დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს საპატენტო კანონი | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1791 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 05/02/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5(12), 24/02/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 050.040.000.05.001.000.485 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (02/07/2010 - 26/10/2010)
საქართველოს საპატენტო კანონი
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1 მოქმედების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის შექმნასთან, გამოყენებასთან და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 2 ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ – ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში მოქმედი დამოუკიდებელი ორგანო (შემდგომში – საქპატენტი);
ბ) საერთაშორისო ბიურო _ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ბიურო;
გ) პარიზის კონვენცია _ 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
დ) საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება _ 1970 წლის 19 ივნისს ხელმოწერილი, მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება (შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს, ცვლილებები შეტანილია 1984 წლის 3 თებერვალს);
ე) (ამოღებულია);
ე1) გამომგონებელი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალური შემოქმედებითი შრომის შედეგად შეიქმნა გამოგონება;
ვ) პატენტი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მისი გაცემის მომენტისათვის პატენტის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს;
ზ) (ამოღებულია);
თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს პატენტს;
ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;
კ) საერთაშორისო განაცხადი _ საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მოთხოვნით გაფორმებული და შეტანილი განაცხადი;
ლ) (ამოღებულია);
მ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომელიც აქვს განაცხადს მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ნ) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;
ო) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად დადგენილი პრიორიტეტი, რომლითაც განმცხადებელს შეუძლია ისარგებლოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ სხვა ქვეყანაში;“;
პ) (ამოღებულია);
ჟ) დეპოზიტარიუმი _ უფლებამოსილი ორგანიზაცია, სადაც ინახება ბიოლოგიური რეპროდუცირებადი მასალა;
რ) სამედიცინო პროდუქტი – ამ კანონის მიზნებისათვის, აქტიური ნივთიერება ან აქტიურ ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც განკუთვნილია ადამიანის ან ცხოველის დაავადების მკურნალობისათვის ან პრევენციისათვის, აგრეთვე ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ადამიანს ან ცხოველს სამედიცინო დიაგნოსტირებისათვის და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენისათვის, კორექციისათვის ან მოდიფიცირებისათვის.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 3 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 4 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 5 გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა
1. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. ისეთი გამოგონების პატენტის მოქმედების ვადა, რომელიც ეხება სამედიცინო პროდუქტს, რომლის ქართულ ბაზარზე დაშვებისათვის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად საჭიროა უფლებამოსილი ორგანოს თანხმობა, პატენტის მფლობელის მოთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს იმ დამატებითი ვადით, რომელიც გასულია საქპატენტში განაცხადის წარდგენიდან უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს 5 წლისა. განცხადება პატენტის მოქმედების დამატებითი ვადის მოთხოვნის შესახებ პატენტის მფლობელმა საქპატენტში უნდა წარადგინოს უფლებამოსილი ორგანოს თანხმობის მიღების დღიდან ერთი წლის ვადაში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 6 დაცვის ფარგლები
1. გამოგონების სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს გამოგონების ფორმულა.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 7 გამოგონების გასაიდუმლოება
1. გამოგონებაზე, რომელიც შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გასაიდუმლოებულია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობიდან გამომდინარე, პატენტს საქპატენტი გასცემს მხოლოდ მისი განსაიდუმლოების შემდეგ, ამ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გამოგონების გასაიდუმლოება დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, რომელიც პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, ამ პუნქტით დადგენილი ვადით.
3. (ამოღებულია).
4. გამომგონებელს გამოგონების გასაიდუმლოების შემთხვევაში ეძლევა შესაბამისი კომპენსაცია, რომლის ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი II.
„საქპატენტი“
მუხლი 8 საქპატენტი
1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. საქპატენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. საქპატენტის თავმჯდომარე თანამდებობაზე ინიშნება 4 წლის ვადით.
4. საქპატენტზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი.
5. საქპატენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 9. სააპელაციო პალატა
1. საქპატენტთან არსებობს სააპელაციო პალატა, რომელიც იხილავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს.
2. სააპელაციო პალატის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 10 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 11 საქპატენტის ბიუჯეტი
1. საქპატენტი ფინანსდება:
ა) საქპატენტის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლით, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების საფასურს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. საფასური და სხვა შემოსავალი ირიცხება საქპატენტის ანგარიშზე, რომელსაც განკარგავს მხოლოდ საქპატენტი. საქპატენტის მიერ წლის განმავლობაში გამოუყენებელი თანხები გადადის მომავალი წლის ბიუჯეტში.
4. საქპატენტი ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის ამზადებს მომავალი წლის ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს საქპატენტის ყველა ხარჯი და მათი დაფარვის წყარო.
5. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დასაშვებია წლის განმავლობაში საქპატენტის მიერ გამოუყენებელი თანხის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა.
6. საქპატენტის ბიუჯეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
7. საქპატენტს უფლება აქვს, დამოუკიდებლად შეიძინოს და განკარგოს ქონება, გარდა უძრავი ქონებისა. საქპატენტი უძრავ ქონებას იძენს და განკარგავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი III.
პატენტუნარიანობა
მუხლი 12 გამოგონების პატენტუნარიანობის კრიტერიუმები
1. გამოგონება პატენტუნარიანია, თუ ის აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.
2. გამოგონებას აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.
3. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის პრიორიტეტის თარიღისთვის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.
4. გამოგონება სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი დამზადება ან მრეწველობაში ან სოფლის მეურნეობაში გამოყენება.
5. ტექნიკის არსებულ დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, საჯარო გამოყენებით ან სხვა გზით.
6. სიახლის დადგენისას ტექნიკის დონეს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულის გარდა, მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის პატენტის მისაღებად შეტანილი ყველა განაცხადი, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის სიახლეც დგინდება, და ისინი გამოქვეყნდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ.
7. საგამომგონებლო დონის დადგენისას ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის მისაღებად შეტანილ განაცხადებში მითითებული მონაცემები, რომლებიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი.
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
მუხლი 13 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 14 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 15 ინფორმაციის გახსნა
მონაცემები, რომლებიც მიეკუთვნება ტექნიკის დონეს, არ მოახდენს გავლენას განაცხადში წარმოდგენილი ობიექტის პატენტუნარიანობაზე, თუ ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა გამოგონების პატენტზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის განმავლობაში:
ა) გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ;
ბ) თუ გამოგონებაზე ინფორმაცია მესამე პირისათვის გახსნილია, პირდაპირ ან ირიბად კონფიდენციალობის დაცვის პირობით;
გ) მესამე პირის მიერ გამომგონებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკე-თილსინდისიერი ქმედების შედეგად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
მუხლი 16 ობიექტები, რომლებიც არ მიიჩნევა გამოგონებად
1. გამოგონებად არ მიიჩნევა:
ა) აღმოჩენა, სამეცნიერო თეორია, მათემატიკური მეთოდი;
ბ) მხატვრული ქმნილება;
გ) ალგორითმი, კომპიუტერული პროგრამა;
დ) აღზრდის, სწავლების მეთოდი და სისტემა, ენის გრამატიკული სისტემა, გონებრივი ოპერაციების შესრულების მეთოდი, თამაშობის, გათამაშების წესები;
ე) საქმიანობისა და ორგანიზების მართვის მეთოდი;
ვ) ნაგებობის, შენობის, ტერიტორიის დაგეგმარების პროექტი და სქემა;
ზ) ინფორმაციის წარდგენა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ობიექტები არ მიიჩნევა პატენტუნარიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ობიექტები უშუალოდ არის განაცხადის საგანი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 17 ობიექტები, რომლებზედაც არ გაიცემა პატენტი
პატენტი არ გაიცემა:
ა) გამოგონებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;
ბ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება ადამიანებისა და ცხოველებისათვის გათვალისწინებული მკურნალობის ქირურგიულ, თერაპიულ და დიაგნოსტიკურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მოწყობილობებსა და ნივთიერებებზე, რომლებიც გამოიყენება აღნიშნულ ხერხებში;
გ) გამოგონებაზე, რომელიც ეხება მცენარეთა და ცხოველთა ჯიშებს, აგრეთვე მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების გამოყვანის უპირატესად ბიოლოგიურ ხერხებს. ეს წესი არ ვრცელდება მიკრობიოლოგიურ ხერხებსა და ამ ხერხებით მიღებულ პროდუქტებზე ;
დ) (ამოღებულია);
ე) (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი IV.
გამომგონებელი და პატენტის მფლობელი
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 18 გამომგონებელი
1.(ამოღებულია).
2. (ამოღებულია).
3. გამომგონებლის მოთხოვნის შემთხვევაში საქპატენტი ვალდებულია არ გამოაქვეყნოს მისი სახელი.
4. თუ გამოგონება შექმნა რამდენიმე პირმა, თითოეული მათგანი მიიჩნევა თანაგამომგონებლად.
5. თანაგამომგონებელთა ურთიერთობა განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით. ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში თანაგამომგონებლები სარგებლობენ საერთო თანაბარი უფლებებით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 19 პატენტის მიღების უფლება
1. პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს.
2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილ გამოგონებაზე განაცხადის შეტანის უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთობლივად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიო-რიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებ-ლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო.
5. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 20 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 21 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 22 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი V.
განაცხადის წარდგენა
მუხლი 23 განაცხადის წარდგენა
1. განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
5. განაცხადის წარდგენა ხდება „საქპატენტში“ საგანაცხადო მასალების უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით.
6. წარმომადგენელი შეიძლება იყოს ასევე პატენტრწმუნებული, რომელიც რეგისტრირებულია საქპატენტში.
7. პატენტრწმუნებულების რეგისტრაციის წესი და საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
8. განაცხადის ფორმა და განაცხადის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები განისაზღვრება გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 24 განაცხადი
1. განაცხადი უნდა შეიცავდეს:
ა) განცხადებას პატენტის მიღების თაობაზე;
ბ) გამოგონების აღწერილობას;
გ) გამოგონების ფორმულას;
დ) ნახაზებსა და სხვა დოკუმენტებს, თუ ისინი აუცილებელია გამოგონების არსის ასახსნელად;
ე) გამოგონების რეფერატს, რომელიც მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა.
2. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი.
3. თუ განმცხადებელი გამომგონებლის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი.
4. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, სხვა საგანაცხადო მასალები – ნებისმიერ ენაზე.
5. საგანაცხადო მასალების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელმა განაცხადის წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი საგანაცხადო მასალები წარდგენილად არ მიიჩნევა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 2 5 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 26 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 27 განაცხადის შეტანის თარიღი
განაცხადი შეტანილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება პატენტის მიღების თაობაზე, გამოგონების აღწერილობა, გამოგონების ფორმულა და ნახაზები, თუ ისინი მითითებულია გამოგონების აღწერილობაში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 28 გამოგონების ერთიანობა
1. გამოგონება უნდა აკმაყოფილებდეს ერთიანობის მოთხოვნას, კერძოდ, განაცხადი უნდა მოიცავდეს ერთ გამოგონებას ან ერთი საგამომგონებლო იდეით გაერთიანებულ გამოგონებათა ჯგუფს.
2. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 29 განაცხადების გაერთიანება და დაყოფა
1. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) დაყოს წარდგენილი განაცხადი მასში შემავალ ნაწილებად და წარადგინოს გამოცალკევებული განაცხადი;
ბ) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოცალკევებულ განაცხადს უნარჩუნდება საქპატენტში პირველი განაცხადის შეტანის თარიღი და პრიორიტეტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაერთიანებულ განაცხადს უნარჩუნდება თითოეული განაცხადის პრიორიტეტი.
4. გამოცალკევებული ან გაერთიანებული განაცხადის წარდგენა დასაშვებია საქპატენტის მიერ პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 30 პრიორიტეტი
1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ გამოგონებაზე ადრე შეტანილი პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის ვადაში.
2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
3. თუ განმცხადებელმა საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლო ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განაცხადის საქპატენტში შეტანა საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნით, მას შეუძლია აღნიშნული განაცხადი შეიტანოს შემდგომი 2 თვის ვადაში.
4. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია:
ა) ამის შესახებ მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან 4 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 16 თვისა მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან;
ბ) საქპატენტში წარადგინოს შესაბამისი პრიორიტეტის მოთხოვნის უფლების დამადასტურებელი საბუთი საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის დღიდან 3 თვის ვადაში.
5. პრიორიტეტი შეიძლება დადგინდეს:
ა) (ამოღებულია);
ბ) საქპატენტში იმავე განმცხადებლის უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღით, რომელშიც გახსნილია გამოგონების არსი, თუ განაცხადი, რომლითაც მოითხოვება ასეთი პრიორიტეტი, შეტანილ იქნა უფრო ადრინდელი განაცხადის შეტანის თარიღიდან 12 თვის განმავლობაში. განმცხადებელმა ასეთი პრიორიტეტის მოთხოვნის თაობაზე უნდა მიუთითოს საქპატენტში განაცხადის წარდგენისთანავე ან განაცხადის წარდგენიდან 4 თვის განმავლობაში, მაგრამ არა უგვიანეს 16 თვისა მოთხოვნილი პრიორიტეტის თარიღიდან. ამასთანავე, განაცხადი, რომლის პრიორიტეტიც იქნა მოთხოვნილი, გატანილად მიიჩნევა;
გ) ადრე შეტანილი რამდენიმე განაცხადის საფუძველზე, თუ ყოველი მათგანისათვის დაცულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის პირობები.
6. განაცხადს პრიორიტეტი არ უდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომელზედაც უკვე იყო მოთხოვნილი უფრო ადრინდელი პრიორიტეტი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
მუხლი 31 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი VI.
საპატენტო ექსპერტიზა და პატენტის გაცემა
მუხლი 32 განაცხადის ექსპერტიზა
1. საქპატენტი ატარებს განაცხადის საპატენტო ექსპერტიზას, რომლის საფუძველზედაც იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2. საპატენტო ექსპერტიზა მოიცავს განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებას, ფორმალური მოთ-ხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზის ჩატარებას.
3. ექსპერტიზის მსვლელობისას საქპატენტს შეუძლია მოსთხოვოს განმცხადებელს განაცხადში ცვლილების ან შესწორების შეტანა, ან განმარტების წარმოდგენა, რომლის გარეშეც შეუძლებელია განაცხადის განხილვის გაგრძელება და საგანაცხადო მასალების გამოქვეყნება. განმცხადებელმა საქპატენტის მოთხოვნა უნდა შეასრულოს შეტყობინების მიღების დღიდან 2 თვის ვადაში. თუ განმცხადებელი არ შეასრულებს აღნიშნულ მოთხოვნას, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 33. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურება
1. საქპატენტი განაცხადის შეტანის თარიღს ადასტურებს მისი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში.
2. თუ გამოვლინდა, რომ წარდგენილ განაცხადს აკლია ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საგანაცხადო მასალა, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული მასალა წარადგინოს შეტყობინების მიღების დღიდან 1 თვის ვადაში.
3. თუ განმცხადებელი შეასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას, განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის შესრულების თარიღი. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი შეტანილად არ მიიჩნევა.
4. თუ გამოგონების აღწერილობაში მითითებულია ნახაზები, რომლებიც არ ერთოდა განაცხადს, განმცხადებელი ვალდებულია აღნიშნული ნახაზები წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში. ნახაზების დადგენილ ვადაში წარდგენისას განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა აღნიშნული ნახაზების მიღების დღე. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადის შეტანის თარიღად მიიჩნევა ნახაზების გარეშე წარდგენილი საგანაცხადო მასალების მიღების თარიღი, ხოლო ნებისმიერი მითითება ნახაზებზე ამოღებულად მიიჩნევა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 34. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი ატარებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას, რომლის დროსაც მოწმდება განაცხადის სისრულე და გაფორმების სისწორე.
2. თუ განაცხადი აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 35 არსობრივი ექსპერტიზა
1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულებიდან 6 თვის ვადაში საქპატენტი ატარებს არსობრივ ექსპერტიზას, რომლის დროსაც ხდება განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენა და ტექნიკის დონის განსაზღვრა.
11. განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენისას არსობრივად მოწმდება გამოგონების ფორმულა, აღწერილობა და გამოგონების ერთიანობა, ასევე დარღვეულია თუ არა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები.
