დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 128 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 20/02/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 21/02/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 19/10/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 110.040.000.08.002.003 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №128
2006 წლის 20 თებერვალი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის, ადგილსამყოფელისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 27 ნოემბრის №699 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997 წ., კრებული 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გაგრის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გალის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გუდაუთის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
დ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გულრიფშის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
ე) მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სოხუმის რაიონული სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“;
ვ) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სოხუმის საქალაქო სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვროს სამი მოსამართლით;“.
მ. სააკაშვილი
დოკუმენტის კომენტარები