სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 419
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.016150
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
419
29/12/2010
სსმ, 172, 31/12/2010
340140000.10.003.016150
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2010 - 23/10/2015)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 419

2010 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ

 მუხლი 1 .,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის , უფ­ლე­ბამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართ­ვე ­ლოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებსაქართ­ვე­ლოს კანონის შესრულების უზრუნველ­სა­ყოფად , დამტკიცდეს თანდართული სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებ­ლო­ბის სფეროში კრიზი ­სული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა .

 მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს შესაბამისი საკანონ­მ­დებლო აქტის ძალაში შესვლიდან.

პრემიერ -მინისტრი                                                                                         . გილაური

 

სურსათის ა და ცხოველ თა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა

    მუხლი 1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

1 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა უნდა ითვა­ლისწინებდეს ქმედებებს , რომელთა გატარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში , თუსურსათის უვნებლობისა და ხარისხის შე­სა­ხებსაქართველოს კანონის 32 - მუხლით გათვალის­წინე­ბული საგანგებო ზომების მიღების შედეგად ვერ მოხერხდა სურსათი დან/ცხოველის საკვებიდან გამომდინარე ადამიანის ჯან­მრთელობისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის პრე­ვენ­ცია , სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა .

2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირისურსათის ეროვნული სააგენტო (შემდ გომში – სააგენტო ) ამზადებს სურ ­სა­თისა და ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში შექმ ­ნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და წარუდ ­გენს სა­ქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასამტკიცებ­ლად .

3 . კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა განსაზღ­ვ­რავს :

) კრიზისულ მდგომარეობას ;

) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყე­ნე­ბის მიზეზებს ;

) კრიზისული მდგომარეობის მართვის პროცედურებს ;

) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნას ;

) კრიზისის პერიოდში ინფორმაციის გავრცელების პრო­ცე­დურებს ;

) გამჭვირვალობის პრინციპის დაცვას .

    მუხლი 2. კრიზისული მდგომარეობა

1 . კრიზისული მდგომარეობა შეიძლება იყოს ორი სა­ხის :

) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს სერიოზულ პირ­და­პირ ან არაპირდაპირ რისკს ადამიანის ჯანმრთელობისა­თვის ;

) მდგომარეობა , რომელიც შეიცავს პოტენციურ რისკს და ეს უკანასკნელი შესაძლებელია გარდაიქმნას სერიოზულ რის­კად .

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსა­ზ­ღვ­რული კრიზისული მდგომარეობის დასადგენად მხედველო­ბაში უნდა იქნეს მიღებული , თუ რამდენად მაღალია ალ­ბა­თო ­ბა იმისა , რომ რისკი გავრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნა ­წილზე ან /და ქვეყნის ტერიტორიიდან გავრცელდება სხვა ქვეყ ­ნების ტერიტორი ებზე.

3 . ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვა­ლის­წინებულ შემთხვევაში აუცილებელია კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა .

4 . ამ მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით განსა­ზღ­ვრული კრიზისული მდგომარეობის შემთხვევაში საქართვე­ლოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამტკიცებს სათანადო ღო­ნისძიებებს მსგავსი მდგომარეობის ეფექტური მართვის უზრუნ­ველსაყოფად (კრიზის ის მართვის ჯგუფის შექმნის გარეშე ), რო­მელსაც აღასრულებს სააგენტო .

    მუხლი 3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების მიზეზები

კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყე­ნების მიზეზებია :

) სურსათის ა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სის­ტემის მეშვეობით მიღებული შეტყობინება ;

) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება ;

) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებუ­ლი ინფორმაცია ;

) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია .

    მუხლი 4. კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა

1 . მე -2 მუხლის პირველი პუნქტისქვე­პუნქ­ტით გათ ­ვა ­ლისწინებული კრიზისული მდგომარეობის შე­მთხვე­ვაში კრი ­ზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობა განი­საზღ­ვ­რება სა ­ქა ­რთ ­­ველოს მთავრობის განკარგულებით.

2 . კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმო­ფ­ხვ­რის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავ­შირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა კრიზისის მართვის ჯგუფის მი­ერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე .

3 . საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას კრიზი­სუ ­ლი მდგომა­რეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონის ­ძი ­ებათა შესა­ხებ აღასრულებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომ­ლობის საფუძველზე .

4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისული მდგომარეო­ბის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრისა ან რისკის სათანადო დო­ნემდე შემცირებასთან დაკავშირებით გატარებული ღონის­ძიე­ბების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე .

5 . კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილება შეწ­ყდე­ბა კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფ­ხვ ­რის ან რისკის სათანა დონემდე შემცირების შემდეგ .

    მუხლი 5. კრიზისის მართვის ჯგუფის უფლებამოსილებები

1 . კრიზისიმართვის ჯგუფი პასუხისმგებელია ყველა საჭირო მონაცემის შეგროვებისა და შეფასებისათვის , ასევე კრიზისული მდგომარეობის მართვასთან დაკავშირებით ალ­ტერ­ნატივების გამოვლენისა და შემუშავებისათვის .

2 . კრიზის ის მართვის ჯგუფი ვალდებულია არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასა­ლა მიაწოდოს საქართველოს მთავრობას .

3 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს სურ ­სათისა და ცხოველ თა საკვების სწრაფი განგაშის სის­ტე­მის საკონტაქტო პირებთან .

4 . საჭიროების შემთხვევაში კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ მხარეებთან , მათ შორის , შესაბამის უწყებებ­თან , რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა საჭირო ინფორმა­ციის მოძიება .

5 . კრიზის ის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს რეკომენ ­და ­ციებს კრიზისული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების აღ ­მო ­ფ­ხვ­რასთან ან /და რისკის სათანადო დონემდე შემცირებას ­თან და­კავშირებით და წარუდგენს საქართველოს მთავრობას გადა­წყვეტილების მისაღებად .

    მუხლი 6. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები

1 . კრიზისის მართვის ჯგუფი შეიმუშავებს კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურებს .

2 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცე­დურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისულმდგომარე ­ო­ბის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს , რომ ელიც წარ ედგინება საქართველოს მთავრობას .

3 . კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცე­დურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით , ასევე იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას , რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა , და მათთან თა­ნა ­მშრომლობის დამყარების აუცილებლობას ზუსტი და თან­მიმ­დევრული ინფორმაციის მიწოდების მიზნით .

    მუხლი 7. გამჭვირვალობის პრინციპი

1 . კრიზისის მართვის ჯგუფმა უნდა იხელმძღვანელოს გამ­ჭვირვალობის პრინციპით .

2 . კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ მოპოვებული ინ­ფორ­მაცია კრიზისული მდგომარეობის შესახებ უნდა იყოს საჯარო , გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა .