ბანკიდან ახორციელებს ლარებში.
5. საწყის თარიღს წარმოადგენს პირველი შეტანის თარიღი.
6. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში დაიშვება, რომ წელიწადში არის 365 დღე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღე.
დანართი №3
კრედიტის ეფექტური საპროცენტო
განაკვეთის გაანგარიშების მაგალითები
მაგალითი №1
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება ერთჯერადად 6,270 ლარის შეტანით ხელშეკრულების გაფორმებიდან (1/1/10) ექვსი თვის შემდეგ (7/1/10).
შედეგად, X=9.28220%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 9.3%.
მაგალითი №2
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 4 თანაბარი წლიური შენატანით. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული თანაბარი შენატანის ოდენობაა 1,852.01 ლარი.
შედეგად, X=8.99509%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 9.0%.
მაგალითი №3
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით ყოველი თვის პირველ რიცხვში. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული თანაბარი შენატანის ოდენობაა 274.11 ლარი. ხელშეკრულების გაფორმებისას მომხმარებელს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გარეშეც ბანკი ვერ ახორციელებს მისთვის სესხის გაცემას. მიუხედავად იმისა, რომ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონა წარმოადგენს კრედიტის მიღების აუცილებელ პირობას და მისი აღებისათვის მომხმარებელს უწევს ხარჯის გაწევა, იგი არ გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში, რადგან მომხმარებლის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა მოსალოდნელია საკრედიტო პროდუქტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
შედეგად, X=9.40192%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 9.4%.
მაგალითი №4
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/12/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით, რომელთაგან პირველი გადახდილი უნდა იქნას კონტრაქტის გაფორმებიდან 20 დღის შემდეგ. თანხის შეტანა ხორციელდება თითოეული თვის პირველ რიცხვში. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული შენატანის ოდენობაა 273.41 ლარი:
შედეგად, X=9.41943%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 9.4%.
მაგალითი №5
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით ყოველი თვის პირველ რიცხვში. ხელშეკრულების გაფორმებისას გადასახდელია ადმინისტრაციული გადასახდელი 60 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული თანაბარი შენატანის ოდენობაა 274.11 ლარი. ბანკის მოთხოვნით მომხმარებელი ასევე უზრუნველყოფაში დებს მის მიერ მემკვიდრეობით მიღებულ უძრავ ქონებას, რომელთან დაკავშირებით ბანკი უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის საკუთარი სახსრებით დაფინანსებას, გარდა სამკვიდრო ქონების რეგისტრაციის ხარჯისა. მიუხედავად იმისა, რომ სამკვიდრო ქონების რეგისტრაცია კრედიტის მიღების აუცილებელ პირობას წარმოადგენს, იგი არ გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში, რადგან მომხმარებლის მიერ აღნიშნული თანხის გადახდა მოსალოდნელია საკრედიტო პროდუქტის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
შედეგად, X=10.49827% , ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 10.5%.
მაგალითი №6
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით. ადმინისტრაციული გადასახდელის, 60 ლარის, გადახდა ხორციელდება თანაბრად შენატანების დროს. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული თანაბარი შენატანის ოდენობაა:
შედეგად, X=10.39169%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 10.4%.
მაგალითი №7
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით ყოველი თვის პირველ რიცხვში. ხელშეკრულების გაფორმებისას გადასახდელია ადმინისტრაციული გადასახდელი 60 ლარის ოდენობით. ასევე, გადასახდელია დაზღვევის ღირებულება – საკრედიტო ლიმიტის 5%–ის ოდენობით, რომლის გადახდაც ხორციელდება თანაბრად შენატანების დროს. წლიური საპროცენტო განაკვეთია 9%. ბანკის მიერ განსაზღვრული თითოეული თანაბარი შენატანის ოდენობაა:
შედეგად, X=15.54319%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 15,5%.
მაგალითი №8
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით ყოველი თვის პირველ რიცხვში. ხელშეკრულების გაფორმებისას გადასახდელია ადმინისტრაციული გადასახდელი 60 ლარის ოდენობით. ამას გარდა, გადასახდელია დაზღვევის ხარჯი – საკრედიტო თანხის 5%–ის ოდენობით, რომლის გადახდაც ხორციელდება ერთჯერადად და ფინანსდება ბანკის მიერ .
ბანკის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობაა:
თვიური შენატანი, რომელიც დაწესებულია ბანკის მიერ აღნიშნული თანხის დაფარვისათვის არის 287,81 ლარი.
შედეგად, X=16.03370%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 16,0%.
მაგალითი №9
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 1,000 ლარი, რომლის დაფარვაც ხდება 2 წლიური შენატანით რომელიმე შემდეგი სქემით:
I. 700 ლარი – 1 წლის შემდეგ და 500 ლარი ორი წლის შემდეგ, ან
II. 500 ლარი – 1 წლის შემდეგ და 700 ლარი ორი წლის შემდეგ.
წინამდებარე წესის №1 დანართის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაიშვება რომ მომხმარებელი იყენებს II სქემას.
შედეგად, X=12.32125%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 12.3%.
მაგალითი №10
საკრედიტო ხელშეკრულებით (1/1/10) გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 1,000 ლარი, რომელსაც არ აქვს დაფარვის წინასწარ განსაზღვრული ვადა, თუმცა მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები: ადმინისტრაციული გადასახდელები კონტრაქტის გაფორმების დროს შეადგენს 25 ლარს, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთია 0,949% და ყოველთვიურად ასევე უნდა განხორციელდეს ნაშთის 20%–ის შეტანა მინიმუმ ოცი ლარის ოდენობით, ხოლო როდესაც დარჩენილი ძირითადი თანხა ნაკლებია 20 ლარზე, უნდა მოხდეს მისი სრული დაფარვა. შეტანა ხორციელდება თითოეული თვის პირველ რიცხვში. №1 დანართის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბანკის მიერ დაწესებული შენატანების ოდენობებია: A1=200+9.49=209.49, A2=167.59, A3=134.07, A4= 107.26, A5= 85.81, A6= 68.65, A7=54.92, A8=43.93, A9=35.15, A10=28.12, A11=22.49, A12=20.82, A13=20.63, A14=20.44, A15=20.25, A16=5.96.
შედეგად, X=19.75875%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 19.8%.
მაგალითი №11
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობაა – 6,000 აშშ დოლარი, რომლის დაფარვაც ხდება 24 თანაბარი თვიური შენატანით ყოველი თვის პირველ რიცხვში, თითოეული – 274.18 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების დღეს (1/1/10) გაცვლითი კურსია: 1 აშშ დოლარი=1. 7 ლარი . კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება უნდა მოხდეს ორი მეთოდით:
I. დაიშვება, რომ გაცვლითი კურსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში
შედეგად, X=9.43021 %, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 9.4%
II. დაიშვება, რომ ხდება ლარის 15%–იანი წლიური გაუფასურება კურსის ყოველდღიურად თანაბარი აბსოლუტური ოდენობის ცვლილებით.
ლარის გაცვლითი კურსი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ორი წლის შემდეგ იქნება :
კურსის დღიური ზრდა იქნება:
0.000751027
შედეგად კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების მიზნით, ლარში გამოსახული თვიური შენატანები იქნება: 472.49, 478.25, 484.64, ...., 616.42, რის საფუძველზეც ვიღებთ შემდეგ ტოლობას:
შედეგად, X=26.66151%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 26.7%.
მაგალითი №12
საკრედიტო ბარათის წლიური ლიმიტია 2,000 ლარი, ხოლო ვადა – 2 წელიწადი. იმ შემთხვევაში თუ ათვისებული თანხის დაბრუნება ხორციელდება 50 დღის განმავლობაში, გადასახდელი საპროცენტო განაკვეთია 0%. იმ შემთხვევაში თუ ათვისებული თანხის დაფარვა ხდება 50 დღის გასვლის შემდეგ, გადასახდელი წლიური საპროცენტო განაკვეთია ათვისებული თანხის 30%, რომლის დაფარვაც უნდა განხორციელდეს წლის მანძილზე. ბარათის გაცემის საკომისიოა 40 ლარი. ბანკომატში თანხის განაღდების საკომისიოა განაღდებული თანხის 2%, ბანკის სალაროში განაღდების საკომისიოა განაღდებული თანხის 5%, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიოა 0.5%. ამასთან, სავაჭრო ქსელებში გახარჯული თანხის 1.5% მომხმარებელს უბრუნდება ანგარიშზე ერთი თვის შემდეგ.
შესაძლებელია, მოხდეს რამდენიმე კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება, მათ შორის სავალდებულო წესით, ქვემოთ მოცემული I დაშვებით გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი.
I. დაიშვება, რომ მომხმარებელი ახდენს მთლიანი ლიმიტის ერთჯერად ათვისებას ხელშეკრულების გაფორმებისთანავე (1/1/2008) თანხის განაღდებით ბანკომატში, რომლის დაფარვასაც ერთი წლის შემდეგ ახორციელებს. ანალოგიურად ერთი წლის შემდეგ ხდება კვლავ მთლიანი ლიმიტის ერთჯერადი ათვისება იგივე მექანიზმით და დაფარვა ხორციელდება კვლავ ერთი წლის გასვლის შემდეგ. 30%–ით გაანგარიშებული საპროცენტო შენატანების გარდა ფინანსურ ხარჯებს მიეკუთვნება ბარათის გაცემის ერთჯერადი საკომისიო – 40 ლარი, ასევე, ბანკომატით თანხის განაღდების საკომისიო – 2000*2%=40 ლარი.
შედეგად, X=34.26984%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 34.3%.
II. შესაძლებელია მოხდეს კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება შემდეგი დაშვებებით: დაიშვება, რომ მომხმარებელი ახდენს მთლიანი ლიმიტის ერთჯერად ათვისებას (1/1/2008) სავაჭრო ქსელებში უნაღდო ანგარიშსწორებით და კრედიტის დაფარვას ახორციელებს 50–ე დღეს. მომხმარებელი იქცევა ანალოგიურად მეორე წელიწადს.
შედეგად, X= 0.11454%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 0.1%.
მაგალითი №13
მომხმარებელი ყიდულობს Y ავტომანქანას განვადებით, რომლის ნაღდი ანგარიშსწორების ფასია 7000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში, განვადების ფასი კი არის 7500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში. ბანკი სამომხმარებლო კრედიტით აფინანსებს აღნიშნული ავტომანქანის ყიდვას ნაწილობრივ 6000 აშშ დოლარით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთია 15%. კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი ხელშეკრულების გაფორმების დროს (1/1/ 2008) არის 50 ლარი. კრედიტინფოდან მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის მოძიების ადმინისტრაციული გადასახდელი არის 2 ლარი. კრედიტის ხანგრძლივობაა 2 წელიწადი. თანხის დაფარვა ხორციელდება ყოველთვიურად თანაბარი შენატანების – 290,92 აშშ დოლარის, საფუძველზე. შეტანა ხორციელდება თითოეული თვის პირველ რიცხვში. კრედიტის აღების აუცილებელი პირობაა ავტომანქანის დაზღვევა, რომლის ღირებულებაა გაცემული კრედიტის 3%, რომელსაც მომხმარებელი თავად უხდის სადაზღვევო კომპანიას ერთჯერადად ხელშეკრულების გაფორმებისას. ხელშეკრულების გაფორმების დროს აშშ დოლარის ლარზე გაცვლის კურსია: 1აშშ დოლარი=1,7 ლარი.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშება ხდება ორი მეთოდით:
I. დაიშვება, რომ გაცვლითი კურსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ყოველთვიური შენატანის ექვივალენტი ლარებში არის 496,56 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასსა და ნაღდი ანგარიშსწორების ფასს შორის არსებული მიმდინარე სხვაობა მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯებს – 850. აგრეთვე, აუცილებელი დაზღვევის ღირებულება – 306 ლარი მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯებს.
შედეგად, X= 32.15676%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 32,2 %.
II. დაიშვება, რომ ხდება ლარის 15%–იანი წლიური გაუფასურება კურსის ყოველდღიურად თანაბარი აბსოლუტური ოდენობის ცვლილებით. შედეგად მიიღება ახალი ამორტიზაციის ცხრილი და შემდეგი ტოლობა:
შედეგად, X=53.03607%, ე.ი. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის 53,0%.
დანართი №4
პრეტენზიების სტატისტიკის ყოველთვიურად საქართველოს ეროვნული ბანკისათვის წარსადგენი მახასიათებლების ნუსხა
1. ბანკმა უნდა უზრუნველყოს მიღებული პრეტენზიების, გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა, შესახებ მონაცემების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდება ამ დანართში მოცემული ცხრილი №1 სახით შემდეგი მახასიათებლების მიხედვით:
ა)ბანკის დასახელება;
ბ)პრეტენზიის მიღების თარიღი;
გ)პროდუქტის დასახელება;
დ)პრეტენზიის ხასიათი;
ე)პრეტენზიის დამუშავების სტადია;
ვ)პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღი.
პრეტენზიის მიღების თარიღად ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დღის თარიღი, როდესაც მომხმარებელმა გამოხატა პრეტენზია.
2. პროდუქტის დასახელება ბანკმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) ავტო სესხები;
ბ) სამომხმარებლო სესხები;
გ) მომენტალური განვადება;
დ) ოვერდრაფტები;
ე) საკრედიტო ბარათები;
ვ) სესხები ბინის რემონტისათვის;
ზ) იპოთეკური სესხები;
თ) მიმდინარე ანგარიშები;
ი) მოთხოვნამდე დეპოზიტები;
კ) ვადიანი დეპოზიტები;
ლ) სხვა.
4. პრეტენზიის ხასიათი ბანკმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) გადასახდელებთან დაკავშირებული პრეტენზიები
ა.ა) საპროცენტო შენატანები;
ა.ბ) მომსახურების საკომისიოები;
ა.გ) ჯარიმები და ვადაგადაცილებასთან დაკავშირებული საკომისიოები;
ა.დ) სხვა გადასახდელებ;
ბ) ადმინისტრაციასთან/მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიები (მაგ: ბანკის თანამშრომლის მიერ მოვალეობის არაეფექტური შესრულება, რამაც გამოიწვია მომხმარებლის დიდი ხნით დაყოვნება);
გ) რეკლამასთან, გაყიდვებთან და რჩევებთან დაკავშირებული პრეტენზიები (მაგ: ბანკის თანამშრომლის მიერ არასწორი რჩევის მიცემა მომხმარებლისათვის, რამაც გამოიწვია მომხმარებლის მიერ დაუგეგმავი ფინანსური ხარჯების გაწევა);
დ) ტრანზაქციებთან დაკავშირებული პრეტენზიები (მაგ. შეფერხება გადარიცხვებზე);
ე) პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით;
ვ) სხვა პრეტენზიები.
5. პრეტენზიის დამუშავების სტადია ბანკმა უნდა მიაკუთვნოს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
ა) განხილვა ბანკის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა საფუძვლიანად, თუმცა პრეტენზიით გამოხატული პრობლემა არ არის აღმოფხვრილი;
ბ) განხილვა ბანკის შიგნით დასრულებულია და მომხმარებლის პრეტენზია მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ;
გ) პრეტენზიასთან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული;
დ) საფუძვლიანად მიჩნეული პრეტენზიის პრობლემა გადაწყვეტილი იქნა მომხმარებლის სასარგებლოდ და მიღწეული იქნა პრეტენზიით გამოხატული პრობლემის აღმოფხვრა.
6. პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღად ბანკმა უნდა მიუთითოს იმ დღის თარიღი, როდესაც განხილვის სტადიის მიკუთვნება ხდება ამ დანართის მე- 5 პუნქტში მოცემული ერთ-ერთი კატეგორიისათვის.
