ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

  • Word
ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 500
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 11/08/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 340170000.05.002.000247
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
500
11/08/1996
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 30/08/1996
340170000.05.002.000247
ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/1996 - 28/09/1996)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება 500

1996 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ

„ქვემო ქართლის მხარეში მიწის რეფორმის ექსპერიმენტის განხორციელების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 19 აგვისტოს 321 და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 თებერვლის 166 ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და სოფლად ერთიანი აგრარული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის მოწონებულ იქნეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წინადადება მხარეში რეფორმით გათვალისწინებული სამუშაობების დამატებითი ღონისძიებათა შესახებ:

ამ მიზნით:

1. ქვემო ქართლის მხარეში სხვადასხვა უწყებრივ დაქვემდებარებაში არსებული სახელმწიფო მეურნეობები (მეთესლეობის, სანაშენე, სანერგე, საჯიშე, სამეცნიერო-კვლევითი, საცდელ-სასელექციო, ჯიშთა გამოცდის, ექსპერიმენტული, აგრეთვე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამნისტროების დაქვემდებარებაში არსებული მეურნეობების გარდა) გამოყვანილ იქნენ უწყებრივი დაქვემდებარებიდან და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად დაფუძნდნენ რაიონულ გამგეობათა მიერ.

2. დაწესდეს, რომ მხარის ტერიტორიაზე განლაგებული სახელიწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოები გაწეული საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებისათვის ანგარიშვალდებული არიან შესაბამისი რაიონების სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოების წინაშე.

3. ადგილობრივ მმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებმა უზრუნველყონ საინვენტარიზაციო კომისიების ჩამოყალიბება მეურნეობათა და ორგანიზაციათა ქონების ინვენტარიზაციის, დატაცებული და განიავებული ქონების გამოვლენის და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენისა და აღმოფხვრისათვის.

4. „სასოფლო-სამურენო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად შექმნილმა კომისიებმა უზრუნველყონ მმართველობის ორგანოების გამგებლობაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, შენობა-ნაგებობებათა და წარმოების სხვა ძირითად საშუალებათა გასხვისება.

5. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისიტროსა და ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით ორ თვეში შეიმუშაონ წინადადებანი აგროსამრეწველო სფეროს საწარმოებისა და ორგანიზაციების სახელმწიფო დავალიანების, ფინანსური სანქციების განსაზღვრის, უპერსპექტივო საწარმოებისა და ორგანიზაციების შემდგომი ფუნქციონირების მიზანშეწონილობის შესახებ.

6. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ უზრუნველყონ ამ ბრძანებულების განხორციელება და მისი შესრულების კონტროლი.

 ე. შევარდნაძე