„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 281
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/07/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110722008, 22/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016441
  • Word
281
19/07/2011
ვებგვერდი, 110722008, 22/07/2011
040030000.10.003.016441
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 281

2011 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის       2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში (სსმ, №162, 13.12.2010 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილებები და პირველი მუხლის:

1. 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიენიჭოს თავდაცვის აკადემიის ხარჯების ანაზღაურების უფლებამოსილება წლიური საბიუჯეტო კანონით მისთვის გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.“.

2. მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს თავდაცვის აკადემიის სახელმწიფო კონტროლი.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.

4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს თავდაცვის აკადემიისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.

5. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით, დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის აკადემიის რექტორის თავდაცვის აკადემიის წესდებით დადგენილი წესით არჩევამდე/ დანიშვნამდე.“.

3. მე-6 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების სტრუქტურას;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) შეიმუშავებს და საქართველოს თავდაცვის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;“;

დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) ამტკიცებს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარების დებულებას და უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   . გილაური