ცხრილი №1. მონაცემები პრეტენზიების შესახებ
№ | ბანკის დასახელება | პრეტენზიის მიღების თარიღი | პროდუქტის დასახელება | პრეტენზიის ხასიათი | პრეტენზიის დამუშავების სტადია | პრეტენზიის დამუშავების დასრულების თარიღი |
1 |
|
|
|
|
|
|
2 |
|
|
|
|
|
|
3 |
|
|
|
|
|
|
4 |
|
|
|
|
|
|
5 |
|
|
|
|
|
|
6 |
|
|
|
|
|
|
7 |
|
|
|
|
|
|
... |
|
|
|
|
|
|
დანართი №5
ხელშეკრულების თავსართის ნიმუშები
ნიმუში №1
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ▪ კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = 9% ▪ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 16%
ფინანსური ხარჯები ▪ ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) = 287,8 აშშ დოლარი ▪ დაზღვევის ღირებულება = 300 ლარი ▪ კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი = 60 ლარი
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია ▪ სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = 6,000 ლარი ▪ კრედიტის ვადა = 2 წელიწადი ▪ სესხის წინასწარი დაფარვის საკომისიო = კრედიტის დარჩენილი ძირის 3%. ▪ ვადაგადაცილების ჯარიმა = ვადაგადაცილებული თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ▪ მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი ან სტანდანდარტული წერილობითი ფორმით
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 406 406 |
ნიმუში №2
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ▪ კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი ▪ 0% კრედიტის 50 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში ▪ 30% კრედიტის 1 წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში ▪ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ▪ 0,1% კრედიტის 50 დღის ვადაში დაფარვის შემთხვევაში ▪ 34,3% კრედიტის 1 წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში
ფინანსური ხარჯები ▪ თანხის ბანკომატში განაღდების საკომისიო = 2% ▪ უნაღდო ანგარიშსწორების საკომისიო = 0,5% ▪ ბარათის გაცემის საკომისიო = 40 ლარი ▪ შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია ▪ საკრედიტო ბარათის ლიმიტი = 2,000 ლარი ▪ კრედიტის ვადა = 2 წელიწადი ▪ სესხის წინასწარი დაფარვის საკომისიო = კრედიტის დარჩენილი ძირის 3%. ▪ ვადაგადაცილების ჯარიმა = ვადაგადაცილებული თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ▪ მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 406 406 |
ნიმუში №3
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები კრედიტის საპროცენტო განაკვეთი ▪ კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = 15% ▪ კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 32,2%
ფინანსური ხარჯები ▪ ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი) = 290,9 აშშ დოლარი ▪ დაზღვევის ღირებულება = 306 ლარი ▪ კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი = 50 ლარი ▪ გადასახდელი კრედიტინფოდან ინფორმაციის მოძიებისათვის = 2 ლარი ▪ სხვაობა სახელშეკრულებო და ნაღდი ანგარიშსწორების ფასს შორის = 850 ლარი
ხელშეკრულებით დაფინანსებული პროდუქტის ფასი ▪ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი = 7,500 აშშ დოლარი ▪ ნაღდი ანგარიშსწორების ფასი = 7,000 აშშ დოლარი
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია ▪ სამომხმარებლო კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = 6,000 აშშ დოლარი ▪ კრედიტის ვადა = 2 წელიწადი ▪ სესხის წინასწარი დაფარვის საკომისიო = კრედიტის დარჩენილი ძირის 3%. ▪ ვადაგადაცილების ჯარიმა = ვადაგადაცილებული თანხის 5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ▪ მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ▪ ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. ▪ ლარის შესაძლო 15%–იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 53%
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 406 406 |
ნიმუში №4
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი ▪ დეპოზიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = 8% ▪ დეპოზიტის ლარში განთავსების შემთხვევაში წლიური საპროცენტო განაკვეთი = 11% ▪ დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = 4,6%
ფინანსური ხარჯები ▪ დეპოზიტის მომსახურების ყოველთვიური საკომისიო = 10 ლარი ▪ ბანკომატით თანხის გამოტანის საკომისიო = 0.2%
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია ▪ დეპოზიტის ერთჯერადი შენატანი = 10,000 აშშ დოლარი ▪ ვადაზე ადრე გამოტანილ თანხაზე დარიცხული წლიური პროცენტი = 3% ▪ მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით
უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! ▪ ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული სარგებელი მნიშვნელოვნად შეამციროს ▪ ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = -20,6%
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე – 822 406 406 |
დოკუმენტის კომენტარები