„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 77, 30/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 06/07/2004
სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.05.002.002
  • Word
361
24/07/2003
სსმ, 77, 30/07/2003
010.240.020.05.002.002
„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის №568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №361

2003 წლის 24 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის 568 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 9 ოქტომბრის 568 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997წ., 19, გვ.38) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. დებულების პირველი თავი ჩაითვალოს პირველ მუხლად და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი და ძირითადი დებულებანი“.

2. დებულებიდან ამოღებულ იქნეს II და III თავების სათაურები.

3. დებულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მართოს დაცული ტერიტორიების კატეგორიები (გარდა მრავალმხრივი გამოყენების დაცული ტერიტორიის კატეგორიისა“);“.

4. დებულების მე-7 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) დადგენილი წესით გამოიყენოს დაცულ ტერიტორიებზე დაშვე­ბული საქმიანობის შემოსავლითა და ჯარიმებით შედგენილი სპეცია­ლუ­რი სახსრები ამ ტერიტორიების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიზნით;“.

5. დებულების მე-7 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

„ღ) დაცულ ტერიტორიებზე გარეულ ცხოველთა რეინტრო­დუქციისათვის სპეციალურად შექმნილ პირობებში მოშენების შემდგომ ბუნებრივ გარემოში გაშვების, გარეულ ცხოველთა ვეტერინარული მეთოდებით განკურნების, გარეულ ცხოველთა სახეობების გენო­ფონდის რეზერვატების შექმნის, გარეულ ცხოველთა ბუნებაში აღდგე­ნის პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელების, გარეულ ცხოველთა ბუნებრივ გარემოში კონსერვაციისა (დაცვის) და ასევე, გადაშ­ენების საფრთხის წინაშე მყოფ ველურ მცენარეთა სახეობების აღდგენისას მათი ბიოლოგიური საშუალებებით დაცვის, ხელოვნური პლანტაციების გაშენებისა და ამ სახეობათა ბუნებრივ გარემოში კონსერ­­ვაციის (დაცვის) მიზნით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“.

6. დებულების მე-7 პუნქტის „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) აღკვეთილებში განახორციელოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კანონით მინიჭებული ქმედებები“.

7. დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი ასრულებს დეპარტამენტის საპარლამენტო მდივნის ფუნქციას“.

8. ამოღებულ იქნეს დებულების მე-11 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი.

9. დებულების მე-11 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) კონტროლს უწევს საფინანსო და საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების დადგენილი ნორმების მართებულად გამოყენებას დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებული წესით;“.

10. დებულების მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. დეპარტამენტის სათათბირო ორგანოა დეპარტამენტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, აგრეთვე თავმჯდომარის მიერ დანიშნული სხვა თანამდებობის პირები და სპეციალისტები. საბჭოს სამუშაო რეგლა­მენტს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

15. დეპარტამენტის თავმჯდომარის მეთაურობით იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელიც კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სამეცნიერო საქმიანობას. სამეცნიერო საბჭოს დებულებას, აგრეთვე მის შემადგენლობას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე“.

11. დებულებას მე-15 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:

„16. დეპარტამენტის სპეცსახსრების ფორმირების წყაროა  მის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მიერ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს ტყის კოდექსით, ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული (მათ შორის,  ფასიანი მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული) შემოსავლები, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარატმენტის მიერ მიღებული გრანტები და შემოწირულობები. დაცული ტერიტორიების დაცვის რეჟიმის უზრუნველსაყოფად ოპერატიული ღონისძიებების განხორციელების დაფინანსებისათვის, დეპარტამენტის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმ­ჯობესებისათვის და მოხელეთა მატერიალური წახალისების მიზნით დაქვემდებარებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესე­ბულებათა მიერ მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლებიდან (სპეციალური სახსრებიდან) 20 პროცენტი ჩაირიცხება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში დეპარტამენტის ცენტრალური  აპარატისათვის გახსნილ სპეციალური სახსრების ანგარიშზე. დეპარტამენტი, მის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა დაქვემდებარებაში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ამავე სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა მეშვეობით ახორციელებს ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გასაცემად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებისათვის (მათ შორის ტყეკაფების გამოყოფისათვის), ვიზიტორთა ეკო-საგანმანათლებლო და ეკო-ტურისტული მომსახურებისათვის საჭირო და ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სახის ფასიან მომსახურებას. ტყითსარგებლობის სანებართვო დოკუმენტის გასაცემად აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადე­ბისათვის (მათ შორის ტყეკაფების გამოყო­ფისათვის) საჭირო ფასიანი მომსახურების თანხის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტყის კოდექსის შესაბამისად, ხოლო ვიზიტორთა ეკო-საგანმანათლებლო და ვიზიტორთა ეკო-ტურისტული ფასიანი მომსახურების ტარიფებს, თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ფასებისა და ფასწარმოქმნის საფუძვლების შესახებ  საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუ­შავებს და საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, დადგენილი წესით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე“.

12. დებულების IV და V თავები ჩაითვალის მე-2 და მე-3  მუხლებად და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ლიკვიდაცია

დეპარტამენტის ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონ­მდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურა

დეპარტამენტის ცენტრალური აპარატი შედგება:

ა) ხელმძღვანელობისაგან;

ბ) დეპარატმენტის ცენტრალური აპარატის შემდეგი სტრუქ­ტურული ქვედანაყოფებისაგან:

ბ.ა) დაცული ტერიტორიების დაგეგმარების განყოფილებისაგან;

ბ.ბ) საერთო განყოფილებისაგან;

ბ.გ) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილებისაგან;

ბ.დ) საზოგადოებასთან და პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი განყოფილებისაგან;

ბ.ე.) ფუნქციონირების განყოფილებისაგან“.

13. დებულების VI თავი ჩაითვალის მე-4 მუხლად და მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. დეპარტამენტის გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები“.

ე. შევარდნაძე