დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 683 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
მიღების თარიღი | 25/11/1997 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, 22, 28/11/1997 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/05/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.002.000000 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/11/1997 - 10/12/1998)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №683
1997 წლის 25 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობის შესახებ
1. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა ექვსი წლის ვადით თანდართული სიის მიხედვით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 დეკემბრის №824 ბრძანებულების მე-2 პუნქტი.
ე. შევარდნაძე
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან მგალობლიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
I. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია
გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (მცენარეთა ფიზიოლოგია), სექციის თავმჯდომარე
ერეკლე გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (გეოლოგია), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
მალხაზ ზაალიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ბიოფიზიკა), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ფიზიკა), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის მეურნეობის მეცნიერების პრობლემათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (მელიორაცია, ნიადაგთმცოდნეობა), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
თენგიზ ონიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ფიზიოლოგია), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების გამგე (ფიზიკა)
თენგიზ ბერიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიის გამგე (ბიოლოგია)
ლეონიდე გაბუნია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი (პალეობიოლოგია)
ირაკლი ელიავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ზოოლოგია)
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (ბირთვული ფიზიკა)
გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ბიოტექნოლოგია)
ივანე კიღურაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თბილისის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი (მათემატიკა)
თეიმურაზ კოპალეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე (თეორიული ფიზიკა)
გიორგი ნახუცრიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (ბოტანიკა)
ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი (სოფლის მეურნეობის ეკონომიკა)
ნოდარ ყიფშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (მედიცინა)
თეიმურაზ ჭანიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია)
მიხეილ ხანანაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ქცევის ლაბორატორიის გამგე (მედიცინა)
გიორგი ხარაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (ფიზიკა)
ევგენი ხარაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის საპატიო დირექტორი (ასტროფიზიკა)
სიმონ ხეჩინაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თბილისის სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის გამგე (მედიცინა)
რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი (მედიცინა)
კოხტა ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ოპტიკურ-ქიმიურ მატარებელთა განყოფილების გამგე (ქიმია)
ნინო ჯავახიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ექსპერიმენტული მორფოლოგია).
II. ტექნიკის სექცია
ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი (გამოთვლითი ელექტრონული მანქანები), სექციის თავმჯდომარე
გურამ გველესიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ქიმია, ქიმიური ტექნოლოგია), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
მინდია სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს- მდივანი (მართვის სისტემები), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
რობერტ ადამია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქუთაისის სამეცნიერო ცენტრის დირექტორი (მანქანათმშენებლობა)
თეიმურაზ ანდრონიკაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ.მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ქიმია)
ვლადიმერ ბახუტაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (სამედიცინო ბიოტექნოლოგია)
გივი ბოკუჩავა – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის პროფესორი (მანქანათმშენებლობა)
გურამ გაბრიჩიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი (სამშენებლო მექანიკა)
ფრიდონ თოდუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს რკინიგზის ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (მედიცინა)
თამაზ იამანიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე (სამთო მექანიკა)
კარლო ლეკიშვილი – საქართველოს გენერალური კონსტრუქტორი საბრძოლო იარაღის, მასალებისა და აღჭურვილობის დარგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სათავო ინსტიტუტ „დელტას“ დირექტორი (სპეციალური მანქანათმშენებლობა)
თეიმურაზ ლოლაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი (მანქანათმშენებლობა, მანქანათმცოდნეობა)
ლევან მგალობლიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი (ტექნიკის ისტორია)
ელგუჯა მეძმარიაშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორი (მშენებლობა)
ცოტნე მირცხულავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ეკოლოგია)
ირაკლი ჟორდანია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე (მეტალურგია)
რევაზ სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოხუმის ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა- ტექნიკის ინსტიტუტის დირექტორი (ფიზიკა)
ეთერ ქემერტელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ფარმაკოქიმია)
მალხაზ ყიფშიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოელექტროდანადგარების კათედრის გამგე (ენერგეტიკა)
ზაურ ყრუაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ დირექტორი (ხელსაწყოთმშენებლობა)
ალექსანდრე ჩხეიძე – ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი (ტრანსპორტი)
ოთარ ხომერიკი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო კიბერნეტიკის კათედრის პროფესორი (ხელსაწყოთმშენებლობა)
რამაზ ხუროძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი (გამოთვლითი ტექნიკა, ინფორმატიკა)
ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე (სამთო მექანიკა)
იოველ ჯებაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი (მანქანათმშენებლობა, მანქანათმცოდნეობა).
III. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია
ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (არქეოლოგია), სექციის თავმჯდომარე
გურამ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ფილოსოფია), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
გიორგი ციციშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (უახლესი ლიტერატურა), სექციის თავმჯდომარის მოადგილე
მალხაზ აბდუშელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილების გამგე (ანთროპოლოგია)
ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი (ისტორია)
ვახტანგ ბერიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი (ხელოვნებათმცოდნეობა)
თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (ზოგადი ენათმეცნიერება)
გრიგოლ გიორგაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე (ისტორია)
პარმენ ზაქარაია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების თეორიისა და ისტორიის კათედრის გამგე (ხელოვნებათმცოდნეობა)
ანა კალანდაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი (პოეტი)
გუჩა კვარაცხელია – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (ენათმეცნიერება)
ნოდარ ლომოური – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (ბიზანტინოლოგია)
მარიამ ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე (ისტორია)
ოთარ ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დირექტორი (არქეოლოგია)
ლორიკ მარშანია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (სოფლის მეურნეობის ეკონომიკა)
გიორგი მელიქიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (ისტორია)
როინ მეტრეველი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (ისტორია)
დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საისტორიო გეოგრაფიის განყოფილების გამგე (ისტორია)
შოთა ნადირაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ფსიქოლოგია)
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (ეკონომეტრიკა)
ავთანდილ საყვარელიძე – ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი
ლევან ჭილაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (არქეოლოგია)
დავით ხახუტაიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (არქეოლოგია)
ოთარ ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე (არქეოლოგია)
სერგო ჯორბენაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის გამგე (სამართალი).
დოკუმენტის კომენტარები