საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4167-XIVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 050040000.05.001.102259
4167-XIVმს-Xმპ
15/05/2024
ვებგვერდი, 29/05/2024
050040000.05.001.102259
საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „თ“−„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) განმცხადებელი – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პატენტს ან მოწმობას ითხოვს;

1) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი;

ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობა;“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქპატენტი უფლებამოსილია საკუთარი მიზნების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.“.

3. 222 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია“;

ბ) მე-2−მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

4. 404 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დაუშვებელია, წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა.“.

5. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები,  თუ  საერთაშორისო  განაცხადი  ამ  კანონის  75მუხლის შესაბამისად საქპატენტის მიერ ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 მაისი 2024 წ.

N4167-XIVმს-Xმპ