სტანდარტიზაციის შესახებ

  • Word
სტანდარტიზაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30(37), 13/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300.160.000.05.001.000.624
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2197
25/06/1999
სსმ, 30(37), 13/07/1999
300.160.000.05.001.000.624
სტანდარტიზაციის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

სტანდარტიზაციის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

   

    მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ადგენს საქართველოში სტანდარტიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები:

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტანდარტი – უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული საყოველთაო და მრავალჯერადი გამოყენებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც პროდუქციისთვის და მასთან დაკავშირებული წარმოების მეთოდებისთვის ადგენს წესებს, ზოგად პრინციპებს და მახასიათებლებს. სტანდარტების გამოყენება სავალდებულო არ არის. სტანდარტი ასევე შეიძლება მოიცავდეს ტერმინოლოგიის, სიმბოლოების, შეფუთვის, ნიშანდების, ეტიკეტირებისადმი პროცესის ან წარმოების მეთოდებისადმი არსებულ მოთხოვნებს;

ბ) საერთაშორისო სტანდარტი – სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული სტანდარტი, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის;

გ) უცხო ქვეყნის სტანდარტი – სტანდარტი, რომელიც მიღებული ან აღიარებულია სხვა ქვეყნის მიერ;

დ) საქართველოს სტანდარტი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული სტანდარტი;

ე) პროდუქცია – საქართველოს ბრუნვაში არსებული საქონელი ან მომსახურება, მიუხედავად იმისა განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ მომხმარებლისათვის, რომელიც მოწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 3. სტანდარტიზაციის მიზნები

სტანდარტიზაციის მიზნებია:

ა) პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მისი უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ბ) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების აღმოფხვრის ხელშეწყობა;

გ) საქონლის ტექნიკური შეთავსებადობისა და ურთიერთშენაცვლებადობის უზრუნველყოფა;

დ) პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ე) სამეცნიერო და ტექნოლოგიურ სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 4. სტანდარტიზაციის პრინციპები

საქართველოში სტანდარტების შემუშავება და რეგისტრაცია ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

ა) ყველა დაინტერესებული მხარის პროცესში ნებაყოფლობით საწყისებზე მონაწილეობა;

ბ) გადაწყვეტილების მიღება კონსენსუსის საფუძველზე;

გ) პროცესის გამჭვირვალობა ნებისმიერ სტადიაზე;

დ) საზოგადოებრივი ინტერესების უპირატესობა ინდივიდუალურზე;

ე) სამეცნიერო მიღწევებისა და საერთაშორისო თუ უცხო ქვეყნის სტანდარტების გათვალისწინება.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 7. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 8. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 9. (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი II

სტანდარტიზაციის სამუშაოების ორგანიზება

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 10. სტანდარტიზაციის მონაწილეები

1. საქართველოში სტანდარტების შემუშავებას ახორციელებს ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელიც ამ სტანდარტებს რეგისტრაციისათვის წარუდგენს საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

2. თუ სტანდარტს შეიმუშავებს რამდენიმე დაინტერესებული პირი, ისინი გადაწყვეტილებას იღებენ კონსენსუსის საფუძველზე. კონსენსუსი მიიღწევა, როდესაც არ არსებობს დასაბუთებული წინააღმდეგობა ძირითად საკითხთა შინაარსზე და რომელშიც გათვალისწინებულია ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესი, ხოლო საწინააღმდეგო არგუმენტები შეჯერებულია.

3. ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ შემუშავებულ სტანდარტს სამართლებრივი სტატუსი ენიჭება მხოლოდ სააგენტოს მიერ ამ სტანდარტის რეგისტრაციაში გატარების შემდეგ.

4. სააგენტოს მიერ რეგისტრირებულ სტანდარტებზე ვრცელდება საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები.

5. სავალდებულო სტანდარტიზაცია ხორციელდება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის დადგენის გზით.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 11. სტანდარტების ხელმისაწვდომობა

1. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი სტანდარტი გაატაროს რეგისტრაციაში ან დასაბუთებულად უარი თქვას მის რეგისტრაციაზე. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევები რეგულირდება ცალკე ნორმატიული აქტით.

2. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს სტანდარტების რეესტრის წარმოება და მისი მონაცემების ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი III

სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

     მუხლი 13. საქართველოს სტანდარტების , ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

ამ კანონისა და „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

    მუხლი 14. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების რეესტრის წარმოება;

ბ) გაზომვის საშუალებების ტიპების რეესტრის წარმოება;

გ) რეგისტრირებული საქართველოს სტანდარტების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

დ) რეესტრის წარმოების, მისი უწყვეტობისა და რეესტრის ჩანაწერების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ე) საქართველოში რეგისტრირებული თუ შემუშავების სტადიაზე მყოფი სტანდარტებისა და ტექნიკური რეგლამენტების თაობაზე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა;

ვ) სტანდარტიზაციის (ასევე მეტროლოგიის სფეროში არსებულ) საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში საქართველოს წარმოდგენა – საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) სტანდარტიზაციის (მეტროლოგიის) სფეროში დადებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;

თ) საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 15. სააგენტოს ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტები

სააგენტოს ხელმძღვანელი ამ კანონითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიულ აქტებს – ბრძანებებს.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 16. სააგენტოს ანგარიში

1. სააგენტო ვალდებულია მის მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.

2. ყოველწლიური ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს მაკონტროლებლის მიერ განსაზღვრულ პერიოდულ გამოცემაში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 17. მეტროლოგიის ინსტიტუტი

1. სააგენტოში არსებობს სტრუქტურული ერთეული – მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ინსტიტუტის ხელმძღვანელს სააგენტოს ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 18. ქონება და დაფინანსება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტი;

ბ) სტანდარტების რეგისტრაციიდან მიღებული შემოსავლები;

გ) მეტროლოგიური საქმიანობიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული შემოსავალი;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

    მუხლი 181 .   სააგენტოს საქმიანობის საფასურის გაანგარიშების წესი

1. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.

საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4703 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

     მუხლი 19. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

თავი IV

 (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი V

  (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი VI

  (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი VII

  (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი VIII

(ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი IX

 (ამოღებულია)

საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

თავი X

 დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 24. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.

2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს 1996 წლის 6 სექტემბრის კანონი „სტანდარტიზაციის შესახებ” (პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17 ოქტომბერი, 1996).

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 25 ივნისი.

№2197-IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1791 - სსმ I, №40, 18.07.2005 წ., მუხ.281

2. საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ.

3. საქართველოს 2011 წლის 20 მაისის კანონი №4703 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.

4. ძალადაკარგულია  – საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6157 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.