საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ

  • Word
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 19/05/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 47, 29/05/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 23/02/2006
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
217
19/05/2003
სსმ, 47, 29/05/2003
010340000.05.002.000002
საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (29/05/2003 - 12/10/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 217

2003 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ

1. „სამთავრობო კომისიების შექმნის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 1 მაისის 204 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტისა და საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების თანდართული დებულებები.

2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა თანდართული სიის მიხედვით.

3. დადგინდეს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის 10 სახელმწიფო პრემია და მათი მინიჭება მოხდეს ლუწ წლებში.

თითოეული სახელმწიფო პრემია განისაზღვროს 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

სახელმწიფო პრემიები მიენიჭოთ 26 მაისს – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს.

4. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 31 იანვრის 40 ბრძანებულება, „მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის 683 ბრძანებულება, „მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ 1996 წლის 16 დეკემბრის 824 და „საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნი-ერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შესახებ“ 1997 წლის 1 აგვისტოს 402 ბრძანებულება.

ე. შევარდნაძე

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის ახელმწიფო პრემიების კომიტეტის დებულება

1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი (შემდგომში – საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი) არის საქართველოს პრეზიდენტის  სათათბირო ორგანო და   ევალება ორ წელიწადში ერთხელ განსახილველად მიიღოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის ნაშრომები და სახელმძღვანელოები, რეკომენდაცია მისცეს მათ და წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად. პრემიის მინიჭება ხდება ლუწ წლებში.

2. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი იქმნება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, მედიცინის, ტექნიკის, სოფლის მეურნეობისა და სხვა დარგების გამოჩენილ მეცნიერთაგან და მის შემადგენლობას 6 წლის ვადით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის გამოკლებული წევრის ნაცვლად, კომიტეტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტს სათანადო ბრძანებულებით მის შემადგენლობაში შეჰყავს ახალი წევრი.

3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ხელმძღვანელი ორგანოა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა (შემდგომში – კომიტეტის სხდომა), ხოლო კომიტეტის სხდომებს შუა   საქმიანობას წარმართავს პრეზიდიუმი, რომელიც განისაზღვრება 15 კაცის შემადგენლობით. პრეზიდიუმს ღია კენჭისყრით ირჩევს კომიტეტის სხდომა. პრეზიდიუმს სათავეში უდგას კომიტეტის თავმჯდომარე.

4. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი დაყოფილია საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარულ, ფიზიოლოგიისა და მედიცინის და ტექნიკის მეცნიერებათა სექციებად, თითოეული 25 წევრის შემადგენლობით.

 

შენიშვნა: თუ საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი წარდგენილია საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე, მას პრემიის მისანიჭებლად გამოცხადებული კონკურსის პერიოდში შეუჩერდება საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობის უფლება.

 

5. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმი:

ა) პრემიის მინიჭების წინა წლის აპრილში პრესაში აქვეყნებს ცნობას საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

ბ) პრესაში გამოქვეყნების დღიდან სამი თვის განმავლობაში იღებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილ ნაშრომებს და განსახილველად გადასცემს მათ შესაბამის სექციებს.

 

შენიშვნა: ნაშრომთა წარდგენა და საბუთების გაფორმება ხდება საქართველოს  სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ დადგენილი  წესის მიხედვით.

 

გ) პრემიის მინიჭების წინა წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრესაში აქვეყნებს კონკურსზე დაშვებულ ნაშრომთა სიას;

დ) თვალყურს ადევნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა წარდგენის წესების დაცვას;

ე) პრემიის მინიჭების წლის 15 მარტამდე იღებს საზოგადოებრივი განხილვის მასალებს და შესასწავლად გადასცემს სექციებს;

ვ) იწვევს კომიტეტის სხდომებს და ამზადებს სექციებისა და კომიტეტის სხდომებზე განსახილველ მასალას;

ზ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებული ხარჯთა ნუსხის მიხედვით უნაზღაურებს შრომას რეცენზენტებს, ექსპერტებსა და დამხმარე პერსონალს;

თ) საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით პრემიის მინიჭების წლის 26 მაისს პრესაში აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატთა სიას.

6. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სექციები:

ა) პრემიის მინიჭების წინა წლის 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე აწყობენ პრემიაზე წარდგენილ ნაშრომთა წინასწარ განხილვას, რისთვისაც ქმნიან საექსპერტო კომისიებს დარგების მიხედვით, რომელთა დასკვნების განხილვის საფუძველზე ახდენენ პრემიის მისანიჭებლად კონკურსზე ნაშრომთა დაშვებას და მათი საბოლოო განხილვისათვის რეცენზენტების გამოყოფას;

ბ) პრემიის მინიჭების წლის 25 მარტიდან 25 აპრილამდე აწყობენ კონკურსის მონაწილე ნაშრომების საბოლოო განხილვას პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციების მიცემის მიზნით. რეკომენდაციის მიცემა ხდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრის ბიულეტენში შედის ის ნაშრომები, რომლებმაც მიიღეს დადებითი შეფასება და ღია კენჭისყრის შედეგად სხდომაზე დამსწრე სექციის წევრთა ხმების ნახევარზე მეტი.

სექციის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სექციის წევრთა ორი მესამედი მაინც.

კენჭისყრა    იმართება სამ ტურად.

პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაცია მიეცემა იმ ნაშრომებს, რომლებიც ფარული კენჭისყრით მიიღებენ სხდომაზე დამსწრე სექციის წევრთა ხმების სამ მეოთხედს (გამსვლელი ქულა).

თუ კენჭისყრის პირველი ტურის შედეგად მიღებული არ არის გადაწყვეტილება ნაშრომისათვის საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ, ეწყობა კენჭისყრის შემდგომი ტური. ყოველ მომდევნო ტურში დაიშვება მხოლოდ ის ნაშრომები, რომლებმაც მოაგროვეს კენჭისყრის მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტი. თუ გამსვლელი ქულა მიღებული აქვს იმაზე მეტ ნაშრომს, რამდენი პრემიაცაა მისანიჭებელი იმ დარგში, მაშინ გასულად ჩაითვლება მხოლოდ ის ნაშრომი, რომელმაც ხმათა უფრო მეტი რაოდენობა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ წინა ტურში თანაბარი გამსვლელი ქულა მიიღო მისანიჭებელი პრემიების რაოდენობაზე მეტმა ნაშრომმა, მომდევნო ტურში გადადის მხოლოდ ეს ნაშრომები.

თუ მესამე ტურშიც ამ ნაშრომებმა მიიღეს თანაბარი გამსვლელი ქულები, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი. თუ კომიტეტის მიერ გადაწყვეტილება პირველ ორ ტურში ვერ იქნა მიღებული, იმართება მესამე ტური, რომელშიც კომიტეტის წევრებმა ხმა უნდა მისცენ მხოლოდ იმდენ ნაშრომს, რამდენი პრემიაცაა მისანიჭებელი ამ დარგში. ამ წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება. ამ დროს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.

7. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის სხდომა ერთხელ   იმართება პრემიის მინიჭების წინა წელს და ერთხელ – პრემიის მინიჭების წელს. გარდა ამ ორი სხდომისა, კომიტეტის სხდომა შეიძლება იქნეს მოწვეული, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის კომიტეტის პრეზიდიუმი.

კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ორი მესამედი მაინც.

8. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი თავის სხდომებზე იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად ნაშრომთა საკონკურსოდ დაშვების შესახებ ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე  კომიტეტის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ – ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების სამი მეოთხედით.

სხდომებზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის მიმდინარე საკითხები.

9. საქართველოს სახელმწიფო პრემიების მისანიჭებლად გამოცხადებულ კონკურსზე ნაშრომების დაშვების შესახებ კომიტეტის სხდომა გადაწყვეტილებას იღებს პრემიების მინიჭების წინა წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო პრემიების მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის შესახებ – პრემიების მინიჭების წლის 10 მაისამდე.

