დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/05/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/05/2012 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 09/05/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.016849 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №176
2012 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის მე -4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №377 დადგენილებაში (სსმ , №162 , 13 .12 .2010 წ .) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის :
1 . მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„5 . საქართველოს მთავრობამ , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარდგინებით , დანიშნოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის აკადემიის რექტორის თავდაცვის აკადემიის წესდებით დადგენილი წესით დანიშვნამდე .“ .
2 . მე-6 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6 . მართვის ორგანოების არჩევამდე თავდაცვის აკადემიის რექტორი :“ .
მუხლი 2 . დადგენილება ამოქმედდეს 2012 წლის 9 მაისიდან .
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები