დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 95 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.105.016483 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლოატაციაში მიღების), სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) გადახდის წესის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 იანვრის №3 დადგენილება; ბ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კაპიტალური მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 15 მარტის №17 დადგენილება; გ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №4 დადგენილება; დ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 20 იანვრის №6 დადგენილება; ე) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირადი შემადგენლობის სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 26 ოქტომბრის №35 დადგენილება; ვ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 ოქტომბრის №31 დადგენილება; ზ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 5 ოქტომბრის №30 დადგენილება; თ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ანაკლიასა და განმუხურში I კლასს დაქვემდებარებული III კატეგორიის წყალსადენისა და წყალარინების მშნებლობის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივლისის №26 დადგენილება; ი) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის №24 დადგენილება; კ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების სოციალური მიზნით განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 20 ივნისის №22 დადგენილება; ლ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის სახელწოდების მინიჭებისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 მაისის №18 დადგენილება; მ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საგანგებო სიტუაციების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №16 დადგენილება; ნ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 თებერვლის №2 დადგენილება; ო) „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილება; პ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 27 დეკემბრის №37 დადგენილება; ჟ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებისა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 ივლისის №21 დადგენილება; რ) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგენილება; ს) „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №22 დადგანილება; ტ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინასაარჩევნო კომპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 17 აგვისტოს №58 დადგენილება; უ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 აგვისტოს №53 დადგენილება; ფ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 6 იანვრის №1 დადგენილება; ქ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული მარშუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №45 დადგენილება; ღ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული მარშუტებზე ლოტების რაოდენობისა და ლოტზე განსაზღვრული სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ყოველდღიური სავალდებულო რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №44 დადგენილება; ყ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტზე სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №43 დადგენილება; შ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით და 1351 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №42 დადგენილება; ჩ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის გადახდისა და ნებართვის რეგულირების წესისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშუტებზე ნებართვის გაცემის საწყისი ფასების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ივნისის №41 დადგენილება; ც) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების, ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 დეკემბრის №79 დადგენილება; ძ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №35 დადგენილება; წ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიებზე არაფუნქციონირებადი/მიტოვებული შენობა-ნაგებობის განვითარების მიზნით მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში აუღებლობისათვის ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მაისის №25 დადგენილება; ჭ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში (მერია/საკრებულოს აპარატი) სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 იანვრის №1 დადგენილება; ხ) „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ნოემბრის №64 დადგენილება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები