დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/04/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.113.016127 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთების შემოღებისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნაწილი V, 13, 18/08/2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული წესის: |
1.
მე-5 მუხლის 5.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.1 მოსაკრებლის გადახდაზე ხელშეკრულებებს დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან, იურიდიულ პირებთან და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან ამზადებს და დებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – „ოზურგეთის სერვისცენტრი’’. |
2.
ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი. |
3.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს – „ოზურგეთის სერვისცენტრის“. |
4.
№23 დადგენილებას თანდართული №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. (დანართი თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები