უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

  • Word
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 377
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 162, 13/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
377
08/12/2010
სსმ, 162, 13/12/2010
040030000.10.003.016109
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/12/2010 - 14/12/2010)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №377

2010 წლის 8 დეკემბ რი

ქ. თბილისი

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ

    მუხლი 1

უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის მე -6 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის , მე -11 მუხლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებსაქართველოს კანონის მე -5 მუხლის მე -2 პუნქტის საფუძველზე :

1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნდეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (შემდგომში თავდაცვის აკადემია ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირად .

2 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ :

) განახორციელოს თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი ;

) თავდაცვის აკადემიის მართვის ორგანოების არჩევამდე საქართველოს პრემიერ -მინისტრს დასანიშნად წარუდგინოს თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატურა .

3 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება .

4 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა .

5 . საქართველოს პრემიერ -მინისტრ მა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით , დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სამართლის იურიდიულპირ ის – თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე .

 6 . მართვის ორგანოების არჩევამდე თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი :

) თავდაცვის აკადემიის უმაღლესი თანამდებობის პირია , რომელიც წარმართავს დაწესებულების საქმიანობას , ამზადებს მას ავტორიზაციის გასავლელად , წარმოადგენს დაწესებულებას სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს დაწესებულების სახელით ;

) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას , სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შექმნას , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილურ და ინტეგრირებულ სწავლებას ;

  ) ხელმძღვანელობს დაწესებულების ადმინისტრაციას ;

  ) ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას ;

  ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს დაწესებულების საშტატო ნუსხას ;

  ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს მუშაკებს ;

  ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური , ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს , შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ;

  ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას ;

  ) შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულების ბიუჯეტს ;

  ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს დაწესებულების ფინანსებსა და ქონებას ;

  ) უფლებამოსილია , საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით , დაწესებულების სახელით , დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად დადოს გარიგებები ;

  ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის , აგრეთვე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ;

  ) ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო -კვლევითი მუშაობის შეფასების წესს ;

) ნიშნავს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ;

  ) ამტკიცებს საგანმანათლებლო საქმიანობის ძირითად მიმართულებებს ;

  ) „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების საფასურის ოდენობის ჩამონათვალს ;

  ) ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს ;

  ) „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს პროფესორ -მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობებზე აყვანის წესს ;

  ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტებს ;

  ) პასუხისმგებელია უმაღლესი განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებისათვის ;

  ) პასუხისმგებელია დაწესებულების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობისათვის ;

  ) უფლებამოსილია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით და განსაზღვროს მათი უფლება -მოვალეობანი და საქმიანობის წესი ;

  ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას ;

) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

    მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

პრემიერ -მინისტრი   . გილაური