,,საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“

  • Word
,,საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 571
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 27/09/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 133, 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010.210.000.08.002.004.107
  • Word
571
27/09/2006
სსმ, 133, 29/09/2006
010.210.000.08.002.004.107
,,საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №571

2006 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

1. „ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოებისა და რეალიზაციის სახელმწიფო რეგულირების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 აპრილის №113 ბრძანებულება.

2. „ქუთაისის მერიის მიერ „საქართველოს რესპუბლიკაში მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სისტემური ცვლილებების ანტიკრიზისული პროგრამის“ სარეალიზაციოდ გაწეული მუშაობის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 აგვისტოს №276 ბრძანებულება.

3. „ეკონომიკის რეფორმების განხორციელების საწყის ეტაპზე გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და მათი დაძლევის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 18 სექტემბრის №320 ბრძანებულება.

4. „მაკროეკონომიკური სტაბილიზაციისა და სტრუქტურული რეფორმების დაჩქარების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 26 დეკემბრის №407 ბრძანებულება.

5. „რადიკალური ეკონომიკური რეფორმის კურსის სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 8 თებერვლის №38 ბრძანებულება.

6. „ეკონომიკური სტაბილიზაციის დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 24 აპრილის №134 ბრძანებულება.

7. „საგარეოეკონომიკურ ურთიერთობათა კოორდინირებისა და რეგულირების სახელმწიფო მექანიზმის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 6 მაისის №156 ბრძანებულება.

8. „ალკოჰოლიანი სასმელების, თამბაქოს, ჩაის, საკონსერვო, საკონდიტრო, ხორცისა და რძის ნაწარმის, პურფუნთუშეულის, მცენარეული ზეთის, ლუდის, მინერალური წყლებისა და უალკოჰოლო სასმელების სასაქონლო წარმოებაზე სახელმწიფო ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 23 ივნისის №253 ბრძანებულება.

9. „საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო გამოსვლაში „დამოუკიდებელი, განუყოფელი, დემოკრატიული საქართველოსათვის“ დასახულ ეკონომიკურ ღონისძიებათა რეალიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 9 იანვრის №112 ბრძანებულება.

10. „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 16 მარტის №222 ბრძანებულება.

11. „საქართველოს საავტომობილო გზების აღდგენისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 14 ივნისის №388 ბრძანებულება.

12. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში მსუბუქი მრეწველობის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 26 ივლისის №483 ბრძანებულება.

13. „ქვემო ქართლის მხარეში აგრარული რეფორმის განხორციელების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 11 აგვისტოს №500 ბრძანებულება.

14. „საქართველოს საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საპრეზიდენტო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №837 ბრძანებულება.

15. „საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 28 დეკემბრის №848 ბრძანებულება.

16. „მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის დარგში განსახორციელებელი რეფორმის პირველი ეტაპის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 13 იანვრის №20 ბრძანებულება.

17. „ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედების ზოგიერთ სიძნელეთა დაძლევის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №141 ბრძანებულება.

18. „საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის №528 ბრძანებულება.

19. „მხარეებში ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 29 სექტემბრის №548 ბრძანებულება.

20. „ეკონომიკური რეფორმის მეორე ეტაპის ძირითად მიმართულებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 26 ოქტომბრის №600 ბრძანებულება.

21. „ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულება.

22. „საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე განსახორციელებელ მშენებლობებზე ფასთა ცვლილებების ინდექსების დამუშავებისა და ინვესტიციების ეფექტიანად გამოყენების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მარტის №195 ბრძანებულება.

23. „საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №282 ბრძანებულება.

24. „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივნისის №380 ბრძანებულება.

25. „საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულება.

26. „ადგილობრივი ვეტერინარული ბიოლოგიური მრეწველობის ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 1 ოქტომბრის №544 ბრძანებულება.

27. „საქართველოს ავიაციის მუშაკთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 2 დეკემბრის №675 ბრძანებულება.

28. „საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქმიანობის სრულყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 თებერვლის №83 ბრძანებულება.

29. „საქართველოს ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 30 მაისის №341 ბრძანებულება.

30. „2000 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 25 ივნისის №390 ბრძანებულება.

31. „საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სისტემაში გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 ოქტომბრის №581 ბრძანებულება.

32. „საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული დეპარტამენტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოებისა და თანამშრომელთა მატერიალური წახალისების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ნოემბრის №610 ბრძანებულება.

33. „სამეწარმეო აქტიურობის ზრდაზე ლიცენზირების რეფორმის გავლენის შეფასების მიზნით კვარტალურ გამოკვლევათა განხორციელებისა და ამ სფეროში ძირითად პრობლემათა გადაჭრის სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 2 ნოემბრის №612 ბრძანებულება.

34. „საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების 2000 წლის ინდიკატიური გეგმის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 28 იანვრის №25 ბრძანებულება.

35. „საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის №391 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 18 თებერვლის №55 ბრძანებულება.

36. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 8 აპრილის №140 ბრძანებულება.

37. „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის მდგომარეობისა და მისი შემდგომი ამაღლების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 21 ივლისის №314 ბრძანებულება.

38. „2001 წლის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 სექტემბრის №428 ბრძანებულება.

39. „საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური გაჯანსაღებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 მარტის №89 ბრძანებულება.

40. „შპს „საქართველოს რკინიგზის“ მოგების გადასახადის ბიუჯეტებს შორის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 აპრილის №122 ბრძანებულება.

41. „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სპეციალური შემოსავლების სახაზინო ანგარიშზე ჩარიცხვისა და გამოყენების დროებითი წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 20 აპრილის №142 ბრძანებულება.

42. „თბილისის ურბანული განვითარების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 25 მაისის №211 ბრძანებულება.

43. „საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის ეკოლოგიური უსაფრთხოების ამაღლების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 29 ივლისის №302 ბრძა-ნებულება.

44. „2002 წელს სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 10 აგვისტოს №319 ბრძანებულება.

45. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციების ფუნქციონირებისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 ოქტომბრის №395 ბრძანებულება.

46. „შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის და ტრანსპორტირების დამატებით ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 30 მარტის №141 ბრძანებულება.

47. „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) წინაშე საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის №172 ბრძანებულება.

48. „სუფსის საზღვაო ნავსადგურში საზღვაო ტერმინალზე დასატვირთად შემოსული ტანკერების მიერ სანავსადგურო ტარიფების გადახდის საკითხის შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №341 ბრძანებულება.

49. „კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის გამოვლენის სამუშაოთა ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 4 აგვისტოს #360 ბრძანებულება.

50. „2003 წელს პირველ რიგში სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 სექტემბრის №406 ბრძანებულება.

51. „საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების (რეგიონების) სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მაჩვენებელთა სისტემის დანერგვის 2003-2005 წლების სახელმწიფო პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 დეკემბრის №497 ბრძანებულება.

52. „საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 მარტის №113 ბრძანებულების გაუქმებისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებუ-ლოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 11 მარტის №75 ბრძანებულება.

53. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №166 ბრძანებულება.

54. „ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენ-ტის 2003 წლის 24 ივნისის №282 ბრძანებულება.

55. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მიერ არასაბიუჯეტო (სპეციალური) სახსრების გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 6 ივლისის №330 ბრძანებულება.

56. „2004 წელს პირველი რიგის სარეალიზაციო სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების (საპროგრამო წინადადებების) ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 8 აგვისტოს №385 ბრძანებულება.

57. „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სარეგისტრაციო მოსაკრებლების განაწილების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 14 სექტემბრის №448 ბრძანებულება.

58. „შპს „საქართველოს რკინიგზის“ ძირითადი ფონდების გადაფასების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 18 ნოემბრის №573 ბრძანებულება.

59. „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 24 მაისის №350 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და საქართველოს კონტროლის პალატასთან შექმნილი სახელმწიფო დაწესებულების – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ლიკვიდაციის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №267 ბრძანებულება.

მ. სააკაშვილი