საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ

  • Word
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 09/10/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
568
09/10/1997
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 19, 15/10/1997
000000000.00(0).000.000000
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/1997 - 03/09/2001)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 568

1997 წლის 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ

1. დამტკიცდეს საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის მთავარი სამმართველოს სტრუქტურისა და დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 16 ივლისის 732 დადგენილება.

ე. შევარდნაძე

დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის კანონით განსაზღვრული აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად, იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას.

2. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხის ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი დასახელებით.

3. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. დეპარტამენტის დაფინანსება ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საკანონმდებლო და ქვეკანონური ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

6. დეპარტამენტის მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის პროსპექტი 84.

II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

7. დაცულ ტერიტორიებს (ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონები) დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონისა და ამ დებულების მიხედვით მართავს დეპარტამენტი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:

ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონები;

ბ) გააკონტროლოს დაცულ ტერიტორიებზე სათანადო რეჟიმის დაცვა;

გ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენის, კვლავწარმოების და დაცვის ღონისძიებები;

დ) შეიმუშაოს, შეათანხმოს და აამოქმედოს თითოეული დაცული ტერიტორიის დებულება, ინსტრუქციები, ნორმატიული და სხვა ქვეკანონური აქტები;

ე) ორგანიზება გაუწიოს მონიტორინგს და სამეცნიერო კვლევებს, დაკვირვებების მონაცემთა დამუშავებას, შენახვასა და გავრცელებას;

ვ) ჩამოაყალიბოს დაცული ტერიტორიების სამსახურები;

გ) ჩამოაყალიბოს საკონსულტაციო საბჭოები;

თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და იზრუნოს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ი) რეგულარულად მოამზადოს მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;

კ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფონდის ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;

ლ) გამოიყენოს დაცული ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის შემოსავლით და ჯარიმებით შედგენილი სპეციალური მიზნობრივი ფონდი ამ ტერიტორიების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით;

მ) განახორციელოს კანონით დადგენილი წესით ტერიტორიების შემოერთება;

ნ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობა და კეთილმოწყობის სამუშაოები (ბილიკები, ზღუდეები, გზები, თავშესაფრები და სხვ.);

ო) ითანამშრომლოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;

პ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ჟ) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;

რ) შეადგინოს დაცული ტერიტორიების კადასტრი;

ს) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატიკური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ეკოსისტემების ბუნებრივ შემადგენლობათა შენარჩუნებას და კვლავწარმოებას, მათში დარღვეული ბუნებრივი კავშირურთიერთობის აღდგენა-რეგულირებას, დაცულ ტერიტორიებზე და ნაკრძალებში დაცული გენოფონდის აღრიცხვა-ინვენტარიზაციას, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ბუნების დაცვის საკითხების გადაწყვეტას;

ტ) უზრუნველყოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭოსა და სხვა ორგანოების მეშვეობით დაცული ტერიტორიების და სახელმწიფო ნაკრძალების ზონალური სამეცნიერო საბჭოებისა და მათი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მეთოდური ხელმძღვანელობა და სათანადო კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების, ცალკეული მონოგრაფიების გამოცემა;

უ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების და ბუნების დაცვის საქმიანობის პროპაგანდა.

ფ) დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, სამართალდაცვის და მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ქ) ხელი შეუწყოს მოქალაქეთა ეკოლოგიურ განათლებას;

ღ) ცხოველთა სამყაროს გენოფონდის, განსაკუთრებით, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნების, მათთვის ხელსაყრელი პირობების – რეზერვატების, აღკვეთილების შექმნის და მათი კვლავწარმოების უზრუნველყოფის მიზნით შეიმუშაოს და გაატაროს საჭირო ბიოტექნიკური ღონისძიებანი, საჭიროების შემთხვევაში იზრუნოს დაცულ ტერიტორიებზე მათი რეინტროდუქციისათვის;

ყ) შეიმუშაოს და განახორციელოს ღონისძიებები, რომელთა მიზანია ნადირ-ფრინველის დაცვა-მომრავლება; უზრუნველყოს ფაუნის აღრიცხვა და კვლავწარმოება;

შ) განახორციელოს სახელმწიფო სამონადირეო ფონდის დაცვა სახელმწიფო სამონადირეო ზედამხედველობისა და საეგერო სამსახურის მეშვეობით დეპარტამენტს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე;

ჩ) განახორციელოს სახელმწიფო მართვა, კონტროლი და ზედამხედველობა ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ც) განახორციელოს სამონადირეო მეურნეობის საქმიანობა აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების სპეციალურად გამოყოფილ ზონებში, სადაც ეს კანონითაა გათვალისწინებული.

III. ხელმძღვანელობის ორგანიზაცია, ხელმძღვანელის უფლება-მოვალეობანი

8. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

9. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.

10. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

11. დეპარტამენტის თავმჯდომარე:

ა) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;

ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მუშაკებს;

გ) ამტკიცებს უშუალოდ დაქვემდებარებულ დაწესებულებათა და ორგანიზაციათა დებულებებს, წესდებებს, შტატებსა და ბალანსებს;

დ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტი და მიზანშეწონილი შესრულებისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;

ე) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონის შესაბამისად;

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ზ) თვალყურს ადევნებს ხარჯთა ნუსხის ზუსტ და მიზანმიმართულ შესრულებას;

თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;

ი) აუქმებს დეპარტამენტს დაქვემდებარებულ უწყებათა ხელმძღვანელების აქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს საკანონმდებლო და ქვეკანონურ ნორმატიულ აქტებს;

კ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით და ამ დებულებით.

ლ) დადგენილი წესით აფუძნებს სახაზინო საწარმოებს (იურიდიულ პირებს);

მ) ხელმძღვანელობს დაცული ტერიტორიების ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის კადრების შერჩევა-განაწილებას და მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს საქმიან კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებებთან, იურიდიულ და კერძო პირებთან.

ო) თვალყურს ადევნებს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დადგენილი ნორმების მართებულად გამოყენებას დეპარტამენტისადმი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში არსებული წესით და ამტკიცებს მათ ბალანსებს;

პ) ამზადებს გამოსაცემად ლიტერატურას დაცული ტერიტორიების, ნაკრძალების და აღკვეთილების საქმიანობის შესახებ;

ჟ) ხელმძღვანელობს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოსა და შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახურების მუშაობას;

რ) აწყობს ნომენკლატურის მიხედვით დაქვემდებარებულ ორგანიზაციათა მუშაკების ატესტაციას.

12. თავმჯდომარეს უფლება აქვს კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა საფუძველზე გამოსცეს ბრძანებები სამსახურებრივ საკითხებზე.

13. თავმჯდომარის ბრძანება უნდა პასუხობდეს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

14. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობების პირები და სპეციალისტები.

15. დეპარტამენტის თავმჯდომარის მეთაურობით იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს დაქვემდებარებული ორგანიზაციების სამეცნიერო საქმიანობას.

სამეცნიერო საბჭოს დებულებას, აგრეთვე მის შემადგენლობას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

IV. დეპარტამენტის ლიკვიდაცია

16. დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

V. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

– ხელმძღვანელობა

– ნაკრძალების განყოფილება

– ფაუნის განყოფილება

– ბუღალტერია

– საერთო განყოფილება.

VI. დეპარტამენტის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები და დაწესებულებები

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი

ახმეტის სახელმწიფო ნაკრძალი

საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი

ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი

ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი

რიწის სახელმწიფო ნაკრძალი

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი

კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი

აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი

გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი

ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი

ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

გარდაბნის სახელმწიფო აღკვეთილი

ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილი

იორის სახელმწიფო აღკვეთილი

ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილი

კაცობურის სახელმწიფო აღკვეთილი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური

აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური

დასავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური

შიდა ქართლის დაცული ტერიტორიების ზედამხედველობის სამსახური.