ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.004432
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
13/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 14/07/2010
010250020.35.105.004432
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2010 - 03/08/2010)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 15

2010 წლის 13 ივლისი

ქ.ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ შესაბამისად:

 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება წარმოდგენილი რედაქციით დანართი №1 -ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის).

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №3 დადგენილება (გაზეთი “ზუგდიდი“ №19 (11139) 19 დეკემბერი 2006 წელი).

დადგენილება გამოქვეყნდეს ადგილობრივ პრესაში.

4. დადგენილება ძლაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე: ლ. კონჯარია

დანართი1

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართელობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

    მუხლი 1. საკრებულოს აპარატი სტატუსი

საკრებულოს აპარატი (შემდგომაპარატი ’’) იქმნება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია საკრებულოს საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსთან.

აპარატი წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ, ანაზღაურებას, შტატების საფუძველზე შექმნილ სამსახურს.

აპარატის საქმიანობის და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

    მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება და ეს დებულება.

აპარატის საქმის წარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანწესით, საქმიანობების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები

აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების, აგრეთვე სხვა ღონისძიებების ჩატარებას. უზრუნველყოს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება.

ორგანიზაციას უწევს სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას.

უზრუნველყოს საკრებულოს და საკრებულოს ბიუროს სხდომებზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას , სხდომების ოქმების წარმოებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას.

ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას.

ორგანიზებას უწევს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

მოამზადოს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტის პროექტები; მოახდინოს საკრებულოს ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა; საჭიროების შემთვევაში, მოამზადოს წინადადებები თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტის შეცვლის , შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.

უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, მათი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დადგენილი წესით გამოქვეყნება.

ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას.

უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან საკრებულოს მუშაობის ორგანიზებას.

ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

უზრუნველყოს საკრებულოში და საკრებულოს თანანმდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება.

ორგანიზება გაუწიოს სხვა თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობების დამყარებას , უზრუნველყოს საკრებულოს მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებას და გამგზავრება.

ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში.

წარმოადგინოს და დაიცვას თვითმმართველი ერთეულის და საკრებულოს ინტერესები სასამართლოში.

უზრუნველყოს საკრებულოში ერთიანი საქმის წარმოება.

უზრუნვეკლყოს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია , სარეკვიზიო და დოკუმენტალური გაფორმება, ადრესატისადმი გადაცემა, კორესპონდენციის გადაგზავნა, საარქივო მასალების წარმოება.

 აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებასა და მოძრაობას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვა;

უზრუნველყოს საჯარო მომსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა და წარმოება.

აფორმებს საჯარო მომსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებლო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

უზრუნველყოს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვა, შენახვა, რაციონალური გამოყენება მოვლა და დაცვა.

შეასრულოს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარეს სხვა დავალებები.

    მუხლი 4. აპარატის განყოფილებები

აპარატის განყოფილებებია:

ა) იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) საფინანსო საკითხთა განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;

დ) სოციალურ საკითხთა და საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობების განყოფილება.

    მუხლი 5. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება

იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება:

 ა) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

 ბ) მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;

 გ) ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;

 დ) ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

 ე) წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

 ვ) ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების, ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

 ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მომსახურეთა პირადი საქმეების სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;

 თ) აფორმებს აპარატის მომსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ გათავისუფლების , შვებულებაზე გასვლის , სამივლინებლო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

 ი) უზრუნველყოფს აპარატში ერთიანი საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

 კ)უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას , სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

 ლ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანანმდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას , საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

 მ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

 ნ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

 ო) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

    მუხლი 6. საფინანსო საკითხთა განყოფილება

საფინანსო საკითხთა განყოფილება:

 ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს;

 ბ) ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს.

 გ) ახორციელებს საკრებულოსა და აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმას;

 დ) ახორციელებს საკრებულოს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და ბიუჯეტით გათვალლისიწნებული ხარჯების დაგეგვმასა და მოთხოვნათა წარდგენას;

 ე) აპარატის უფროსთან შეთანხმებით წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს თავმჯდომარეს აპარატის საჯარო მოსამსახურეების წახალისებაზე ან დიციპლინურ პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებაზე;

    მუხლი 7. მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება

მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება

 ა) უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

 ბ) ახორციელებს საკრებულოს თანანმდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფას;

 გ) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერუიალურ ფასეულობათა აღრიცხვას,შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.

 დ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულო აპარატის უფლებამოსილების განოხორციელებისათვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანოსთვის წარსადგენად;

    მუხლი 8. სოციალური საკითხთა და საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო

 სექტორთა ურთიერთობის განყოფილება

საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთა ურთიერთობის განყოფილება:

 ა) ახორციელებს საკრებულოს , საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთა დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

 ბ) ორგანიზაციას უწევს სხოდმებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

 გ) ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

 დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანანმდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

 ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან , საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

 ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის საზგვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

 თ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

 ი) ორგანიზებას უწევს პრეს-კონფერენციებს, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

 კ) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსლულ კორესპონდენციებზე;

 ლ) მიიღოს ინფორმაცია ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე;

თავი III

 აპარატის ხელმძღვანელობა

    მუხლი 9. აპარატის უფროსი

აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშანვს და თანანამდებობიდან ათავისულებს საკრებულოს თავმჯდომარე.

აპარატის უფროსი:

 ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

 ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანანმდებობრივ ინსტრუქციებს;

 გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანანმდებობაზე დასანიშნად და თანანმდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მომსახურეთა კანდიდატურებს;

 დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდნგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

 ე) ადგენს შრომის შინაგანსწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;

 ვ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.

აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას არულებას აპარატის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

    მუხლი 10. აპარატის განყოფილების ხელმძღვანელი

აპარატის განყოფილებას ხელმძღანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

განყოფილების უფროსი:

 ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღანელობას;

 ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;

 გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილებისათვის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

 დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანანმდებობრივ მოვალეობებს;

 ე) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურულ ერთეულის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების შესახებ, წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის თაობაზე;

 ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფის საკითხზე;

 ზ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი განყოფილების მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანწესის მოთხოვნების დაცვისათის;

 თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითი და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

განყოფილების უფროსი ანგრაიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

    მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

აპარატის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 12 საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების წესი.

აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანანმდებობრივ სარგოს განაკვეთებს და თანანმდებობათა დასახელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად , საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 13. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

 აპარატის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

 ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

 ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

 გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამმართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით.

 დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

 ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით.

 ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახრეს სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

    მუხლი 14. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები

აპარატის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

 ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

 ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღანელობის დავალებები;

 გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

 დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

 ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანწესის მოთხოვნები;

 ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 15. დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა

საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს საკრებულო.

აპარატის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს მიერ.

აპარატის რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობითი დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე: ლ. კონჯარია