დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 699 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 27/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/1997 - 25/03/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №699
1997 წლის 27 ნოებერი
ქ. თბლისი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფლისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ
მართლმსაჯულების განხორციელების ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად:
1. გაგრის საქალაქო სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას გაგრის საქალაქო სასამართლო.
ბ) გაგრის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქ. გაგრის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) გაგრის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს ქ. გაგრის სასამართლო.
2. გალის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას გალის რაიონული სასამართლო.
ბ) გალის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გალის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) გალის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს გალის რაიონის სასამართლო.
3. გუდაუთის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას გუდაუთის რაიონული სასამართლო.
ბ) გუდაუთის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გუდაუთის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) გუდაუთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს გუდაუთის რაიონის სასამართლო.
4. გულრიფშის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას გულრიფშის რაიონული სასამართლო.
ბ) გულრიფშის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს გულრიფშის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) გულრიფშის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს გულრიფშის რაიონის სასამართლო.
5. ოჩამჩირის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას ოჩამჩირის რაიონული სასამართლო.
ბ) ოჩამჩირის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) ოჩამჩირის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს ოჩამჩირის რაიონის სასამართლო.
6. სოხუმის რაიონული სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას სოხუმის რაიონული სასამართლო.
ბ) სოხუმის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს სოხუმის რაიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულwი საზღვრებით.
გ) სოხუმის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს სოხუმის რაიონის სასამართლო.
7. სოხუმის საქალაქო სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას სოხუმის საქალაქო სასამართლო.
ბ) სოხუმის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქ. სოხუმის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრით.
გ) სოხუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს ქ. სოხუმის სასამართლო.
8. ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს შესახებ
ა) შეიქმნას ტყვარჩელის საქალაქო სასამართლო.
ბ) ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვროს ქ. ტყვარჩელის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.
გ) ქ. ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს ორი მოსამართლით.
დ) გაუქმდეს ქ. ტყვარჩელის სასამართლო.
9. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე:
ა) გაგრის საქალაქო სასამართლოსა და გუდაუთის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
ბ) გაგრის საქალაქო სასამართლოსა და გუდაუთის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. ქუთაისი;
გ) გალის რაიონული სასამართლოსა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ქ. ზუგდიდის, ზუგდიდის, წალენჯიხის რაიონების, სვანეთის რეგიონისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
დ) გალის რაიონული სასამართლოსა და გულრიფშის რაიონული სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. ზუგდიდი;
ე) ოჩამჩირის რაიონული სასამართლოსა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს სენაკის, ხობის, მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუს რაიონებისა და ქ. ფოთის ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
ვ) ოჩამჩირის რაიონული სასამართლოსა და ტყვარჩელის საქალაქო სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. სენაკი;
ზ) სოხუმის რაიონული სასამართლოსა და სოხუმის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გავრცელდეს ქ. თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების ტერიტორიაზე დროებით მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებზე;
თ) სოხუმის რაიონული სასამართლოსა და სოხუმის საქალაქო სასამართლოს ადგილსამყოფლად განისაზღვროს ქ. თბილისი.
10. გარდამავალი დებულებები
ამ ბრძანებულების პირველი – მერვე პუნქტების დ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 1998 წლის 1 მაისიდან.
ე. შევარდნაძე
დოკუმენტის კომენტარები