„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 48/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 01/06/2017
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016070
  • Word
48/04
03/05/2012
ვებგვერდი, 04/05/2012
220020000.18.011.016070
„კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №48/04

2012 წლის 3 მაისი

ქ. თბილისი

კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2011 წლის 13 მაისის №35/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) სადეპოზიტო სერტიფიკატი – საბანკო დეპოზიტი, რომელიც წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა.“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სადეპოზიტო (გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის) ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:

ა) დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მომხმარებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე, თითოეული გარემოების მითითებით;

ბ) დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები და მოსალოდნელი ცვლილებების მომხმარებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი;

გ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ის ინდექსი, რომელზეც დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული;

დ) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთია მიბმული;

ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;

ვ) დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე;

ზ) უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №2- ში მოცემული ლარის შესაძლო 15%- იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

თ) ის დაშვებები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც გამოყენებული იქნა დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;

ი) ვადიანი დეპოზიტის ხანგრძლივობა, ვადის მითითებით;

კ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის და ასახვის წესი – დარიცხვის დაწყების პორობები, ასევე, რა პერიოდულობით ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და ასახვა;

ლ) მინიმალური მოთხოვნები დეპოზიტის გახსნისათვის, მინიმალური მოთხოვნები განცხადებული საპროცენტო სარგებლის მიღებისათვის;

მ) სადეპოზიტო პროდუქტის ფინანსური ხარჯები;

ნ) ვადიანი დეპოზიტის სხვა პირობები: ვადები, თანხის ადრეულ გამოტანასთან დაკავშირებული საურავები და გადასახდელები, სარგებლის გამოტანის პირობები, განახლების პირობები;

ო) პრეტენზიის წარდგენის ფორმები ბანკში, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე ბანკის პრეტენზიის განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

3. მე-4 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 -34 პუნქტები:

„31. სადეპოზიტო სერტიფიკატის ძირითად ხელშეკრულებაშიმოცემული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ბანკში პრეტენზიების წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა წერილობითი პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ბანკის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე, პრეტენზიის განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

32. სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობებში მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი სტანდარტული ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატის ტიპი საპროცენტო ან დისკონტური;

ბ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – სადეპოზიტო სერტიფიკატის ვალუტა;

გ) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე;

დ) არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის შემთხვევაში – უცხოური ვალუტით განთავსებული სადეპოზიტო პროდუქტისათვის, დამატებით, დანართ №2-ში მოცემული ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გამყარების შემთხვევაში გაანგარიშებული დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

ე) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;

ვ) სადეპოზიტო სერტიფიკატის ვადიანობა;

ზ) საპროცენტო სარგებლის დარიცხვის (გაანგარიშების) და ასახვის (გადახდის) წესი.

33. ბანკი ვალდებულია ამ წესის და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად გამოშვებული სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების თავსართში განათავსოს შემდეგი წინადადება: „აღნიშნული სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს სტანდარტულ სადეპოზიტო სერტიფიკატს და მისი პირობები შეესაბამება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნებს“.

34. ბანკი ვალდებულია არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატის ხელშეკრულების თავსართში განათავსოს შემდეგი წინადადება: „აღნიშნული სერტიფიკატი არის არასტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატი და მასზე არ ვრცელდება კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერტიფიკატების დებულების მოთხოვნები“.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ქადაგიძე