12. ტექნიკის დონის განსაზღვრისას საქპატენტი ატარებს კვლევას და სიახლის ექსპერტიზას. თუ დადასტურდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს სიახლის ექსპერტიზის მოთხოვნებს, საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
13. თუ ექსპერტს შეექმნა სრული შთაბეჭდილება, რომ გამოგონება ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან, საქპატენტი ექსპერტის წინადადების განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას საგამომგონებლო დონის შეფასების თაობაზე, რის საფუძველზედაც საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2. (ამოღებულია).
3. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 36 განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის მიმდინარეობისას საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის:
ა) გადაწყვეტილებას განაცხადში აღწერილი დაცვის ობიექტის დადგენის შესახებ;
ბ) ტექნიკის დონის კვლევის შედეგებს (კვლევის ანგარიში);
გ) ტექნიკის დონის შესახებ დასკვნას, სიახლის ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით;
დ) გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 37 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 38 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 39 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 40 დადებითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის შესახებ და გამოქვეყნება
1. საქპატენტი პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს, გამოგონების რეფერატს და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად.
2. პატენტის გაცემის შესახებ ექსპერტიზის მიერ გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებით შეცვლის შემთხვევაში საქპატენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ბიულეტენში აქვეყნებს განაცხადის მონაცემებს, გამოგონების რეფერატს და გამოფენს საგანაცხადო მასალებს გასაცნობად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 40 1 . გაცემულ პატენტში ცვლილებების შეტანა
1. პატენტის მფლობელის მოთხოვნით დასაშვებია გაცემული პატენტის გამოგონების აღწერილობასა და ფორმულაში ცვლილებების შეტანა მექანიკური შეცდომების გასწორების მიზნით, მხოლოდ იმ შემ-თხვევაში, თუ ასეთი ცვლილებები ნათლად გამომდინარეობს აღნიშნული დოკუმენტაციის შინაარსიდან და თუ აშკარაა, რომ სხვა რამ არ შეიძლებოდა ყოფილიყო ნაგულისხმევი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილებების შეტანის წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 40 2 . ინფორმაციის გამჟღავნება
საქპატენტში წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) საქპატენტის მიერ ბიულეტენში მისი მონაცემების გამოქვეყნებამდე იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 40 3 . სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები
1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილებები ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება პატენტის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.
2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს საპატენტო ექსპერტიზის გადაწყვეტილება, თუ დაირღვა ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლების მოთხოვნები ან გამოგონება არ აკმაყოფილებს ამ კანონის 35-ე მუხლის 12 და 13 პუნქტებით გათვალისწინებულ სიახლისა და საგამომგონებლო დონის კრიტერიუმებს. ამასთანავე, დაუშვებელია საპატენტო ექსპერტიზის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იმავე საფუძვლით, რომლითაც სასამართლოში მიმდინარეობს საქმის წარმოება ან/და რომელზედაც გამოტანილია სასამართლოს გადაწყვეტილება.
3. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სააპელაციო პალატას, შეაფასოს პატენტუნარიანობის ის კრიტერიუმები, რომლებზედაც არ უმსჯელია ექსპერტს საპატენტო ექსპერტიზის ჩატარებისას, და ამის საფუძველზე მოითხოვოს პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანა. სააპელაციო პალატის მიერ პატენტუნარიანობის კრიტერიუმების შეფასებისას გაითვალისწინება მხოლოდ დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი დასაბუთება, რომელიც ეფუძნება შესაბამის დოკუმენტებს.
4. სააპელაციო პალატაში საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.
5. სააპელაციო პალატა იხილავს საჩივარს და გამოაქვს გადაწყვეტილება მისი შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.
6. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 40 4 . ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია განაცხადი შეიტანოს:
ა) ფიზიკურმა პირმა, რომელიც მუშაობს ან მუშაობდა საქპატენტში განაცხადის შეტანამდე 12 თვით ადრე;
ბ) იურიდიულმა პირმა, რომლის წევრი, პარტნიორი, აქციონერი ან ხელმძღვანელი არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი.
2. დაუშვებელია პატენტის გაცემასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის განხილვისას სააპელაციო პალატის შემადგენლობაში იყოს პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
3. დაუშვებელია პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც საქპატენტში მუშაობს ან მუშაობდა ექსპერტად პატენტრწმუნებულად რეგისტრაციამდე 12 თვით ადრე ან არის საქპატენტის ექსპერტის პირველი რიგის ნათესავი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 41
1. საქპატენტი არეგისტრირებს პატენტს სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) და გასცემს საპატენტო სიგელს, თუ:
ა) ამ კანონის 403 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში სააპელაციო პალატაში შეტანილი არ იქნება საჩივარი;
ბ) ამ კანონის 403 მუხლის შესაბამისად შეტანილი საჩივრის საფუძველზე სააპელაციო პალატა გამოიტანს გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ;
გ) სასამართლო გამოიტანს დადებით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის შესახებ.
2. საპატენტო სიგელის ფორმას და რეესტრში შესატან მონაცემებს ადგენს საქპატენტი.
3. ნებისმიერ პირს აქვს უფლება, გაეცნოს რეესტრის მონაცემებს.
4. (ამოღებულია).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 42 უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე
1. საქპატენტი იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას პატენტის გაცემის თაობაზე, თუ:
ა) განაცხადი ეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა;
ბ) განაცხადი ეხება გამოგონებას, რომელზედაც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა;
გ) გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს;
დ) გამოგონება ამ კანონის 35-ე მუხლის 13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს;
ე) განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
ვ) განაცხადი გამოგონების ფორმულისა და აღწერილობის მიხედვით არ იძლევა ამ კანონის 35-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად დაცვის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას.
2. თუ უარყოფითი გადაწყვეტილება პატენტის გაცემის თაობაზე ეხება განაცხადის მხოლოდ ნაწილს, მაშინ გამოგონების ფორმულის შესაბამისი მუხლები ამოღებულად მიიჩნევა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 42 1 . გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზა
1. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, პატენტის მოქმედების ვადის განმავლობაში მოითხოვოს გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება იმ საფუძვლით, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს.
2. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებას უნდა ერთოდეს:
ა) წერილობითი დასაბუთება, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს;
ბ) ყველა იმ ადრე გაცემული პატენტის ან პუბლიკაციის ასლი, რომელსაც დაინტერესებული მხარე ეყრდნობოდა დასაბუთებისას. ამასთანავე, თუ ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები წარდგენილია უცხოურ ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია 1 თვის ვადაში წარადგინოს მათი ქართული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში უცხოურ ენაზე წარდგენილი დოკუმენტები წარდგენილად არ მიიჩნევა.
3. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში წარადგინოს წერილობითი შეპასუხება, რომელიც გათვალისწინებული იქნება გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების დროს.
4. საქპატენტი გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პატენტის გაუქმებაზე უარის თქმის ან პატენტის სრული ან ნაწილობრივი გაუქმების შესახებ.
5. მონაცემები პატენტის სრული ან ნაწილობრივი გაუქმების შესახებ ქვეყნდება ბიულეტენში და რეგისტრირდება რეესტრში.
6. გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 43 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 44 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 45 განაცხადის გამოთხოვა
განმცხადებელს უფლება აქვს, განაცხადის გამოსაქვეყნებლად გადაცემამდე გამოითხოვოს იგი.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 46. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა
1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს:
ა) განაცხადის განხილვის შეჩერება;
ბ) წარდგენილ საგანაცხადო მასალებში ცვლილებების შეტანა, თუ ეს ცვლილებები არ სცილდება გამოგონების არსს;
გ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება;
დ) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 47. მომსახურების საფასური
1. განაცხადის ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, საპატენტო ექსპერტიზის, გამოქვეყნებისა და რეგისტრაციის, ყოველწლიურად პატენტის ძალის შენარჩუნების, სააპელაციო საჩივრის, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანისა და სხვა ქმედებებისათვის გადაიხდება საფასური.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა იწვევს განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტას.
3. საფასურის სახე და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
4. საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი VII.
პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობის ფარგლები
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 48 განსაკუთრებული უფლებების ფარგლები
1. პატენტის მფლობელი თავისი შეხედულებისამებრ განკარგავს გამოგონებას. მას უფლება აქვს, გაყიდოს ან სხვა გზით გაასხვისოს გამოგონება, დადგენილი წესით გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე ან/და დააგირაოს პატენტი.
2. პატენტი მის მფლობელს ანიჭებს განსაკუთრებულ უფლებას, აუკრძალოს სხვა პირებს თავისი ნებართვის გარეშე:
ა) პატენტით დაცული პროდუქტის დამზადება, გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა;
ბ) პატენტით დაცული ხერხის გამოყენება ან გასაყიდად შეთავაზება;
გ) პატენტით დაცული ხერხით უშუალოდ მიღებული პროდუქტის გაყიდვა, გასაყიდად შეთავაზება, გამოყენება, იმპორტი ან სამოქალაქო ბრუნვაში სხვაგვარი ჩართვა.
3. თუ პატენტის მფლობელის განსაკუთრებული უფლება ვრცელდება პატენტზე, რომლის საგანია ახალი პროდუქტის მიღების ხერხი, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე სხვა პირის მიერ დამზადებული ნებისმიერი მსგავსი პროდუქტი მიიჩნევა ამ ხერხით მიღებულად.
4. თუ პატენტის მფლობელი რამდენიმე პირია:
ა) პატენტზე უფლების გადაცემა, პატენტის გამოყენებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა და პატენტის დაგირავება ნებადართულია მხოლოდ ყველა მფლობელის თანხმობით;
ბ) თითოეულ მფლობელს აქვს უფლება, პატენტით დაცული ობიექტი სხვა მფლობელთა თანხმობის გარეშე გამოიყენოს საკუთარ წარმოებაში.
მუხლი 49 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 50 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 51 პირობითი უფლებები
განაცხადის გამოქვეყნების დღიდან პატენტის გაცემამდე განმცხადებელს პირობითად ენიჭება იგივე უფლებები, რაც მას მინიჭებული ექნებოდა პატენტით. თუ პატენტი არ იქნა გაცემული, მაშინ აღნიშნული უფლებები წარმოქმნილად არ მიიჩნევა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 52 განსაკუთრებული უფლებების შეზღუდვა
განსაკუთრებული უფლებების დარღვევად არ მიიჩნევა:
ა) პატენტის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვით დამზადებული პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის შემდეგ გავრცელება ან სხვაგვარად გამოყენება;
ბ) გამოგონების კერძო წესით გამოყენება პირადი სარგებლობისათვის, თუ ქმედება არ ისახავს სამეწარმეო მიზნებს;
გ) გამოგონების რომელიმე ქვეყნის საზღვაო ხომალდზე, საჰაერო ან სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენება მისი საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ყოფნის დროს. ასეთ შემთხვევაში გამოგონება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ ამგვარ სატრანსპორტო საშუალებაზე და არა მეწარმეობისათვის;
დ) გამოგონების გამოყენება სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 53. წინათსარგებლობის უფლება
1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს გამოგონების მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა.
4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
მუხლი 54. პატენტის გაუქმება
1. პატენტს აუქმებს საქპატენტი:
ა) პატენტის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) პატენტის მფლობელის მიერ პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში;
გ) გამოგონებაზე ხელახალი ექსპერტიზის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაუქმებული პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი პატენტის ძალის შენარჩუნების წლიური საფასურის ვადის გასვლიდან 6 თვეში გადაიხდის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასურს. აღნიშნული ვადის გასვლიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში დასაშვებია შეწყვეტილი პატენტის მოქმედების აღდგენა, თუ პატენტის მფლობელი გადაიხდის პატენტის მოქმედების აღდგენისა და ძალის შენარჩუნების საფასურს.
3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის დღისათვის გადახდილი არ არის მომდევნო წლით პატენტის ძალის შენარჩუნების საფასური, პატენტი გაუქმებულად მიიჩნევა პატენტის მოქმედების ვადის გასვლის დღიდან.
4. ინფორმაცია პატენტის გაუქმებისა და მისი მოქმედების აღდგენის შესახებ შეიტანება რეესტრში.
5. პატენტის მოქმედება აღდგენილად მიიჩნევა აღდგენის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 55. შემდგომსარგებლობის უფლება
ნებისმიერ პირს, რომელმაც საქართველოს ტერიტორიაზე პატენტის მოქმედების შეწყვეტის დღიდან მის აღდგენამდე კეთილსინდისიერად გამოიყენა ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები იმ გამოგონების გამოყენებისათვის, რომელიც პატენტის საგანია, უფლება აქვს, განაგრძოს მისი გამოყენება მეწარმეობისათვის. ამ უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საწარმოსთან ერთად (შემდგომსარგებლობის უფლება).
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 56 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 57 პატენტის ბათილად ცნობა
1. პატენტს ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ:
ა) პატენტის საგანი არ არის პატენტუნარიანი;
ბ) პატენტი არ აღწერს გამოგონებას ისეთი სისრულით, რომ შესაძლებელი იყოს მისი განხორციელება;
გ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელზედაც ამ კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად პატენტი არ გაიცემა;
დ) პატენტის საგანი განეკუთვნება ისეთ ობიექტს, რომელიც ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად გამოგონებად არ მიიჩნევა;
ე) პატენტის საგანი სცილდება იმ განაცხადის შინაარსის ფარგლებს, რომელსაც დაუდგინდა პრიორიტეტი, ან პატენტი გაცემულია გამოცალკევებული განაცხადის საფუძველზე და მისი საგანი სცილდება პირველი განაცხადის შინაარსის ფარგლებს;
ვ) პატენტის მფლობელს უფლება არ ჰქონდა პატენტზე ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა პატენტის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს მისთვის პატენტის გადაცემა.
3. ინფორმაცია პატენტის ბათილად ცნობის შესახებ შეიტანება რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 58. პატენტის ბათილად ცნობის შედეგი
პატენტის ბათილად ცნობის შედეგად პატენტით მინიჭებული უფლებები წარმოშობილად არ მიიჩნევა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი VIII.
პატენტზე უფლებების გადაცემა და კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 59 კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე
1. პატენტის მფლობელს უფლება აქვს, გასცეს კერძო ლიცენზია პატენტის გამოყენებაზე.
2. კერძო ლიცენზია არ არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზია.
3. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს წერილობით. ლიცენზიაში უნდა განისაზღვროს პატენტით დაცული ობიექტის გამოყენების ფარგლები.
4. კერძო ლიცენზია შეიძლება იყოს ექსკლუზიური ან არაექსკლუზიური. თუ კერძო ლიცენზიის ხელ-შეკრულებით განსაზღვრული არ არის ლიცენზიის სახე, მიიჩნევა, რომ კერძო ლიცენზია არაექსკლუზიურია.
5. არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის გაცემა ლიცენზიის გამცემს არ უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
6. ექსკლუზიური კერძო ლიცენზია ლიცენზიის გამცემს უკარგავს ანალოგიური პირობებით სხვა ლიცენზიის გაცემის უფლებას.
7. კერძო ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევის შესახებ, თუ პატენტის მფლობელი უფლებათა დარღვევის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში თვითონ არ შეიტანს სარჩელს.
8. კერძო ლიცენზიის ხელშეკრულება და მასში შეტანილი ცვლილებები შეიძლება დარეგისტრირდეს რეესტრში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 60. ღია ლიცენზირება
1. პატენტის მფლობელს შეუძლია გამოაცხადოს ღია ლიცენზირების რეჟიმი, თუ პატენტზე არ არის გაცემული ექსკლუზიური კერძო ლიცენზია.
2. ღია ლიცენზია შეიძლება იყოს მხოლოდ არაექსკლუზიური.
3. ღია ლიცენზირების რეჟიმი უფლებას აძლევს ნებისმიერ პირს, გამოიყენოს პატენტი ღია ლიცენზირების რეჟიმით დადგენილი პირობებით.
4. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადებისას კერძო ლიცენზიის ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასური ორჯერ მცირდება.
5. ღია ლიცენზირების რეჟიმის გამოცხადების შესახებ უნდა ეცნობოს საქპატენტს, რომელიც შესაბამის ჩანაწერს აკეთებს რეესტრში და მონაცემებს აქვეყნებს ბიულეტენში.
6. პატენტის მფლობელს შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს საქპატენტს ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმების თაობაზე. ღია ლიცენზირების რეჟიმის გაუქმება გავლენას არ ახდენს გაცემულ ღია ლიცენზიებზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 601. პატენტზე უფლებების გადაცემა
1. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
2. განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
3. პატენტის ახალ მფლობელს არ შეუძლია პატენტიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 61 (ამოღებულია)
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 62 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი VIII 1
პატენტის გირავნობა
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 621. პატენტის გირავნობა
პატენტის გირავნობის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის მესამე კარის მეექვსე თავით გირავნობისათვის დადგენილი ნორმები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 622. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადების ფორმა და წესი
1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება იდება წერილობით. წერილობითი ფორმის დაუცველობა იწვევს გირავნობის ხელშეკრულების ბათილობას.
2. დაუშვებელია პატენტის დაგირავება ერთდროულად რამდენიმე პირის სასარგებლოდ.
3. პატენტის გირავნობის ხელშეკრულება რეგისტრირდება საქპატენტში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 623. კერძო ლიცენზია დაგირავებულ პატენტზე
1. პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.
2. დაგირავებულ პატენტზე ლიცენზიის გაცემა დასაშვებია მხოლოდ მოგირავნის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 624. დაგირავებული პატენტის გასხვისება
1. მოგირავნეს უფლება აქვს, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გაასხვისოს დაგირავებული პატენტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი ამის თაობაზე შეატყობინებს პატენტის მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.
2. დაგირავებული პატენტის გასხვისება ხდება აუქციონის გზით.
3. აუქციონის ჩატარებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე–309-ე მუხლებით დადგენილი წესები.
4. დაგირავებულ პატენტზე განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელს აქვს დაგირავებული პატენტის აუქციონის ჩატარებამდე გამოსყიდვის უპირატესი უფლება.
5. მოგირავნის მიერ პატენტის გასხვისებისას პატენტის გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე პატენტის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი წესით გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 625. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი
1. მოგირავნის განცხადების საფუძველზე სასამართლოს შეუძლია დაგირავებული პატენტის აუქციონზე იძულებითი გასხვისების ნაცვლად დაადგინოს დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი.
2. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმი უქმდება, როცა კრედიტორი დაკმაყოფილებულია, ან აშკარაა, რომ ამ რეჟიმით კრედიტორის დაკმაყოფილება ვერ მოხერხდება.
3. დაგირავებული პატენტის ღია ლიცენზირების რეჟიმის განმავლობაში გაცემული ლიცენზიები ძალაში რჩება ამ რეჟიმის გაუქმების შემდეგაც.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი IX.
(ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 63 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 64 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი X.
(ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 65 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 66 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 67 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XI.
საპატენტო დავა
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 68 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 681. სასამართლოსადმი მიმართვა
1. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევად მიიჩნევა ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებათა დარღვევა, რომელიც იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
2. პატენტიდან გამომდინარე უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებულ საპატენტო დავაში საქპატენტი, როგორც მხარე, არ მონაწილეობს.
3. განსაკუთრებული უფლებების დარღვევისას შესაძლებელია დადგეს დამრღვევის სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 682. ხანდაზმულობა
თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით შეიძლება წარდგენილ იქნეს არა უმეტეს 3 წლის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც პატენტის მფლობელისათვის ცნობილი გახდა უფლებების დარღვევის შესახებ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 683. სარჩელის უზრუნველყოფის წინასწარი ღონისძიებები
1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომლის ძალითაც მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლებები, ეკრძალება ამ კანონის 48-ე მუხლში აღნიშნული ქმედებების განხორციელება.
2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს განჩინება იმ პროდუქტზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის განსაკუთრებული უფლებების დარღვევითაა დამზადებული, აგრეთვე ასეთი პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების მიმართ.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 684. პასუხისმგებლობა პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევისათვის
1. პირს, რომელსაც პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით ადგება ზიანი, უფლება აქვს, მოითხოვოს დამრღვევის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული პროდუქტის და მისი წარმოებისათვის საჭირო იარაღების, დანადგარებისა და სხვა დამხმარე საშუალებების განადგურება იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევის სხვა გზით აღმოფხვრა შეუძლებელია და თუ მართლსაწინააღმდეგოდ წარმოებული პროდუქტი დამრღვევისათვის ან განსაკუთრებულ უფლებათა მფლობელისათვის გადაცემას არ ექვემდებარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წაყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, როდესაც პროდუქტი დამზადებულია უშუალოდ იმ საშუალებების გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებულია პატენტით დაცვის საგნად წარმოდგენილ ხერხში.
3. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირის მიერ კეთილსინდისიერად შეძენილი პატენტიდან გამომდინარე უფლებების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი შეძენილია შემოსავლის მისაღებად სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვის მიზნით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 69 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 70 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 71 (ამოღებულია)
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XI 1
სასარგებლო მოდელი
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 711. სასარგებლო მოდელის პატენტუნარიანობის კრიტერიუმები
1. სასარგებლო მოდელი, რომელიც ხასიათდება გამოგონებასთან შედარებით ნაკლები საგამომგონებლო დონით და თავისი არსით არის მცირე გამოგონება, პატენტუნარიანია, თუ აკმაყოფილებს პატენტუნარიანობის კრიტერიუმებს – სიახლეს, საგამომგონებლო დონესა და სამრეწველო გამოყენებადობას.
2. სასარგებლო მოდელს აქვს სიახლე, თუ იგი ცნობილი არ არის ტექნიკის არსებული დონით.
3. სასარგებლო მოდელს აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღისთვის ტექნიკის მოცემულ დარგში გათვითცნობიერებული პირისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის არსებული დონიდან.
4. სასარგებლო მოდელი სამრეწველოდ გამოყენებადია, თუ შესაძლებელია მისი სამრეწველო წესით დამზადება ან გამოყენება.
5. სასარგებლო მოდელის პატენტის მოქმედების ვადაა 10 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან.
6. თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სასარგებლო მოდელისათვის გამოიყენება ამ კანონით გამოგონების შექმნის, ექსპერტიზის, გამოყენებისა და სამართლებრივი დაცვისათვის დადგენილი ნორმები.
7. სასარგებლო მოდელის განაცხადზე არსობრივი ექსპერტიზის მიმდინარეობისას საქპატენტი განმცხადებელს უგზავნის მხოლოდ ამ კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს.
8. სასარგებლო მოდელის სიახლის დადგენისას საქპატენტი კვლევას ატარებს მხოლოდ საქპატენტში შეტანილ განაცხადთან მიმართებით.
9. სასარგებლო მოდელის განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
მუხლი 712. ურთიერთობა გამოგონებასა და სასარგებლო მოდელს შორის
1. ერთი და იმავე გამოგონების განაცხადი საქპატენტში ერთმა და იმავე განმცხადებელმა შეიძლება წარადგინოს ერთდროულად გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეტანილ განაცხადებზე ექსპერტიზა ტარდება და გადაწ-ყვეტილება მიიღება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოგონების პატენტის გაცემა იწვევს სასარგებლო მოდელის პატენტის გაუქმებას. გამოგონების პატენტის გაცემაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ გამოგონებას არა აქვს სიახლე, იწვევს სასარგებლო მოდელის ბათილობას.
4. პატენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე დასაშვებია გამოგონების განაცხადის გარდაქმნა სასარგებლო მოდელის განაცხადად და პირიქით.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XII.
საერთაშორისო განაცხადი
მუხლი 72 საერთაშორისო განაცხადი
1. ამ თავის წესები გამოიყენება იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელიც საქპატენტში წარ-დგენილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად.
2. საერთაშორისო განაცხადზე საქპატენტი საქმეს აწარმოებს საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 73. საერთაშორისო განაცხადის სტატუსი
1. საერთაშორისო განაცხადი, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, ტოლფასია საქპატენტში შეტანილი განაცხადისა და საერთაშორისო განაცხადის შეტანის დღიდან განიხილება, როგორც ეროვნული განაცხადი.
2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საქპატენტში ამ კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 74. საერთაშორისო განაცხადის წარდგენის წესი
1. საქართველოს მოქალაქეთათვის ან საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე პირთათვის საქპატენტი მოქმედებს როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღები უწყება“.
2. საქპატენტში, როგორც საერთაშორისო განაცხადების „მიმღებ უწყებაში“, საერთაშორისო განაცხადის წარდგენა ხდება ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე. ამასთანავე, უფლებამოსილ საერთაშორისო ორგანიზაციებში ან უწყებებში გადაგზავნის საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქპატენტში საერთაშორისო განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში.
3. საერთაშორისო განაცხადის ქართულ ენაზე წარდგენის შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია განაცხადის წარდგენიდან 1 თვის ვადაში წარმოადგინოს მისი თარგმანი ინგლისურ ან რუსულ ენაზე.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 75. საერთაშორისო განაცხადის მიღება
1. საქპატენტი მოქმედებს, როგორც „აღნიშნული უწყება“, იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო.
2. იმ საერთაშორისო განაცხადის მიმართ, რომელშიც გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ეროვნული პატენტის მისაღებად აღნიშნულია საქართველო, საქპატენტი მოქმედებს როგორც „არჩეული უწყება“, თუ გამომგონებელი საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების მეორე თავის პირობების თანახმად ირჩევს საქართველოს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XIII.
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 76 ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე
1. განაცხადზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედების დღისათვის მიმდინარეობს საპატენტო ექსპერტიზა, საქმის წარმოება, პატენტის გაცემის ჩათვლით, გაგრძელდეს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის №302 დადგენილებისა და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ 1992 წლის 15 მარტის №303 დადგენილების შესაბამისად.
2. განაცხადზე, რომელიც საქპატენტში წარდგენილია ყოფილი სსრ კავშირის მიერ გაცემული გამოგონების საავტორო მოწმობის საფუძველზე, დასაშვებია საქართველოს პატენტის გაცემა, თუ საქპატენტში მისი წარდგენის თარიღისათვის გასული არ არის 20 წელი გამოგონებაზე განაცხადის სსრ კავშირის უწყებაში წარდგენის თარიღიდან.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
თავი XIV.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 77 ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის გასვლისთანავე.
2. ამ კანონის ამოქმედებასთან ერთად, გარდამავალი დებულებების გათვალისწინებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გამოგონების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ და „სამრეწველო ნიმუშების შესახებ დებულების დამტკიცებისა და სამოქმედოდ შემოღების თაობაზე“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის # 302 და 1992 წლის 15 მარტის # 303 დადგენილებები.
2 1 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 8 მაისის №223 ბრძანებულება „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ დებულების თაობაზე.
3. (ამოღებულია).
4. საქართველოს პრეზიდენტმა უზრუნველყოს „საიდუმლო გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის დაცვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 16 ოქტომბრის №451 ბრძანებულების ამ კანონთან შესაბამისობა.
5. საქპატენტმა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს:
ა) ინსტრუქცია გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადის გაფორმების, წარდგენისა და პატენტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ;
ბ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურები.
6. საქპატენტმა შეიმუშაოს დებულება პატენტრწმუნებულის შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
მუხლი 78 ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტების სტატუსი
ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცემულ პატენტებს.
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 5 თებერვალი
# 1791-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295 - სსმ I, №17, 12.05.2000 წ., მუხ.41
2. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
3. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3278 - სსმ I, №37, 14.07.2010 წ., მუხ.219
დოკუმენტის კომენტარები