ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/10/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 42, 22/10/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.113.016015
  • Word
39
06/10/2010
სსმ, 42, 22/10/2010
210070000.35.113.016015
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" №23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2010 წლის 6 ოქტომბერი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ23 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ №23 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

ა) №23 დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’;

) №23 დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის დაწესდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი და მისი ოდენობა ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე განისაზღვროს 11.42 ლარით, თანახმად 2 დანართისა’’;

გ) №23 დადგენილების მე-3 პუნქტს დაემატოს 31 (პრიმა) პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,31. დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა თანახმად №3 დანართისა’’;

) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „დასუფთავების სამსახური’’;

) №23 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

 მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – „დასუფთავების სამსახურს’’;

) №23 დადგენილებას დაემატოს №3 დანართი – „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ტიპური ფორმა“, (დანართი თან ერთვის).

2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავჯდომარე                                                                                         . მამეშვილი