მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/12/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 6, 24/12/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/05/2003
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
686
10/12/1998
სსმ, 6, 24/12/1998
000000000.00(0).000.000000
მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 686

1998 წლის 10 დეკემბერი

ქ. თბილისი

მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გამოკლებული წევრების აკადემიკოს მ. აბდუშელიშვილის, აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ი. ჯებაშვილის და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ს. ჯორბენაძის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის 683 ბრძანებულებით დამტკიცებულ კომიტეტის შემადგენლობაში შეყვანილ იქნენ:

გივი ცინცაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და  არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე  (ქიმია, ფარმაკოქიმია)

ლევან ალექსიძესაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის  კათედრის გამგე (ეკონომიკა და სამართალი)

გურამ თოფურია  – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების           გამგე (კავკასიური ენები).

ე. შევარდნაძე