დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/02/2015 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.113.016216 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/02/2015 - 18/07/2018)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ქვეპუნქტის და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის და 121 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი (შემდგომში „მოსაკრებელი“) დაგვა-დასუფთავების, ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, გაუვნებლების და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობისათვის. |
მუხლი 2.
დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი თან ერთვის). |
მუხლი 3.
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №23 დადგენილება. |
მუხლი 4.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია |
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში „ინსტრუქცია“) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მოსაკრებლის გადახდის წესს. |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის ოდენობის დაწესების, გადახდის წესს და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. |
2.
მოსაკრებელი წარმოადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის" (შემდგომში „ცენტრი“) მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის გაწეულ მომსახურების საფასურს. |
3.
მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ცენტრი. |
4.
ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. |
5.
იურიდიული პირებს მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრის მიზნით ცენტრი უგზავნის შეტყობინებას მოსაკრებლის ოდენობის შესახებ. შეტყობინებას თან ერთვის ამ ინსტრუქციის შესაბამისად დასაბუთებული გაანგარიშება. |
მუხლი 2.
მოსაკრებლის გადამხდელი |
მოსაკრებლის გადახდა სავალდებულოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ამ ინსტრუქციის თანახმად. |
მუხლი 3.
.მოსაკრებლის ოდენობა, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი |
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთსულ მოსახლეზე 0.25 ლარით. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. |
2.
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს მე-7 მუხლში მოცემული გაანგარიშების ფორმულის შესაბამისად. |
3.
მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლისთვის – სულადობის მიხედვით, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – დაგროვილი ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ სიდიდეების კომბინაცია. |
4.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსახლისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდგომში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. |
5.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრები მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. |
6.
ამხანაგობების შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას, შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს ცენტრს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. |
7.
მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულებისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. |
8.
მოსაკრებელი შეიძლება გადახდილი იქნას ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ. |
9.
ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვისას, მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე უფასოდ ახდენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. |
10.
მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქმნელთა რაოდენობის ცვლილების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს ცენტრს. |
11.
ნარჩენების წარმომქმნელი მაცხოვრებლის რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად. |
12.
მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. |
13.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე დაგახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას. |
მუხლი 4.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და შეწყვეტა |
1.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. |
2.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან განთავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობსოპერატორის მომსახურებით. |
3.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქნელთა მიერ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ თვის დასრულებასთან ერთად. |
4.
არ დაერიცხება მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსწავლეთა ყოველდღიური რაოდენობა იანგარიშება საერთო სიობრივი რაოდენობრიობიდან გრაფიკის მიხედვით საშუალო დასწრებაზე ყოველდღიურად. |
5.
ცენტრის მიერ მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით. |
6.
ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლება. |
7.
ნარჩენების წარმომქნელის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. |
8.
მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან ერთ თვეზე მეტი ვადით გასვლის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს ცენტრს. წერილობით მიმართვაში დაფიქსირებული უნდა იყოს მოსახლის მუნიციპალიტეტში არ ყოფნის ვადა. ამ ვადის ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს ცენტრს ამ ცვლილების შესახებ.
|
მუხლი 5.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი, პერიოდულობა და ვადები |
1.
მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულებაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე. მოსაკრებელი გადაიხდება ეროვნულ ვალუტაში. მოსაკრებლის გადახდა დასტურდება მოსაკრებლის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით. |
2.
მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. |
3.
გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. |
4.
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. |
მუხლი 6.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის |
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ცენტრს. |
მუხლი 7.
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისადაიურიდიულიპირებისათვის მოსაკრებლის ოდენობა |
დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისა და იურიდიული პირებისათვის ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრება ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობის (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.) შესაბამისად, შემდეგი ფორმულით:
M=N:12X 14.30, სადაც: |
ა)
M -არის მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე. |
ბ)
N - არის ნარჩენის წლიური დაგროვების ნორმა მ3; |
გ)
12 - არის კალენდარული თვე; |
დ)
14.30- არის მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები