„სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 547
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 23/10/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2015
სარეგისტრაციო კოდი 340140000.10.003.018933
547
23/10/2015
ვებგვერდი, 27/10/2015
340140000.10.003.018933
„სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №547

2015 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №419 დადგენილებაში (სსმ, №172, 31.12.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.   დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის  დამტკიცების შესახებ“.

2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული სურსათისა და ცხოველთა საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში კრიზისული მდგომარეობის მართვის ზოგადი გეგმა“;

ბ) პირველი  მუხლის:

ბ.ა)  პირველი   პუნქტი   ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„1. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა უნდა ითვალისწინებდეს ქმედებებს, რომელთა გატარებაც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 51-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო ზომების მიღების შედეგად ვერ მოხერხდა სურსათიდან/ცხოველის საკვებიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის პირდაპირი ან არაპირდაპირი რისკის პრევენცია, სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა.“;

ბ.ბ)  მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს:

ა) კრიზისული მდგომარეობა;

ბ) კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნა და მისი ფუნქციები;

გ) ქმედებები და ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია კრიზისული მდგომარეობის მართვისათვის;

დ) რისკის დონე, რომლის  აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე   შემცირება  გარკვეულ  სიძნელეებთან  არის  დაკავშირებული;

ე) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლები;

ვ) კრიზისის მართვის ჯგუფის როლი გადაწყვეტილების მიღების პროცესში;

ზ)    კრიზისული მდგომარეობის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები;

თ) გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპები.“;

გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი  3.  კრიზისული მდგომარეობის მართვიგეგმის გამოყენების საფუძვლები

კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის გამოყენების საფუძვლებია:

ა) სურსათის/ცხოველის საკვების სწრაფი განგაშის სისტემიდან მიღებული შეტყობინება;

ბ) სხვა ქვეყნიდან მიღებული შეტყობინება;

გ) შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაცია;

დ) სააგენტოს ხელთ არსებული ინფორმაცია;

ე) სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია (მიწოდებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირებისაგან, მათი იდენტიფიკაციის შემთხვევაში და მედიასაშუალებები).“;

დ) მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კრიზისის მართვის ჯგუფის შემადგენლობა, რომლის წევრად, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციებისათვის შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო წრის წარმომადგენელი.

2. კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა გატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი, კრიზისის მართვის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე.

3. მინისტრის გადაწყვეტილებას კრიზისული მდგომარეობის გამომწვევ მიზეზთა აღმოფხვრის ან რისკის სათანადო დონემდე შემცირებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ აღასრულებს სააგენტო, შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საფუძველზე.“;

ე) მე-5 მუხლში:

ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია:

ა) ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკის აღმოფხვრის, შემცირებისა და თავიდან აცილებისათვის, მართვის ღონისძიებების დროულად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა შესაბამისი მონაცემი და მოახდინოს კრიზისის მართვისათვის საჭირო ღონისძებებისა და ქმედებების იდენტიფიცირება;

ბ) გაავრცელოს ინფორმაცია კრიზისული მდგომარეობის  გამომწვევ რისკებსა და გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

2. კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, არსებული რისკებისა და მიღებული ზომების შესახებ მოპოვებული მასალა მიაწოდოს მინისტრს.“;

ე.ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში, ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე საფრთხის  მასშტაბის გათვალისწინებით, ეროვნული რეაგირების მექანიზმის ამოქმედების საჭიროებისას, კრიზისის მართვის ჯგუფი ვალდებულია, ოპერატიული კომუნიკაციის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით (მობილური ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.), შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნულ ცენტრს.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ვ) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კრიზისის დროს ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციას კრიზისული მდგომარეობის შესახებ და მისი გავრცელებისათვის საჭირო ქმედებებს, რომლებიც წარედგინება მინისტრს.

3. ინფორმაციის გავრცელების პროცედურები ითვალისწინებს ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის შიგნით და იმ ქვეყნების იდენტიფიცირებას, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ კრიზისული მდგომარეობა, მათთან თანამშრომლობის  დამყარების აუცილებლობას,  ასევე ინფორმაციის მიწოდების ვადებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი