დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 18/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020250000.35.105.000329 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.35.105.000.329
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2010 წლის 3 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, დაადგინა:
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 ივლისის №15 დადგენილებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ (გაზეთი “ზუგდიდი’’ 2010 წლის 27 ივლისი №21–25–26 (111116–7–8), კერძოდ:
ა) დადგენილების პრეამბულა შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:“
ბ) დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლები ამოღებულ იქნეს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე, აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობათა დასახელების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანანმდებობრივ სარგოს განაკვეთებს და თანანმდებობათა დასახელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ლ.კონჯარია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები