"სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
"სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4703-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/05/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110601022, 01/06/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 300160000.05.001.016332
  • Word
4703-Iს
20/05/2011
ვებგვერდი, 110601022, 01/06/2011
300160000.05.001.016332
"სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  მუხლი 1. „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №30(37), 1999 წელი, მუხ. 162) დაემატოს შემდეგი შინაარსის 181  მუხლი:

     „მუხლი 181 .   სააგენტოს საქმიანობის საფასურის გაანგარიშების წესი

1. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების საფასურების გაანგარიშების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის საფასური დგინდება მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

  მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცება.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                            მ . სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი .

№4703-Iს