10. პრემიის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიცემის მიზნით კენჭისყრის ბიულეტენში შედის სექციების მიერ რეკომენდებული ნაშრომები.

11. კომიტეტში კენჭისყრა იმართება ამ დებულების მე-6 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად.

12. პრემიის მფლობელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის სამკერდე ნიშანს და დიპლომს გადასცემს ქვეყნის პრეზიდენტი.

13. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და სახელწოდების აღნიშვნით, საკუთარი ბლანკი და საბანკო ანგარიში.

14. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის საორგანიზაციო საკითხთა გადაწყვეტა ევალება კომიტეტის თავმჯდომარეს, პრეზიდიუმსა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს.

15. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.

16. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, მისი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის კონტროლი ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

17. საქართველოს სახელმწიფო პრემიების კომიტეტის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების

დებულება

1. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემია (შემდგომში საქართველოს სახელმწიფო პრემია) მიენიჭებათ ცალკეულ პირებსა და კოლექტივებს:

ა) საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგებში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და საყოველთაოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქვეყნის სულიერ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში;

ბ) მედიცინის დარგში ახალი მეთოდების შექმნისა და მათი პრაქტიკულ მედიცინაში გამოყენებისათვის, აგრეთვე მედიცინის მეცნიერებათა სფეროში შესრულე-ბული მაღალი დონის ნაშრომებისათვის ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომლებმაც ფართო აღიარება მოიპოვეს;

გ) ტექნიკის დარგში მაღალი დონის სამეცნიერო გამოკვლევებისათვის, აგრეთვე ტექნიკის ახალ სახეობათა, პროგრესული მასალებისა და ტექნოლოგიების შექმნისათვის, რომლებიც დანერგილია წარმოებაში, თავიანთი მაჩვენებლებით უტოლდებიან საყოველთაოდ აღიარებულ ანალოგებს და ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას;

დ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების სფეროში შესრულებული საუკეთესო სამეცნიერო-ტექნიკური გამოკვლევებისათვის (პრესაში არ ქვეყნდება);

ე) უმაღლესი და ყველა ტიპის საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების ორიგინალური სახელმძღვანელოებისა და დამხმარე სახელმძღვანელოებისათვის, რომლებიც დამკვიდრდნენ სწავლების პროცესში.

შენიშვნა: მრავალტომიანი ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ გამოცემის დასრულების შემდეგ.

2. საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილ ნაშრომებს განსახილველად იღებს და საქართველოს პრეზიდენტს პრემიის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტი.

3. საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭება ხდება ორ წელიწადში ერთხელ, ლუწ წლებში, შემდეგი ოდენობით:                                                           

ა) ორი პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში;

ბ) ორი პრემია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში;

გ) ერთი პრემია მედიცინის დარგში;

დ) ორი პრემია – ტექნიკის დარგში;

ე) ერთი პრემია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების დარგში;

შენიშვნა: ნაშრომთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოლეგიისა და ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს დას-კვნები სამუშაოს პრაქტიკული გამოყენების შესახებ.

ვ) ორი პრემია სახელმძღვანელოებისათვის: ერთი უმაღლესი სასწავლებლების, ერთი საშუალო და საშუალო სპეციალური სასწავლებლების სახელმძღვანელოებისათვის;

შენიშვნა: სახელმძღვანელოსთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის უწყებათა დასკვნები სწავლების პროცესში მათი დამკვიდრების შესახებ.

4. საქართველოს სახელმწიფო პრემიიის მისანიჭებლად ნაშრომების წარდგენის უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, მის ქვედანაყოფებს, სამინისტროებს, უწყებებს და მათ ქვედანაყოფებს, სამეცნიერო დაწესებულებათა და უმაღლეს და საშუალო სპეციალურ სასწავლებელთა სამეცნიერო საბჭოებს, სამრეწველო საწარმოების, საკონსტრუქტორო ბიუროების სამეცნიერო-ტექნიკურ და ტექნიკურ საბჭოებს.

5. სამეცნიერო ნაშრომები საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენამდე გამოქვეყნებული უნდა იყოს ორი წლით, ხოლო სახელმძღვანელოები 3 წლით ადრე (გამოქვეყნების წლის ჩათვლით).

6. პრემიის მისანიჭებლად ნაშრომთა წარდგენისა და ლაურეატობის კანდიდატების შერჩევისას დაცულ უნდა იქნეს საჯაროობის პრინციპი. პრემიაზე წარდგენამდე ნაშრომები და ლაურეატობის კანდიდატები უნდა განიხილონ იმ დაწესებულებებში, სადაც მუშაობენ კანდიდატები. საკონკურსოდ დაშვებული ნაშრომების, მათი ავტორებისა და წარმდგენი ორგანიზაციების სიები ფართო საზოგადოებრივი განხილვის მიზნით უნდა გამოქვეყნდეს პრესაში.

7. მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად წარდგენილი ნაშრომებისა და სახელმძღვანელოების ავტორთა ჯგუფის შემადგენ-ლობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს კაცს. საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე წარდგენილი ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება იმ პირების შეყვანა, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად.                     

8. საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს შეიძლება განმეორებით მიენიჭოს აღნიშნული პრემია, თუ წინა პრემიის მინიჭებიდან გასულია 7 წელი მაინც.

9. ნაშრომი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტმა საკონკურსოდ არ დაუშვა, არ შეიძლება წარდგენილ იქნეს განმეორებით საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც ნაშრომი საკონკურსოდ დაშვებულ არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო.

10. საქართველოს სახელმწიფო პრემიის მისანიჭებლად კონკურსზე დაშვებული ნაშრომი შეიძლება განმეორებით საერთო წესით კიდევ ორჯერ იქნეს წარდგენილი.

11. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას საქართველოს სახელმწიფო პრემიების მინიჭების შესახებ, რომელიც პრეზიდენტის პრესსამსახურის მეშვეობით გამოქვეყნდება პრესაში.

12. პირებს, რომელთა ნაშრომებმა მოიპოვა საქართველოს სახელმწიფო პრემია, ენიჭებათ საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის” წოდება და გადაეცემათ ლაურეატის სამკერდე ნიშანი და დიპლომი. ავტორთა ჯგუფისათვისპრემიის მინიჭებისას ფულადი ჯილდო თანაბრად ნაწილდება წევრთა შორის.

13. საქართველოს სახელმწიფო პრემიის გარდაცვლილი ლაურეატის დიპლომი, სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო გადაეცემა მემკვიდრეს სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

 

 

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის შემადგენლობა

1.    ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, კომიტეტის თავმჯდომარე

2.    ლევან მგალობლიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, თავმჯდომარის მოადგილე.

 

I. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია

1.    გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სექციის თავმჯდომარე (მცენარეთა ფიზიოლოგია)

2.    ოთარ ნათიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, თავმჯდომარის მოადგილე (მელიორაცია, ნიადაგმცოდნეობა)

3.    ნოდარ ამაღლობელი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილების გამგე (ფიზიკა)

4.    ჯემალ ბერიძე – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში (ფიზიკა)

5.    თენგიზ ბერიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ნუკლეინის მჟავების ლაბორატორიის გამგე (ბიოლოგია)

6.    ერეკლე გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (გეოლოგია)

7.    ირაკლი ელიავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ზოოლოგია)

8.    მერაბ ელიაშვილი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგის მოადგილე (თეორიული ფიზიკა)

9. ნიკოლოზ ვახანია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი (მათემატიკა)

10.  მალხაზ ზაალიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ბიოფიზიკა)

11.  ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი (ბირთვული ფიზიკა)

12.  გიორგი კვესიტაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ბიოტექნოლოგია)

13. ივანე კიღურაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი (მათემატიკა)

14.  თეიმურაზ კოპალეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის განყოფილების გამგე (თეორიული ფიზიკა)

15.  ჯუმბერ ლომინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ფიზიკა)

16.  თენგიზ მეუნარგია – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის განყოფილების გამგე, თსუ ზუგდიდის ფილიალის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე (მათემატიკა)

17.  გურამ მჭედლიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლ. დავითაშვილის სახელობის პალეობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (პალეობიოლოგია)

18.  გიორგი ნახუცრიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი (ბოტანიკა)

19. ვანო პაპუნიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორი (მცენარეთა ინტროდუქცია და აკლიმატიზაცია)

20.  ეთერ ქემერტელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ფარმაკოქიმია)

21.  თეიმურაზ ჭანიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ბიოლოგია)

22.  თამაზ ჭელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (გეოფიზიკა)

23.  გიორგი ხარაძე          – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (ფიზიკა)

24.  ანზორ ხელაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი (ფიზიკა)

25.  კოხტა ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ოპტიკურ-ქიმიურ მატარებელთა განყოფილების გამგე (ქიმია).

 

II. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია

 

1.    გურამ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, სექციის თავმჯდომარე (ფილოსოფია)

2.    ზაზა ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, თავმჯდომარის თავმჯდომარის მოადგილე (ისტორია)

3.    ლევან ალექსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კათედრის გამგე (ეკონომიკა და სამართალი)

4.    გონელი არახამია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სამეგრელოს სამხარეო სამეცნიერო ცენტრის დირექტორი (საქართველოს ისტორია)

5.    ანდრია აფაქიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი (არქეოლოგია)

6.    თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საპატიო დირექტორი – სამეცნიერო ხელმძღვანელი (ზოგადი ენათმეცნიერება)

7.    გრიგოლ გიორგაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილების გამგე (ისტორია)

8.    გურამ თოფურია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე (კავკასიური ენები)

9.    ანა კალანდაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი პოეტი

10.  გუჩა კვარაცხელია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (ენათმეცნიერება)

11.  ნოდარ ლომოური – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, შ. ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (ბიზანტინოლოგია)

12.  მარიამ ლორთქიფანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი (ისტორია)

13.  ლორიკ მარშანია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (სოფლის მეურნეობის ეკონომიკა)

14.  როინ მეტრეველი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (ისტორია)

15.  დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ისტორია)

16.  შოთა ნადირაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ფსიქოლოგია)

17. ავთანდილ ნიკოლეიშვილი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქუთაისის, ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (ფილოლოგია)

18.  ვლადიმერ პაპავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი (ეკონომიკა)

19.  ოთარ ჟორდანია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორი (საქართველოს ისტორია)

20.  ავთანდილ საყვარელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქ- ციის მთავარი რედაქტორი

21.  გიორგი ციციშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი (უახლესი ლიტერატურა)

22.  ნოდარ ჭითანავა – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროს ვ. მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (ეკონომიკა)

23.  ლევან ჭილაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი (არქეოლოგია)

24.  ედიშერ ხოშტარია -ბროსე   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (საქართველოს ისტორია)

25.  ოთარ ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის კათედრის გამგე (არქეოლოგია).

 

III. ფიზიოლოგიის და მედიცინის მეცნიერებათა სექცია

1.    თენგიზ ონიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემიკოს- მდივანი, სექციის თავმჯდომარე (ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია)

2.    ფრიდონ თოდუა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, თავმჯდომარის მოადგილე (რენტგენოლოგია)

3.    არჩილ ასათიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია)

4.    ვლადიმერ ბახუტაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ვირუსოლოგია)

5.    აკაკი ბერიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო ქირურგიის კათედრის გამგე (ქირურგია)

6.    რევაზ გაგუა – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგიური ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი (ონკო-თორაკალური ქირურგია)

7.    ამირან გამყრელიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი (ალერგოლოგია)

8. თამარ დეკანოსიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი (პათოლოგიური ანატომია)

9.    მერაბ დვალი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი (ოფთალმოლოგია)

10.  გიორგი იოსელიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის საპატიო დირექტორი (ქირურგია)

11.  თეიმურაზ იოსელიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია)

12.  პალიკო კინტრაია – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პერინატოლოგიის და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (მეან-გინეკოლოგია)

13.  ლავრენტი მანაგაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (უროლოგია)

14.  კოტე მარდალეიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგიური ეროვნული ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების კლინიკის ხელმძღვანელი (ქირურგი-ონკოლოგი)

15.  ბაადურ მოსიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ქირურგია)

16.  კიაზო ნადარეიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (ფიზიოლოგია და ექსპერიმენტული მედიცინა)

17.  ვაჟა ოკუჯავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი (ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია)

18.  ნოდარ ყიფშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი (თერაპია)

19.  რომან შაქარიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმთა დიპლომის- შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის რექტორი (ნევროლოგია)

20.  გულნარა ჩაფიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი (კარდიოლოგია)

21.  მიხეილ ხანანაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ცხოველთა ქცევის ლაბორატორიის გამგე (ფიზიოლოგია)

22.  სიმონ ხეჩინაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ოტოლარინგოლოგიის კათედრის გამგე (ოტოლარინგოლოგია)

23.  არჩილ ხომასურიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (ენდოკრინოლოგი-რეპროდუქტოლოგი)

24.  რამაზ ხეცურიანი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი (მორფოლოგია)

25.  ნინო ჯავახიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ექსპერიმენტული მორფოლოგია).

 

IV. ტექნიკის სექცია

1.    ივერი ფრანგიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, სექციის თავმჯდომარე (გამოთვლითი ელექტრონული მანქანები)

2.    მინდია სალუქვაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის, მანქანათმშენებლობისა და მართვის პროცესების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, თავმჯდომარის მოადგილე (მართვის სისტემები)

3.    რობერტ ადამია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რ. დვალის სახელობის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის დირექტორი (მანქანათმშენებლობა)

4.    თეიმურაზ ანდრონიკაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი (ქიმია)

5.    გივი ბოკუჩავა – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის პროფესორი (მანქანათმშენებლობა)

6.    გურამ გაბრიჩიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დირექტორი (სამშენებლო მექანიკა)

7.    გურამ გველესიანი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (ქიმია, ქიმიური ტექნოლოგია)

8. ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის გამგე (სოფლის მეურნეობის წარმოების მექანიზაცია და ელექტრიფიკაცია)

9.    ნოდარ ვალიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის კათედრის გამგე (მასალათმცოდნეობა)

10.  დავით თავხელიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრის გამგე (მანქანათა მექანიკა)

11.  თამაზ იამანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივნის მოადგილე (სამთო მექანიკა)

12.  კარლო ლეკიშვილი – საქართველოს გენერალური კონსტრუქტორი საბრძოლო იარაღის, მასალებისა და აღჭურვილობის დარგში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს   ინსტიტუტ “დელტას” დირექტორი (სპეციალური მანქანათმშენებლობა)

13.  ლევან მგალობლიშვილი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი (ტექნიკის ისტორია)

14.  ელგუჯა მეძმარიაშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის დირექტორი (მშენებლობა)

15.  ცოტნე მირცხულავა – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (ეკოლოგია)

16.  ირაკლი ჟორდანია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე (მეტალურგია)

17. ნაპოლეონ ქარქაშაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი (სოფლის მეურნეობის ეკონომიკა)

18.  მალხაზ ყიფშიძე – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თბოელექტროდანადგარების კათედრის გამგე (ენერგეტიკა)

19.  ალექსანდრე ჩხეიძე – ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანი (ტრანსპორტი)

20.  გივი ცინცაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის გამგე (ქიმია, ფარმაკოქიმია)

21.  ვლადიმერ ჭავჭანიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის მანქანური ინტელექტის პრობლემათა განყოფილების გამგე (კიბერნეტიკა)

22.  ვახტანგ ჭიჭინაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი (მართვის სისტემები)

23.  ოთარ ხომერიკი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამედიცინო ტექნიკის კათედრის პროფესორი (ხელსაწყოთმშენებლობა)

24.  რამაზ ხუროძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი (გამოთვლითი ტექნიკა, ინფორმატიკა)

25.  ლევან ჯაფარიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმჯდომარე (სამთო მექანიკა).