„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგებილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგებილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/07/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.105.016086
  • Word
26
10/07/2012
ვებგვერდი, 19/07/2012
010250020.35.105.016086
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგებილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება 26

2012 წლის 10 ივლისი

ზუგდიდი  

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს მე -20 მუხლის შესაბამისად:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის 15 დადგენილების (სსმ 14.07.2010 წ .) დანართი 1 -ში შევიდეს ცვლილება და დამატება , კერძოდ:

1. დანართი 1 -ის მე -4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. აპარატის განყოფილებები

  აპარატის განყოფილებებია:

ა) იურიდიულ საკითხთა განყოფილება;

ბ) საფინანსო საკითხთა განყოფილება;

გ) მატერიალურ-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება;

დ)სოციალურ საკითხთა განყოფილება;

ე)საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობების განყოფილება;

ვ) საქმისწარმოების განყოფილება.“ .

2. დანართი 1 -ის მე -8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 8. საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო  სექტორთა ურთიერთობის განყოფილება

საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთა ურთიერთობის განყოფილება:

 ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველ საკითხთა დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

 ბ) ორგანიზაციას უწევს სხოდმებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

გ) ორგანიზებას უწევს თანანმდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას;

 დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

  ე) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

  ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის , საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

 ზ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

  თ) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოს ორგანოების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას, საზოგადოებასთან ქმედებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას;

ი) ორგანიზებას უწევს პრესკონფერენციებს, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

3. დანართი N1 -ის მე -8 მუხლს დაემატოს ,,82“ მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,82 მუხლი. სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება:

   ა) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე;

  ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე;                 

  გ) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

  დ)            ახორციელებს სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას;

  ე) უზრუნველყოფს ინფორაციის მოძიებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროგრამებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

  ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .”.

  2. დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება .

   3.  დადგენილება ძლაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს  თავმჯდომარე                                 ლ. კონჯარია