დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 18/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.113.000326 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/08/2010 - 06/10/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.070.000.35.113.000.326
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №23
2010 წლის 4 აგვისტო
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 16-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’“ საქართველოს კანონის მე-5-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის და მე-6 პუნქტისა და 12/1 მუხლის გათვალისწინებით შემოღებული იქნას დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისა და გაუვნებლობის მომსახურებისათვის და დამტკიცდეს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №1).
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულზე 0.50 ლარით.
3. დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა განისაზღვროს თანახმად №2 დანართისა.
4. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი
დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – „ინსტრუქცია“) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ოზურგეთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. იურიდიული პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება.
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ოზურგეთის ტერიტორიაზე საყოფაცხოვლებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ამ ინსტრუქციის თანახმად.
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ოზურგეთის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლისთვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ სიდიდეების კომბინაცია.
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ.
8. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უფასოდ ახდენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური.
9. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
10. ნარჩენების წარმომქნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
11. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
12. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე დაგახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება.
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობსოპერატორის მომსახურებით.
3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად.
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ან იურიდიული პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება.
7. ნარჩენების წარმომქნელის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი.
8. მოსაკრებლის გადამდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის ქალაქში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს აღნიშნულ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.
მუხლი 5. შეღავათები მოსაკრებლის გადახდისას
5.1. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფნინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები (სკლამდელი დაწესებულებები, სამუსიკო, სამხატვრო და სპორტული სკოლები, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, კულტურის ცენტრი და ა.შ) – განთავისუფლებულია მოსაკრებლის გადახდისაგან.
5.2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პენსიონრები, სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რეგისტრირებული ოჯახები, იძულებით გადაადგილებული პირები, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პიროვნებები, ომის ვეტერანები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ოჯახები, მრავალშვილიანი ოჯახები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის შესახებ დადგენილებით განისაზღვრება დასუფთავების მოსაკრებლის შეღავათების ოდენობა.
მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები
1. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს ამზადებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო და ხელს აწერს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე.
2. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
3. ქვითრის ტიპიურ ფორმას ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი.
4. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.
5. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
6. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს.
| სამეწარმეო საქმიანობა | ზომის ერთეული | ნარჩენის წლიური | მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე სვეტი(№4) : 12 | |
| 2 | 3 | 4 | 5 | |
| მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები | საერთო ფართის 1მკვ | 0.022 | 0.02 | |
| ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და | საერთო ფართობი 1მკვ | 0.08 | 0.08 | |
| კინოთეატრები და თეატრები | მაყურებლის ერთი სავარძელი | 0.1 | 0.10 | |
| მოხუცებულთა სახლები, ბავშთა სახლები | მომსახურების ერთეული | 0.09 | 0.09 | |
| სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, | ერთ მოსწავლეზე | 0.1 | 0.10 | |
| სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე | მომსახურების ერთეული | 1.3 | 1.24 | |
| სავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე | ერთი საწოლი | 0.9 | 0.86 | |
| პოლიკკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტი | საერთო ფართის 1მკვ | 0.16 | 0.15 | |
| სტადიონები, სპორტულ | ღია ფართის 1მკვ | 0.02 | 0.02 | |
| დახურული ფართის | 0.08 | 0.08 | ||
| სასურსათო საქონლის მაღაზიები | სამუშაო ფართის | 0.5 | 0.48 | |
| სამრეწველო საქონლის მაღაზიები | სამუშაო ფართის | 0.25 | 0.24 | |
| აგრალური ბაზრები, ყვავილების | საერთო ფართის | 0.3 | 0.29 | |
| შერეული საქონლის ბაზრობები | საერთო ფართის | 0.21 | 0.20 | |
| ავტოსადგომები და საწყობები | ღია ფართის 1მკვ | 0.02 | 0.02 | |
| დახურული ფართის | 0.08 | 0.08 | ||
| ავტოგასამართი სადგურები | საერთო ფართის | 0.08 | 0.08 | |
| მანქანების საჩვენებელი და | ღია საერთო ფართის | 0.04 | 0.04 | |
| დახურული საერთო ფართის | 0.08 | 0.08 | ||
| ა/მანქანების სარემონტო სადგურები, | ღია საერთო ფართის | 0.02 | 0.02 | |
| დახურული საერთო ფართის | 0.14 | 0.13 | ||
| აბანოები, საუნები | საერთო ფართის | 0.18 | 0.17 | |
| სადალაქოები და სილამაზის | საერთო ფართის | 0.35 | 0.33 | |
| მცირე სამეწარმეო საქმიანობა, შენობის | საერთო ფართის | 0.25 | 0.24 | |
| რესტორნები, პიცერიები, სასადილოები | ერთ დასაჯდომ | 1.5 | 1.43 | |
| საბანკო დარბაზები, სარიტუალო | ერთ დასაჯდომ | 0.6 | 0.57 | |
| საცხობები | სამუშაო ფართის | 0.26 | 0.25 | |
| დისკოტეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, | საერთო ფართის | 0.36 | 0.34 | |
| ვაგზლები, რკინიგზის და საავტომობილო სადგურები | ღია ფართის 1მკვ | 0.008 | 0.01 | |
| დახურული ფართის | 0.08 | 0.08 | ||
| ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი | საერთო ფართის | 0.008 | 0.01 | |
| სამხედრო ნაწილები და პენეტენციალური | ერთი ადგილი | 0.4 | 0.38 | |
| საწარმო ობიექტების ღია ტერიტორიები | საერთო ფართის | 0.008 | 0.01 | |
| სერიული პროდუქციის საწარმოების | საერთო ფართის | 0.04 | 0.04 | |
| ერთი თვის მოსაკრებლის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის: |
|
|
|
ერთი თვის მოსაკრებილის გაანგარიშება იურიდიული პირებისათვის:
მ=გXრ
მ - ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ - ზომის ერთეულის ფაქტიური რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები